ჩვენს შესახებ

ჩვენს შესახებ

www.higia.ge - წარმოადგენს სამედიცინო - სარეკომენდაციო, ინფორმაციული ხასიათის ვებ გვერდს. აღინიშნულ საიტზე განთავსებული ინფორმაცია წარმოადგენს NHS -დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის ეროვნული სერვისის მიერ მოწოდებულ მასალას (CONTENT).


www.higia.ge წარმოადგენს NHS CHOICES ოფიციალურ პარტნიორს. საიტზე წარმოდგენილი ინფორმაცია შემუშავებულია დიდი ბრიტანეთის კვლევითი ინსტიტუტების მიერ დადგენილი სტანდარტით. აღნიშნულიდან გამომდინარე, www.higia.ge -ს არ ეკისრება პასუხისმგებლობა საიტზე განთავსებული ინფორმაციის სრულ სიზუსტეზე.

დადგენილი სტანდარტები და ნორმები შესაძლოა განსხვავდებოდეს ამერიკის, ევროპის ან სხვა ქვეყნების მიერ დადგენილი სტანდარტებისგან.

 

ჩვენი მიზანი

დღეს საქართველოში არსებული საგანგაშო სამედიცინო სიტუაციის გათვალისწინებით, საჭირო გახდა ისეთი საინფორმაციო ვებ გვერდის შექმნა, რომელის საშუალებით შესაძლებელი იქნებოდა ადამიანებს მიეღოთ ინფორმაცია სხვადასხვა ჯანმრთელობის პრობლემების, დაავადებების თუ ჯანსაღი ცხოვრების წესის შესახებ.

www.higia.ge -ს დახმარებით, დღეს ინტერნეტ მომხმარებლებს აქვთ შესაძლებლობა მიიღონ კვალიფიციური ინფორმაცია და გაეცნონ უახლეს კვლევებს დასამედიცინო სფეროში დადგენილ სტანდარტებს.

 

რატომ უნდა მიიღოს ინფორმაცია ინტერნეტ მომხმარებელმა www.higia.ge -ს ვებ გვერდიდან?

www.higia.ge -ზე განთავსებული მასალა არის www.higia.ge -სთვის ბრიტანეთის ჯანდაცვის ეროვნული სერვისის მიერ მოწოდებული. აღნიშნული მასალა წარმოადგენს უახლეს კვლევებს, რომელთა განახლებაც მუდმივად ხდება. აღნიშნულიდან გამომდინარე, ეს არის საქართველოში პირველი სამედიცინო პორტალი, სადაც განთავსებულ თითოეულ სტატიას გააჩნია ოფიციალური წყარო, რაც გამოარჩევს www.higia.ge -ს სხვა დღეს საქართველოში მოქმედ არაოფიციალურ ვებ-გვერდებისგან. აქვე გაცნობებთ, რომ არაკვალიფიციური ვებ გვერდებიდან მიღებულმა არასწორმა ინფორმაციამ შესაძლოა ავნოს თქვენს ჯანმრთელობას