ტკივილგამაყუჩებლები, პარაცეტამოლი

პარაცეტამოლი არის ტკივილგამაყუჩებელი, რომელიც იყიდება რეცეპტის გარეშე.

მისი გამოყენება შესაძლებელია:

 

პარაცეტამოლის ტიპის პროდუქტები

პარაცეტამოლი ხელმისაწვდომია სხვადასხვა ფორმით, მაგალითად:

  • აბები
  • კაფსულები
  • წვეთები
  • გასახსნელი აბები, რომლებიც იხსნება წყალში
  • ორალური სუსპენზია (სითხე)
  • სანთლები (უკანა ტანში მოსათავსებლად)

პარაცეტამოლის ზოგიერთი ტიპი, როგორიცაა მაგალითად თხევადი ფორმა შექმნილია სპეციალურად ბავშვებისთვის.

პარაცეტამოლი იყიდება მრავალი სხვადასხვა მწარმოებლის მიერ დამზადებული და სხვადასხვა დასახელებებით.

მას ხშირად ურევენ სხვა ინგრენდიენტებთან ერთად, მაგალითად ცხვირში გამხსნელ საშუალებებთან ერთად და ყიდიან გაციებისა და გრიპის საწინააღმდეგო საშუალებად.

 

პარაცეტამოლი სხვა წამლებთან ერთად

პარაცეტამოლის შემცველი ზოგიერთი წამალი წარმოადგენს პარაცეტამოლისა და სხვა წამლის ნარევს. მაგალითად, ის შეიძლება იყოს შერეული ცხვირის გამხსნელთან ერთად (რომელიც ხსნის კაჭედილ ცხვირს) და იყიდებოდეს, როგორც გაციებისა და გრიპის წამალი.

პარაცეტამოლის დოზა იზომება მილიგრამებში (მგ), მაგალითან ერთი აბი შეიძლება შეიცავდეს 500მგ პარაცეტამოლს.

 

როგორ მოქმედებს

პარაცეტამოლი მოქმედებს როგორც ტკივილგამაყუჩებელი, კერძოდ ის მოქმედებს ორგანიზმის ქიმიურ ნივთიერება პროსტაგლადნიზე. პროსტაგლანდინი არის ნივთიერება, რომელიც ორგანიზმში გამოიყოფა ავადმყოფობის ან დაზიანების დროს. პარაცეტამოლი ბლოკავს მის წარმოქმნას და ამის შედეგად სხეული ნაკლებად გრძნობს ტკივილს.

პარაცეტამოლი ასევე ამცირებს მაღალ ტემპერატურას (ცხელებას), ტვინის იმ ადგილზე ზემოქმედებით, რომელიც პასუხისმგებელია ტემპერატურის კონტროლზე.

 

ვის შეუძლია პარაცეტამოლის გამოყენება

პარაცეტამოლი სიფრთხილით უნდა გამოიყენონ იმ ადამიანებმა, რომლებსაც აწუხებთ ღვიძლის ან თირკმლების პრობლემები, ან არიან ალკოჰოლზე დამოკიდებულები.

გვერდითი ეფექტები იშვიათია, თუმცა შეიძლება მოიცავდეს გამონაყარსა ან შეშუპებას.

პარაცეტამოლმა შესაძლოა იმოქმედოს სხვა წამლებზე, მაგალითად, სიმსივნის ან ეპილეფსიის მედიკამენტებზე.

 

გამოყენება ბავშვებში

ტკივილის შესამსუბუქებლად, ან სიცხის დასაწევად, ბავშვებში პარაცეტამოლის გამოყენება შესაძლებელია ორი თვის ასაკიდან. მაგალითად, პარაცეტამოლის ერთი დოზა შესაძლოა მიიღოს ბავშვმა, თუ მას აქვს მაღალი ტემპერატურა ვაქცინაციის შემდეგ. ამ დოზის განმეორება შეიძლება 6 საათში ერთხელ.

პარაცეტამოლის მაღალი დოზა (500მგ ან მეტი) არ არის ლიცენზირებული 16 წლამდე ბავშვებისთვის და კატეგორიულად არ შეიძლება 12 წლამდე ბავშვებისთვის.

შეამოწმეთ შეფუთვა ან პაციენტის საინფორმაციო ბუკლეტი იმის დასადგენად, არის თუ არა ეს მედიკამენტი ბავშვისთვის მისაღები და შეარჩიეთ ზუსტი დოზა. როდესაც პარაცეტამოლს აძლევთ ბავშვს, მისი დოზა შესაძლოა დამოკიდებული იყოს :

  • ბავშვის ასაკზე
  • ბავშვის წონაზე
  • პარაცეტამოლის სიძლიერეზე- ეს იზომება მილიგრამებში (mg).

თუ ბავშვს ამის შემდგომ ტემპერატურამ არ დაუწია, ან თუ მათ ისევ აწუხებთ ტკივილი მიმართეთ ექიმს.

ბოლო განხილვის თარიღი: 30/06/2014 შემდეგი განხილვის თარიღი: 30/06/2016