გაციება

გაციების სიმპტომები ჩვეულებრივ, დაინფიცირებიდან რამდეინმე დღეში ვლინდება.

მისი ძირითადი სიმპტომებია:

  • ყელის ტკივილი
  • ნესტოების დახშობა (ცხვირის გაჭედვა) - ფლეგმის ან ლორწოს (კატარი/catarrh) დაგროვებითაა გამოწვეული
  • ცემინება
  • სურდო (გამონადენი ცხვირიდან) - ჩვეულებრივ გამონადენი გამჭვირვალეა, შემდეგ კი ინფექციის კურსის განმავლობაში სქელდება და მუქდება
  • ხველა - ეს სიმპტომი ყოველ მესამე შემთხვევაში ვითარდება
  • ხმის ჩახლეჩა
  • ზოგადად ავად ყოფნის შეგრძნება.

გაციების ნაკლებად გავრცელებული სიმპტომებია:

  • სიცხე (მაღალი ტემპერატურა), დაახლოებით 37-39°C (100.4-102.2°F) 
  • თავის ტკივილი/headache
  • ყურის ტკივილი/earache – ყურის ძლიერი ტკივილი, რომელიც შესაძლოა შუა ყურის ინფექციის/middle ear infection (ოტიტის მედია) ნიშანი იყოს
  • კუნთის ტკივილი
  • გემოსა და ყნოსვის დაკარგვა
  • თვალების მსუბუქი გაღიზიანება
  • ყურებსა და სახეზე ზეწოლის შეგრძნება. 

გაციების სიმპტომები, მათი გამოჩენიდან პირველი 2-3 დღის განმავლობაში

ყველაზე უარესია, შემდეგ კი თანდათან უმჯობესდება. მოზრდილებსა და დიდ ბავშვებში, გაციება დაახლოებით 7-10 დღე გრძელდება, თუმცა შეიძლება გაგრძელდეს უფრო მეტი ხნითაც. განსაკუთრებით ხველა, შეიძლება გაგრძელდეს ორი ან სამი კვირა.

5 წლამდე ასაკის პატარა ბავშვებში, გაციება უფრო დიდხანს, დაახლოებით 10-14 დღე გრძელდება.

 

ეს გაციებაა თუ გრიპი?

ზოგჯერ ძნელია გაარჩიო სიმპტომები გაციებით არის გამოწვეული, თუ სხვა უფრო პოტენციურად სერიოზული ინფექციის, როგორიცაა გრიპი, რადგან მათი სიმპტომები ძალიან ჰგავს ერთმანეთს. ამ ვირუსების მთავარი განმასხვავებელი ნიშნებია:

გრიპის სიმპტომები:
  • იწყება სწრაფად
  • ძირითადად მოიცავს თავის ტკივილს, სიცხეს (მარალ ტემპერატურას) და კუნთების ტკივილს
  • იმდენად ავად ვგრძნობთ თავს, რომ ვერ ვაგრძელებთ ჩვეულებრივ ცხოვრებისეულ აქტიურობას.
გაციების სიმპტომები:
  • იწყება შედარებით ნელა და მწვავდება თანდათანობით
  • ძირითადად ეფექტს ახდენს ცხვირზე და ყელზე
  • შედარებით მსუბუქ ფორმებში მიმდინარეობს და შესაბამისად თავს ვგრძნობთ საკმარისად კარგად, რომ წავიდეთ სამსახურში და გავაგრძელოთ ჩვეულებრივიი ცხოვრებისეული აქტიურობა.

 

როდის უნდა მივმართოთ ექიმს?

გაციება, ზოგადად არ გრძელდება დიდი ხანს და მსუბუქ ფორმებში მიმდინარეობს, ამიტომ ექიმთან ვიზიტი ჩვეულებრივ არ ხდება საჭირო. ამ დროს მხოლოდ და მხოლოდ სახლში დარჩენა და სიმპტომების შესამსუბუქებლად ტკივილგამაყუჩებლების და სხვა სამკურნალო საშუალებების მიღებაა საჭირო, სანამ თავს უკეთ არ იგრძნობთ.

ექიმთან ვიზიტი საჭირო არის მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ:

  • სიმტომები გრძელდება სამ კვირაზე მეტ ხანს
  • სიმტომები უცაბედათ გაუარესდა
  • გაქვთ სუნთქვის სიძნელეები
  • გაგივითარდათ გაციების გართულებების სიმპტომები (იხილეთ შემდეგ განყოფილებაში), როგორიცაა მკერდის ტკივილი, ან სისხლიანი ნახველის ამოხველება.

ექიმთან ვიზიტი, შეიძლება ასევე რეკომენდირებული იყოს, თუ ნერვიულობთ გაციებული ბავშვის ან მოხუცის ჯანმრთელობაზე, ან მათზე, ვისაც აწუეხბს ზოგადი ჯანმრთელობის პრობლემებე, როგორიცაა მაგალიტად ფილტვების პრობლემები.

ბოლო განხილვის თარიღი: 30/04/2015 შემდეგი განხილვის თარიღი: 30/04/2017