გაციება

გაციების სიმპტომების მკურნალობა შესაძლებელია რამდენიმე მარტივი რჩევის გათვალისწინებით. გაციების დროს ადამიანი, ჩვეულებრივ, გამოჯანმრთელებას იწყებს 7-10  დღის განმავლობაში.

 

ზოგადი რჩევები

სანამ თავს უკეთ ვიგრძნობთ, შეიძლება დაგვეხმაროს:

  • დიდი რაოდენობით სითხეების მიღება, რაც საჭიროა ოფლიანობით და ცხვირიდან გამონადენით დაკარგული სითხეების ჩასანაცვლებლად
  • რაც შეიძლება მეტად დასვენება
  • ჯანსაღი კვება - დაბალცხიმიანი, უჯრედისით მდიდარი საკვების მიღება, რაც მოიცავს დიდი რაოდენობით ცოცხალი ხილისა და ბოსტნეულის მიღებასაც.

გაციების დროს, შეიძება დაგეკარგოთ მადა, ეს ძლაიან ჩვეულებრივი მოვლენაა და არ უნდა გაგრძლედეს რამდენიმე დღეზე მეტ ხანს. არ დააძალოთ თქვენს თავს ჭამა, თუ არ გშიათ.

დამატებით, სიმპტომების შესამსუბუქებლად, შეგიძლიათ მოსინჯოთ ქვემოთ ჩამოთვლილი წამლებიდან და სამკურნალო საშუალებებიდან რომელიმეს მიღება.

 

აფთიაქიდან ურეცეპტოდ გაცემული მედიკამენტები

გაციების სიმპტომების სამკურნალოდ ყველაზე გამოყენებადი წამლებია:

  • ტკივილგამაყუჩებლები, მაგალითად იბუპროფენი და პარაცეტამოლი, რომლებსაც შეუძლიათ ტკივილის შემსუბუქება და სიცხის დაწევაც
  • ცხვირის გამხსნელი საშუალებები, რომლებიც ხსნიან გაჭედილ ცხვირს
  • გაციების წამლები, რომლებიც შეიცავს ტკივილგამაყუჩებლების და ცხვირის გამხსნელი საუალებების ნარევს.

ამ წამლების შეძენა, ჩვეულებრივ რეცეპტის გარეშეა შესაძლებელია და ზოგადად ისინი უსაფრთხოა დიდი ბავშვებისთვის და ზრდასრული ადამიანებისთვის, მაგრამ შესაძლებელია არ იყოს მიზანშეწონილი პატარა ბავშვებისთვის, ახალშობილებისთვის და ორსული ქალებისთვის, ასევე იმ ადამინებისთვის ვისაც აქვს ჯანმრთელობის ზოგიერთ მდგომარეობა ან სვამენ კონკრეტულ წამლებს.

თუ თქვენი ბავშვი ავადაა, საუკეთესო პრეპარატის ასარჩევად რჩევისთვის შეგიძლიათ ფარმაცევტს მიმართოთ. დამატებით, ყოველთვის წაიკითხეთ წამლის მიღების ინსტრუქცია (რაც მოყვება წამალს) და გაითვალისწინეთ მასში მოცემული ინფორმაცია წამლის მიღების დოზების შესახებ.

თუ ახლა წარსულში გაციების საწინააღმდეგო მედიკამენტი მიიღეთ, შესაძლია დამატებითი ტკივილგამაყუჩებლის მიღება არ იყოს უსაფრთხო.

აფთიაქიდან ურეცეპტოდ გაცემული კონკრეტული მედიკამენტების შესახებ დამატებითი ინფორმაცია ქვემოთ არის მოცემული.

 

ცხვირის გამხსნელი საშუალებები

ცხვირის გამხსნელი საშუალებების მიღება პერორალურად ან ცხვირის სპრეის სახით, ცხვირში შესასხურებლად, არის შესაძლებელი.

ეს პრეპარატები ცხვირის გასასვლელების შეშუპებას ამცირებენ და სუნთქვას აადვილებენ.

ცხვირის გამხსნელების ეფექტურობის აშკარა მტკიცებულება არ არსებობს. ეს წამლები შესაძლოა პაციენტების მხოლოდ ნაწილს დაეხმაროს, ხშირად სიმპტომებს მხოლოდ მოკლე პერიოდით ხსნიან და შეიძლება გაჭედილი ცხვირის მდგომარეობა უფრო გააუარესონ, თუ მათი მოხმარება გაგრძელდება ერთ კვირაზე მეტ ხანს.

ცხვირის გამხსენელი 6 წლამდე ბავშვებისთვის არაა რეკომენდირებული და მათი მიღება 12 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის მხოლოდ ექიმის დანიშნულებით უნდა მოხდეს. ცხვირის გამხსენელი საშუალებების მიღების შესახებ მეტი ინფორმაციისთვის გასათვალისწინებელი საკითხები.

 

ტკივილგამაყუჩებლები

პარაცეტამოლი და იბუპროფენი შეიძლება დაგეხმაროთ სიცხის დაწევაში და ასევე ტკივილის შემსუბუქებაშიც. შესაძლებელია ასპირინიც დაგეხმაროთ, მაგრამ ის ჩვეულებრივ, გაციებისთვის არ არის რეკომენდირებული და მისი მიცემა დაუშვებელია 16 წლამდე ბავშვებისთვის.

თუ ბავშვია გაციებული, მისთვის მისი ასაკის შესაფერისი პარაცეტამოლის ან იბუპროფენის (ხშირად სითხის სახით) მიცემაა შესაძლებელი. ყოველთვის ყურადღებით წაიკითხეთ წამლის მწარმოებლის ინსტრუქცია, რომლეიც მოყვება წამალს და აუცილებლად გაითვალისწინეთ რეკომენდირებული დოზები.

გაციების დროს პარაცეტამოლისა და იბუპროფენის ერთდროულად მიღება ჩვეულებრივ არ არის აუცილებელი და ეს განსაკუთრებით არ შეიძლება ბავშვებისთვის, რადგან შეიძლება იყოს საფრთხის შემცველი.

ბავშვისთვის პარაცეტამოლისა და იბუპროფენის მიღების შესახებ მეტი ინფორმაციისთვის იხ. giving your child paracetamol or ibuprofen.

გაციების სამკურნალო ზოგიერთი პრეპარატი სხვა ინგრედიენტებთან ერთად პარაცეტამოლს და იბუპროფენს შეიცავს. ტკივილგამაყუჩებლების მიღების შემთხვევაში, თუ გაციების საწინააღმდეგო პრეპარატის მიღებას გადაწყვეტთ, წინასწარ გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან ან ფარმაცევტთან, ან წაიკითხეთ წამლის შემცველობა და მისი მიღების ინსტრუქცია, რომ თავიდან აირიდოთ გადაჭარბებული დოზების მიღება.

ორსულობის დროს, მსუბუქი და საშუალო სიძლიერის ტკივილისა და სიცხის შესამსუბუქებლად ყველაზე უპირატესი წამალი პარაცეტამოლია.

ორსულობის დროს პარაცეტამოლისა და იბუპროფენის მიღების შესახებ მეტი ინფორმაციისთვის იხ.

 

სხვა სამკურნალო საშუალებები

ქვემოთ მოცემული სამკურნალო საშუალებები შეიძლება დაგეხმაროთ სიმტომების შემსუბუქებაში.

 

ყელის სავლები და მენთოლის კონფეტები

ზოგიერთი ადამიანისთვის ყელში მარილიანი წყლის გამოვლება და მენთოლიანი საწუწნი კონფეტების წუწნა ამსუბუქებს ყელის ტკივილს და გაჭედილი ცხვირის სიმპტომებს.

 

მენთოლიანი მალამოები

ჩვილებსა და პატარა ბავშვებში გაციების სიმპტომები შეიძლება შეამსუბუქოთ მენთოლიანი მალამოების გამოყენებითაც. ბავშვს მალამო უნდა შეაზილოთ გულ-მკერდსა და ზურგზე. მისი ნესტოებზე წასმა არ შეიძლება, რადგან ამან შესაძლოა ტკივილი და სუნთქვის გართულებები გამოიწვიოს.

 

ცხვირის მარილხსნარის წვეთები

ცხვირის მარილხსნარის (წყალში გახსნილი მარილის) წვეთები შეიძლება გამოიყენოთ ჩვილებისთვის და პატარა ბავშვებისთვის ცხვირის შეგუბების სიმპტომების შესამსუბუქებლად.  წვეთები მარილიან წყალს შეიცავენ, ამიტომ ისინი მარილიანი სავლების მსგავსად მოქმედებენ, თუმცა ბავშვები ცხვირის წვეთებს უკეთ იტანენ.

ცხვირის მარილხსნარის წვეთები თითქმის ყველა აფთიაქში იყიდება რეცეპტის გარეშე და ზოგჯერ მას ფიზიოლოგიურ ხსნარსაც უწოდებენ.

 

ვიტამინებისა და მინერალების დანამატები

არსებობს გარკვეული მტკიცებულებები იმის შესახებ, რომ სიმტომების გამოჩენის დღესვე, თუთიის დანამატების მიღება დააჩქარებს გამოჯანმრთელების პროცესს და შეამცირებს სიმპტომების სიმძიმეს.

თუმცა, ამჟამად მცირე მტკიცებულებებია, რომ იგივე ვთქვათ C ვიტამისნის ეფექტურობის შესახებ.

 

მკურნალობის მეთოდები, რომლებიც არ არის რეკომენდირებული

მკურნალობის შემდეგი მეთოდები, ჩვეულებრივ არ არის რეკომენდირებული, რადგან მათი ეფექტურობის შესახებ არ არის საკმარისი მტკიცებულებები და ამასთანავე მათ შეიძება გამოიწვიონ არასასიამოვნო გვერდითი ეფექტები:

  • ანტიჰისტამინები
  • ხველის სამკურნალო საშუალებები ან სიროფები
  • ანტიბიოტიკები - გაითვალისწინეთ, ანტიბიოტიკები ეფექტურია, მხოლოდ ბაქტერიების წინააღმდეგ, გაციება და გრიპი კი გამოწვეულია ვირუსებით და ვირუსებს ანტიბიოტიკები ვერ ებრძვიან
  • მკურნალობის ალტერნატიული მეთოდები, როგორიცაა ექინაცეა და ჩინური მცენარეული წამლები.

ბოლო განხილვის თარიღი: 30/04/2015 შემდეგი განხილვის თარიღი: 30/04/2017