გაციება

ჩვეულებრივ გაციება გართულებებს არ იწვევს. თუმცა, ხანდახან ინფექცია შესაძლოა გულ-მკერდზე, ყურებზე ან სინუსებზე გადავიდეს.

 

სინუსიტი

სინუსიტი ყვრიმალისა და შუბლის ქვეშ არსებული პატარა, ჰაერით ამოვსებული ღრუების ინფექციაა. ის გაციების მქონე მოზრდილებისა და დიდი ბავშვების 2%-ში ვითარდება.

სინუსიტის სიმპტომებია:

  • ცხვირის, თვალებისა და შუბლის გარშემო ტკივილი და მომატებული მგრძნობელობა
  • ცხვირის დახშობა ან სურდო
  • სიცხე (მაღალი ტემპერატურა) 38C ან მეტი.

შემთხვევათა უმრავლესობაში სინუსიტის სიმპტომები მკურნალობის გარეშე გაივლის, მაგრამ აუცილებლად მიიმართეთ ექიმს, თუ სიმპტომები არ გაუმჯობესდა ერთი კვირის შემდეგ ან თუ პირიქით გაუარესდა.

 

შუა ყურის ინფექცია (ოტიტის მედია)

შუა ყურის ინფექცია/ middle ear infection (otitis media) 5 წლამდე ბავშვების დაახლოებით 20%-ში ვითარდება.

მისი სიმპტომებია:

შუა ყურის ინფექციების უმრავლესობა მკურნალობის გარეშე, რამდენიმე დღეში გაივლის.  დამატებითი მკურნალობა მაშინაა საჭირო, თუ ბავშვს ყურის განმეორებითი ინფექცია განუვითარდა.

 

გულ-მკერდის ინფექცია

გაციების შემდეგ, იმუნური სისტემის დასუსტების გამო, შესაძლოა განვითარდეს გულ-მკერდის ინფექციები, როგორიცაა ბრონქიტი და პნევმონია.

გულ-მკერდის ინფექციის სიმპტომები მუდმივ ხველას, ფლეგმის (ლორწო/ნახველი) ამოხველებასა და სუნთქვის უკმარისობას მოიცავს.

მკერდის ინფექციების მსუბუქი ფორმები, მკურნალობის გარეშე გაივლის რამდენიმე კვირის განმავლობაში, მაგრამ აუცილებლად უნდა მიმართოთ ექიმს, თუ აღგენიშნებათ:

  • ძლიერი ხველა
  • მუდმივად მაღალი ტემპერატურა/სიცხე (ეს ჩვეულებრივ, უფრო სერიოზული ინფექციის ნიშანია)
  • დაბნეულობა ან დაკარგული გაქვთ ორიენტაციის უნარი
  • მჭრელი ტკვილი გულ-მკერდის არეში
  • სისხლიანი ფლეგმის (სქელი ლორწი) ამოხველება
  • სიმტომები 3 კვირაზე დიდხანს გრძელდება.

ამ შემთხვევებში, შესაძლებელია გქონდეთ ბაქტერიული ინფექციის ტიპი, რომელსაც ანტიბიოტიკებით მკურნალობა ესაჭიროება.

ბოლო განხილვის თარიღი: 30/04/2015 შემდეგი განხილვის თარიღი: 30/04/2017