გაციება

ბავშვები საკმაოდ ხშირად ცივდებიან, რადგან მათი იმუნური სისტემა ჯერ კიდევ ყალიბდება.

როდესაც ბავშვი ცივდება, მშობლისეთვის შეიძლება სანერვიულო იყოს, თუმცა ჩვეულებრივ, ეს არ არის რაიმე სერიოზულის ნიშანი და როგორც წესი თავისით გაივლის ორი კვირის განმავლობაში.

ქვვემოთ მოცემულია გაციების დროს ბავშვის მოვლასთან დაკავშირებული ზოგიერთი ხშირად დასმული კითხვა.

 

ბავშვის გაციება სერიოზულია?

ჩვეულებრივ გაციება სერიოზული არაა. თუმცა, ბავშვებს, სერიოზული გართულებების, უფრო გაზრდილი რისკი აქვთ, მაგალითად როგორიცაა ყურის ინფექციები.

ძალიან იშვიათად, შეიძლება განვითარდეს უფრო სერიოზული პრობლემა, როგორიცაა პნევმონია, ამიტომ, თუ ბავშვი გაცივდა მნიშვნელოვანია გვყავდეს ყურადღების ცენტრში.

სერიოზული ავადმყოფობის ნიშნების ამოცნობის შესახებ მეტი ინფორმაციისთვის იხ.

spotting signs of serious illness in your baby.

 

რა განსხვავებაა მოზრდილი ადამიანისა და ბავშვის გაციებას შორის?

ბავშვები მოზრდილებთან შედარებით უფრო ხშირად ცივდებიან. როდესაც უფროსები, ჩვეულებრივ  წელიწადში 2-4-ჯერ ცივდებიან, ბავშვები შეიძლება გაცივდნენ 8-12-ჯერ.

ბავშვებში გაციების სიმტომები, ზოგადად იგივეა რაც უფროსებში, კერძოდ, გაჭედილი ცხვირი, ან სურდო, ცემინება და სიცხე (მაღალი ტემპერატურა).

ბავშვების უმრავლესობაში გაციება თავისით, მკურნალობის გარეშე გადის, თუმცა შეიძლება დასჭირდეს ცოტა მეტი ხანი.

ზოგჯერ, შეიძლება მოგეჩვენოთ, რომ ბავშვს გაციება გაუგრძელდა ძალიან დიდი ხნით და ამ დროს, ფაქტიურად მათ ჰქონდეთ რამდენიმე შედარებით სუსტი ფორმის, განსხვსხვავებული ინფექცია.

 

როდის უნდა მიმართოთ ექიმს?

გაციების უმრავლესობა მკურნალობის გარეშე ჩაივლის. თუმცა უნდა მიმართოთ სამედიცინო დახმარებას, თუ:

  • ბავშვი 3 თვეზე ნაკლები ასაკისაა და აქვს სიცხე 38°C, ან უფრო მაღალი, ან ბავშვი არის სამიდან ექვს თვემდე და აქვს 39C, ან უფრო მაღალი ტემპერატურა
  • გაციების სიმპტომები გრძელდება სამ თვეზე მეტ ხანს
  • ბავშვი გამოკეთების ნაცვლად უფრო ცუდად ხდება
  • ბავშვს აქვს მკერდის ტკივილი, ან ახველებს სისხლიანი ამონახველით, რაც შეიძლება მკერდის ბაქტერიული ინფექციების ნიშანი იყოს, რასაც ანტიბიოტიკებით მკურნალობა ესაჭიროება
  • ბავშვს უჭირს სუნთქვა - სასწრაფოდ მიმართეთ სამედიცინო დახმარებას ან ადგილობრივ საავადმყოფოს, ან დარეკეთ 112-ზე და გამოიძახეთ სასწრაფო დახმარების ჯგუფი
  • ბავშვს აწუხებს ყურის ძლიერი ტკივილი/earache, ან გგონიათ რომ მას ყური სტკივა (ყურის ტკივილის დროს ბავშვები ყურებს იზელენ და არიან გაღიზიანებულები). ყურის ტკივილი შეიძლება გამოწვეული იყოს ყურის ინფექციით, რასაც შეიძლება ანტიბიოტიკური მკურნალობა დასჭირდეს
  • ბავშვს აწუხებს მუდმივი, ან ძლიერი ყელის ტკივილი. ეს შეიძლება გამოწვეული იყოს ბაქტერიული ტონზილიტით (ნუშისებრი ჯირკვლების ანთება), რასაც ასევე სჭირდება ანტიბიოტიკური მკურნალობა
  • ბავშვს განუვითარდა სხვა სიმპტომები, რომელზეც ნერვიულობთ.

 

რატომ არ გამოუწერს ექიმი გაციებულ ბავშვს ანტიბიოტიკებს?

ანტიბიოტიკები ბაქტერიული ინფექციების სამკურნალოდ გამოიყენება. გაციებას კი ვირუსები იწვევენ, ამიტომ ეს პრეპარატები მასზე ვერ იმოქმედებენ.

ანტიბიოტიკების ჭარბად გამოყენებამ შესაძლოა მათდამი რეზისტენტობის განვითარება გამოიწვიოს, ამ დროს ანტიბიოტიკებით მკურნალობის მიუხედავად სიმპტომები არ უმჯობესდება. ექიმი ბავშვს ანტიბიოტიკებს მხოლოდ იმ შემთხვევაში გამოუწერს, თუ მას გაციების გამო მეორადი ბაქტერიული ინფექცია განუვითარდება.

ანტიბიოტიკებისადმი რეზისტენტობის შესახებ მეტი ინფორმაციისთვის იხ. antibiotic resistance.

 

რჩევები მშობლებს

შემდეგი რჩევები თქვენს შვილს გაციების სიმპტომებთან შეგუებაში დაეხმარება:

  • მოუწოდეთ პატარას დაისვენოს და დარწმუნდით, რომ სვამს დიდი რაოდენობით სითხეებს. წყლის დალევა კარგია, მაგრამ თბილი სასმელები უფრო დამამშვიდებლად მოქმედებს
  • თუ ცხვირი დახშული აქვს, სუნთქვის გასაადვილებლად შეგიძლიათ აუმაღლოთ თავის დასადები ადგილი, მაგალითად საწოლის ფეხებს (თავის მხარეს) შეუდგათ აგურები, ან წიგნები, რომ საწოლის თავის მხარე ცოტათი ამაღლდეს, ფეხების მხარესთან შედარებით. ასევე შესაძლებელია ბალიში შედოთ მატრასის ქვეშ, ისე რომ აიწიოს თავის მხარე. მაგრამ გაითვალისწინეთ, რომ მატრასის ქვეშ არაფრის დადება არ შეიძლება ერთ წლამდე ბავშვების შემთხვევაში
  • თხევადი სახით, პარაცეტამოლის ან იბუპროფენის მიცემა შეიძლება ცხელებისა და ტკივილის შესამსუბუქებლად. მაგრამ აუცილებლად ყურადღებით წაიკითხეთ წამლის მოხმარების ინსტრუქცია და არ გადააჭარბოთ რეკომენდირებულ დოზებს. ასევე გაითვალისწინეთ, რომ 16 წლამდე ბავშვებისთვის არ შეიძლება ასპირინის მიცემა
  • დახშული ცხვირის გახსნაში ბავშვს შეიძლება თბილი, ნესტიანი გარემო დაეხმაროს - ამისთვის, შეგიძლიათ პატარა სააბაზანოში შეიყვანოთ და ცხელი წყალი გამოუშვათ ან ჰაერის დამატენიანებელი გამოიყენოთ
  • ოთახი უნდა გაანიავოთ და კომფორტულ ტემპერატურაზე გააჩეროთ, არ გადაახუროთ (ზედმეტად სიცხეში არ ამყოფოთ) ბავშვი - თუ პატარას სიცხე აქვს, ჩააცვით მხოლოდ პიჟამოები ან საცვლები. 

ბოლო განხილვის თარიღი: 30/04/2015 შემდეგი განხილვის თარიღი: 30/04/2017