გრიპი

გრიპის სიმპტომები, ჩვეულებრივ, დაინფიცირებიდან 1-3 დღის განმავლობაში ვლინდება და ადამიანთა უმეტესობა თავს უკეთ იგრძნობს ერთი კვირის განმავლობაში.

თუმცა, თავის უკეთესად გრძნობის მიუხედავად, შემდგომი რამდენიმე კვირის განმავლობაში, შეიძლება გქონდეთ გამაწვალებელი ხველა და თავს იგრძნობთ ძალიან დაღლილად და სუსტად.

 

ძირითადი სიმპტომები

გრიპს შეუძლია გამოიწვიოს ქვემოთ ჩამოთვლილი ნებისმიერი სიმპტომი:

  • მოულოდნელი სიცხე - ტემპერატურა 38°C ან მეტი.
  • მშრალი, მკერდიდან ამოსული ხველა
  • თავის ტკივილი
  • დაღლილობა და სისუსტე
  • შეციება
  • კუნთების ტკივილი
  • კიდურებისა და სახსრების ტკივილი
  • დიარეა ან მუცლის ტკივილი
  • გულისრევა, ან ღებინება
  • ყელის ტკივილი
  • სურდო ან გაჭედილი ცხვირი
  • ცემინება
  • მადის დაკარგვა
  • ძილის გაძნელება.

 

ეს გაციებაა თუ გრიპი?

ზოგჯერ ძნელია გაარჩიო სიმპტომები გაციებით არის გამოწვეული, თუ სხვა უფრო პოტენციურად სერიოზული ინფექციის, როგორიცაა გრიპი, რადგან მათი სიმპტომები ძალიან ჰგავს ერთმანეთს. ამ ვირუსების მთავარი განმასხვავებელი ნიშნებია:

გრიპის სიმპტომები:

▪   იწყება სწრაფად

▪   ძირითადად მოიცავს თავის ტკივილს, სიცხეს (მარალ ტემპერატურას) და კუნთების ტკივილს

▪   იმდენად ავად ვგრძნობთ თავს, რომ ვერ ვაგრძელებთ ჩვეულებრივ ცხოვრებისეულ აქტიურობას.

გაციების სიმპტომები:

▪   იწყება შედარებით ნელა და მწვავდება თანდათანობით

▪   ძირითადად ეფექტს ახდენს ცხვირზე და ყელზე

▪   შედარებით მსუბუქ ფორმებში მიმდინარეობს და შესაბამისად თავს ვგრძნობთ საკმარისად კარგად, რომ წავიდეთ სამსახურში და გავაგრძელოთ ჩვეულებრივიი ცხოვრებისეული აქტიურობა. 

 

როდის უნდა მიმართოთ ექიმს?

თუ ზოგადად ხართ ჯანმრთელი, გრიპის სიმპტომების გამოვლინებისას, ექიმთან მიმართვა ჩვეულებრივ არ იქნება საჭირო.

ასეთ შემთხვევაში დაგჭირდებათ მხოლოდ და მხოლოდ სახლში დარჩენა და დასვენება, ასევე თბილად ყოფნა, დიდი რაოდენობით სასმელების დალევა და საჭიროების შემთხვევაში ტკივილგამაყუჩებლების მიღება.

გრიპის სიმპტომების ქონისას, ექიმთან ვიზიტი შეიძლება საჭირო გახდეს, თუ:

  • ხართ 65 წელზე მეტი ასაკის
  • ხართ ორსულად
  • გაქვთ ხანგრძლივი ტიპის დაავადება როგორიცაა დიაბეტი, გულის, ფილტვისა და თირკმლის დაავადებები, ან ნევროლოგიური პრობლემები
  • გაქვთ შესუსტებული იმუნური სისტემა, მაგალიტად ქიმიოთერაპიული მკურნალობის შედეგად, ან აივ ინფექციიტ გამოწვეული
  • გაგივითარდათ მკერდის ტკივილი, სუნთქვის უკმარისობა, სუნთქვის გაძნელება, ან  დაგეწყოთ სისხლიანი ნახველის ამოხველება
  • სიმტომები უარესდება დროთა განმავლობაში, ან არ გრძნობთ უკეთესობას ერთი კვირის შემდეგაც. 

ასეთ შემთხვევებში, გართულებების თავიდან ასაცილებლად, ან მათ სამკურნალოდ, შეიძლება დაგჭირდეთ დამატებითი სამკურნალო საშუალებების მიღება.

ბოლო განხილვის თარიღი: 1/04/2015 შემდეგი განხილვის თარიღი: 1/04/2017