გრიპი

გრიპის გართულებები ემართება მაღალი რისკის მქონე ხალხთა ჯგუფს, როგორებიც არიან მოხუცებულები, ორსული ქალები და მათ ვისაც აქვთ ხანგრძლივი ტიპის დაავადებები, ან სუსტი იმუნიტეტი.

ზუსტდა ამის გამო არის ამ ჯგუფის წარმომადგენლებისთვის ყოველწლიური ვაქცინაციის გაკეთება, ასევე ამ ადამიანებისთვის აუცილებელია ექიმთან ვიზიტი ან მისი გამოძახება, თუ განუვითარდათ გრიპის სიმტომები.

 

მკერდის ინფექციები

გრიპის ყველაზე გავრცელებული გართულება არის მკერდის ბაქტერიული ინფექცია, როგორიცაა ბრონქიტი. ეს გართულება იშვიათად შეიძლება სერიოზულ პრობლემად გარდაიქმნას და გამოიწვიოს პნევმონია.

ანტიბიოტიკების კურსის ჩატარება ხშირად შველის გულმკერდის ინფექციას, ან პნევმონიას, მაგრამ ეს დაავადება ძალიან იშვიათ შემთხვევაში შესაძლოა იყოს სიცოცხლისთვის საშიში, განსაკუთრებით მოხუცებულებში და სუსტი ჯანმრთელობის მქონე ადამიანებში.

 

ორსულობის გართულებები

თუ გრიპი შეგხვდათ ორსულობის დროს, არსებობს მცირე რისკი, რომ ინფექციამ გამოიწვიოს ორსულობის პრობლემები.

გრიპმა შეიძლება გამოიწვიოს ნაადრევი მშობიარობა (37 კვირაზე ადრე მშობიარობა), ან შეიძლება გამოიწვიოს მცირე-წონიანი ბავშვის დაბადება.

იშვიათად, ორსულობის დროს შეყრილმა გრიპმა, შეიძლება გამოიწვიოს მუცლის მოშლა, ან მკვდრადშობადობაც.

 

იშვიათი გართულებები

გრიპის იშვიათ გართულებებში შედის:

  • ტონზილიტი - ნუშისებრი ჯირკვლების ანთება
  • შუა ყურის ანთება - შუა ყურის ინფექცია
  • სინუსიტი - სინუსების (მცირე ზომის, ჰაერით შევსებული ადგილები შუბლისა და ყვრიმალების უკან) ამომფენის ანთება
  • ციებ-ცხელების კრუნჩხვის შეტევები - შეტევა ხდება მაშინ, როდესაც ბავშვს უწევს სიცხე
  • მენინგიტი - თავისა და ზურგის ტვინის ინფექცია
  • ენცეფალიტი - ტვინის ანთება

ბოლო განხილვის თარიღი: 1/04/2015 შემდეგი განხილვის თარიღი: 1/04/2017