გრიპი

გრიპის თავიდან ასაცილებლად, არსებობს სამი ძირითადი გზა: კარგი ჰიგიენა, რაც გულისხმობს ხელების დაბანას და გაწმენდას, გრიპის ვაქცინა და ანტივირუსული წამლები.

 

კარგი ჰიგიენა

მიკრობების გავრცელების პრევენცია ყველაზე ეფექტურია მისი გავრცელებისთვის ხელის შეშლით. ამიტომ ყოველთვის:

  • რეგულარულად დაიბანეთ ხელები საპნით და თბილი წყლით
  • რეგულარულად გაწმინდეთ ისეთ ზედაპირები, როგორიცაა კომპიუტერის კლავიატურა, ტელეფონი და კარის სახელურები, რომ აირიდოთ მიკრობები
  • დაცემინების დროს, ცხვირისა და პირის დასაფარად აუცილებლად გამოიყენეთ ერთჯერადი ხელსახოცი ან ერთჯერადი ცხვირსახოცი
  • რაც შეიძლება მალე გადააგდეთ გამოყენებული ხელსახოცი, ან ცხვირსახოცი.

წაიკითხეთ მეტი ინფორმაცია სახლის ჰიგიენის შესახებ.

 

გრიპის ვაქცინა

გრიპის ყოველწლიურ ვაქცინაციას, შეუძლია გრიპის შეყრის რისკის შემცირება, მისი ყოველწლიურად გაკეთების შემთხვევაში, თუმცა ის ვერ იძლევა 100%-იან ეფექტურობას, რადგან ის ვერ მოქმედებს გრიპის ყველა შესაძლო ვირუსზე.

ვაქცინაციისჩატარებისთვის საუკეთესო დრო არის სექტემბრიდან, ადრეულ ნოემბრამდე. გრიპის ვირუსი განიცდის მუტაციას (ვცლილებას) ყოველწლიურად, ამიტომ ამ წლის გრიპის ვირუსი, მომავალი წლის ვირუსისგან განსხვავებული იქნება. ამის გამოა, ზუსტად, რომ ვაქცინაცია ყოველწლიურადაა საჭირო.

 

ანტივირუსული წამლები

გრიპის პრევენციისთვის, ანტივირუსული წამლების, რელენზას ან ტამიფლუს, მიღება რეკომენდირებულია, თუ სრულდება ქვემოთ ჩამოთვლილი ყველა პირობა:

  • გრიპის ძალიან მოდებულია თქვენს გარშემო მყოფ ადამიანებში
  • ხართ 65 წლის ან მეტის, ან ხართ ორსულად, ან გაქვთ დაავადება რომელიც გრიპის გართულებების რისკს გიზრდით, როგორიცაა დიაბეტი, გულის, ფილტვებისა და თირკმლების დაავადება, ან ნევროლოგიური დარღვევა
  • გქონდათ კონტაქტი გრიპის სიმპტომების მსგავსი ნიშნების მქონე ადამიანთან და ანტივირუსული მკურნალობის დაწყება შეგიძიათ, კონტაქტიდან 36-48 საათის განმავლობაში
  • ვაქცინაცია ვერ დაგიცავთ ეფექტურად

ვაქცინაცია ეფექტურ დაცვას ვერ გაგიწევთ, თუ თქვენ:

  • ვაქცინაცია არ გაგიკეთებიათ წინა ზამთრის შემდეგ
  • ვერ იკეთებთ ვაქცინაციას, ან უკვე გაიკეთეთ, მაგრამ ეფექტი ჯერ არ მოუხდენია (ვაქცინაციას ეფექტურობის მისაღწევად სჭირდება დაახლოებით ორი კვირა)
  • სხვა ტიპის გრიპის ვირუსზე გაქვთ ვაქცინაცია გაკეთებული. 

თუ სახეზეა გრიპის ვირუსის აფეთქება პანსიონატებში ან ჯანმრთელობის სახლში - სადაც მისი გავრცელება ძალიან სწრაფადაა შესაძლებელი, მაშინ ანტივირუსულ წამლებს შესთავაზებენ ხალხს ვისაც ჰქონდა კონტაქტი გრიპით დაავადებულ ადამიანთან.

მეტი ინფორმაციისთვის გაეცანით NICE-ს დირექტივებს გრიპის პრევენციისთვის გამოყენებადი ანტივირუსული საშუალებების შესახებ (ინგლისურ ენაზე).

ბოლო განხილვის თარიღი: 1/04/2015 შემდეგი განხილვის თარიღი: 1/04/2017