ადგილობრივი ანესთეზია

ადგილობრივი ანესთეზია მოიცავს სხეულის გარკვეული ადგილების გაყუჩებას, გარკვეული წამლების საშუალებით, რომლებსაც ადგილობრივი ანესთეტიკები ეწოდებათ.

სიტყვა „ანესთეტიკი“  ბერძნული წარმოშობისაა და მგრძნობელობის არ ქონას, ან დაკარგვას ნიშნავს.

ეს წამლები შეიძლება გამოყენებული იყოს მტკივნეული მდგომარეობების სამკურნალოდ, ქირურგიული ოპერაციის ან პროცედურის დროს ტკივილის გასაყუჩებლად, ან ქირურგიული ოპერაციის შემდგომი ტკივილის გასაყუჩებლად.

ზოგადი ანესთეტიკებისგან (ნარკოზისგან) განსხვავებით, ადგილობრივი ანესთეტიკები, პაციენტს არ აკარგვინებს ცნობიერებას, რაც ნიშნავს, რომ ეს უფრო უსაფრთხოა, არ საჭიროებს რაიმე სპეციალურ მომზადებას და უფრო მალევე გადის.

 

როგორ მოქმედებენ ადგილობრივი ანესთეტიკები?

ადგილობრივი ანესთეტიკები აჩერებენ (ბლოკავენ) ნერვებიდან ტვინში სიგნალების გადატანას. ამიტომ ამ წამლის გაკეთების შემდეგ ვერ იგრძნობთ ვერანაირ ტკივილს იმ ადგილას, თუმცა შეიძლება იგრძნოთ ზოგიერთი სახის მოძრაობა, ან ზეწოლა.

მგრძნობელობის დაკარგვას, ჩვეულებრივ რამდენიმე წუთი სჭირდება. სრული მგრძნობელობა კი აღდგება რამდენიმე საათის შემდეგ, როდესაც წამალი გაიწოვება ორგანიზმში.

 

როგორ გამოიყენება ადგილობრივი ანესთეტიკები?

ადგილობრივი ანესთეტიკებს სხეულის პატარა ნაწილის ოპერაციული ჩარევებისას ხშირად იყენებენ სტომატოლოგები, ქირურგები, ანესთეზიოლოგები და ზოგადი ექიმები.

მათი საჭიროებიდან გამომდინარე არსებობს სხვადასხვა სახეობის წამლები, მაგალითად ინექციების, კრემების, გელების, აეროზოლების ან მალამოების სახით.

 

ტკივილის გაყუჩება

მსუბუქი ტკივილის, როგორსაც იწვევს მაგალითად პირის ღრუში არსებული წყლულები და ყელის ტკივილი, ზოგჯერ შეიძლება შემსუბუქდეს ურეცეპტოდ გაცემული გელებით ან აეროზოლებით, რომლებიც შეიცავენ ადგილობრივ ანესთეტიკებს. ლოკალური ანესთეტიკების ინექციები და სტეროიდული წამლები კი შეიძლება გამოყენებული იყოს უფრო მწვავე მდგომარეობებისთვის, როგორიცაა სახსრების ხანგრძლივი ტკივილი.

 

ტკივილის გაყუჩება ქირურგიული ოპერაციისას და მის შემდგომ

ადგილობრივი ანესთეტიკები აგრეთვე ხშირად გამოიყენება მცირე ქირურგიული ჩარევების დროს, მაგალითად:

ადგილობრივი ანესთეტიკები ზოგჯერ გამოიყენება დიდი ოპერაციების დროსაც, როდესაც საჭიროა ადამიანი იყოს გონზე, მაგალითად ტვინის ზოგიერთი ტიპის ქირურგიის დროს ან ტკივილის თავიდან ასაცილებლად, ზოგადი ანესთეზიით ჩატარებული ოპერაციის შემდეგ.

 

ეპიდურული და სპინალური ანესთეტიკები  

ეპიდურული ანესთეტიკი წარმოადგენს, ანესთეზიის ტიპს, როდესაც მილის მეშვეობით მუდმივად ხდება ადგილობრივი ანესთეტიკების შეყვანა სპეციფიურ ადგილას - მხრის ქვედა ნაწილში, ეპიდურულ სივრცეში.   

სპინალური ანესთეტიკი კი კეთდება ზურგში (იმავე ადგილას სადაც ეპიდერული ანესთეტიკი), მხოლოდ ერთი ინექციის სახით.

ორივე ტიპის ანესთეზიას იყენებენ სხეულის გარკვეული ადგილის გასაყუჩებლად და ტკივილის შეგრძნების დასაკარგად. წამლები მოქმედებენ ზურგის ტვინიდან გამომავალი ნერვული ფესვების დაბლოკვით.

ეპიდურული და სპინალური ანესთეტიკები ხშირად გამოიყენება მშობიარობისას ტკივილის გასაყუჩებლად, ან საკეისრო კვეთების  დროს.

ისინი აგრეთვე შეიძლება გამოიყენონ ზოგიერთი ოპერაციის დროს ზოგადი ანესთეზიის რაოდენობის შესამცირებლად და ასევე დიდი ოპერაციების შემდეგ ტკივილის მოსახსნელად.

წაიკითხეთ მეტი ეპიდურულ ანესთეზიაზე.

 

პერიფეპიული ნერვის დასაბლოკი ანესთეტიკები  

ნერვის დაბლოკვა გულისხმობს ადგილობრივი ანესთეტიკის ინექციას ნერვთან ახლოს და ამით ტკივილის მოხსნას ოპერაციის დროს ან მის შემდეგ. მას მიმართავენ ხელის, მკლავის, ან ფეხის ოპერაციებისას, ასე, რომ  ოპერაციამ შეიძლება ჩაიაროს ზოგადი ანესთეზიის საჭიროების გარეშე.  

ნერვის სწორად მითითებისთვის ხშირად იყენებენ ულტრაბგერით სკანირებას, ამგვარად ინექცია აღარ იქნება მტკივნეული. ნერვის სრულ და ეფექტურ დაბლოკვას ესაჭიროება დაახლოებით 30 წუთი.  

როდესაც პერიფერიული ნერვის დაბლოკვა და ეპიდურული ან სპინალური ანესთეტიკების გამოყენება ხდება ზოგადი ანესთეზიის მაგივრად, მათთან ერთად ხშირად უკეთებენ დამამშვიდებელ საშუალებებსაც, რომ პაციენტი უფრო დამშვიდებული, მოდუნებული და ძილმორეული იყოს ოპერაციის მსვლელობისას.

 

რისკები და გვერდითი ეფექტები  

ადგილობრივი ანესთეტიკები, ზოგადად ძალიან უსაფრთხოა და სერიოზული პრობლებები იშვიათია. მათი გაკეთების შემდეგ, შეიძლება გქონდეთ მცირე დისკომფორტი ან ჩხვლეტის შეგრძნება და ასევე როდესაც წამალი გაწოვას დაიწყებს შეიძლება განვითარდეს მცირედი დალურჯება, სისხლდენა ან შეშუპება, ინექციის ადგილას, მაგრამ მნიშვნელოვანი გვერდითი ეფექტები არ უნდა განიცადოთ.

ადგილობრივი ანესთეტიკის მთლიანად გაწოვამდე უნდა იყოთ ფრთხილად, რომ არ დაიზიანოთ თავი, რადგან ამ დროს დაზიანებისას ტკივილს ვერ იგრძნობთ. მაგალითად კბილის დაბჟენისთვის ანესთეზიის გაკეთებისას, მის გაწოვამდე, შეიძლება ისე იკბინოთ ენაზე ან ლოყაზე, რომ ეს ვერ იგრძნოთ, მაგრამ გეტკინებათ ანესთეზიის გაწოვის შემდეგ.

ადგილობრივი ანესთეტიკების მიღების შემდეგ ზოგიერთი ადამიანი განიცდის დროებით გვერდით ეფექტებს. 

ეს გვერდითი ეფექტები მოიცავს:

  • ენის დაბუჟებას (კბილზე გაკეთებული პროცედურებისას)  
  • ძილიანობას
  • თავის ტკივილებს
  • მხედველობის დაბინდვას
  • კუნთების თრთოლას
  • დაბუჟებას, სისუსტეს ან ნემსის და ჩხვლეტის შეგრძნებას. 

ეს პრობლემები ჩვეულებრივ თავისით გაივლის, მაგრამ ამის შესახებ აუცილებლად უნდა უთხრათ თქვენზე მზრუნველ მორიგე სამედიცინო პროფესიონალს. იშვიათ შემთხვევებში ამ გვერდითმა ეფექტებმა შეიძლება გამოიწვიოს სერიოზული გართულებები, როგორიცაა მაგალითად კრუნჩხვები, ან გულის გაჩერება (როდესაც გული შეწყვეტს სისხლის ტუმბვას ორგანიზმში).

ბოლო განხილვის თარიღი: 18/08/2015 შემდეგი განხილვის თარიღი: 18/08/2017