ცხვირის გამხსნელი საშუალებები

ცხვირის გამხსნელები  არის წამლის სახეობა, რომელიც ცხვირის გაჭედვას ხსნის მცირე ხნით.

ისინი შეგიძლიათ მიიღოთ ცხვირში გაჭედვის სიმპტომების შესამსუბუქებლად:

ამ საშუალებების უმრავლესობა ურეცეპტოდ იყიდება აფთიაქებში. ისინი არსებობს აბების, ან ცხვირის სპრეის ან წვეთების სახით.

 

როგორ მოქმედებს ცხვირის გამხსნელი

ცხვირი შიგნიდან დაფარულია მრავალი თხელი სისხლძარღვებით. როდესაც ამ სისხლძარღვებს რაღაც გააღიზიანებს, მაგალითად ინფექცია ან ალერგია, უფრო მეტი სისხლი მოდის მისკენ, რადგან ორგანიზმის დამცავი იმუნური სისტემა რეაგირებას ახდენს გამღიზიანებელზე.

დამატებითი სისხლი გამოიწვევს სისხლძარღვების შესიებას და აქედან გამომდინარე გადაკეტავს ცხვირის სასუნთქ გზას, რაც ძნელს გახდის ცხვირიდან სუნთქვას. ცხვირის გამხსნელი საშუალებები ამცირებს ცხვირში სიხლძარღვების შესიებას, ეს ხსნის ცხვირის სასუნთქ გზებს და აადვილებს სუნთქვას. თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ ის გაადვილებს სუნთქვას, ის ვერ კურნავს ცხვირში გაჭედვის მიზეზს, მაგალითად გაციებას ან ალერგიას.

 

რამდენიმე რამ რაც უნდა გაითვალისწინოთ ცხვირის გამზსნელის გამოყენებამდე

ეს საშუალებები არ არის რეკომედირებული თორმეტ წლამდე ასაკის ბავშვებში, მეძუძურ ქალებში და ადამიანებში რომლებსაც აქვთ ჯანმრთელობასთან დაკავშრებული გარკვეული პრობლემები, მაგალითად ჰიპერტენზია (სისხლის მაღალი წნევა).

ასევე არ არის რეკომენდირებული მათი გამოყენება შვიდ დღეზე დიდხანს, რადგან წამლის მოხსნის შემდეგ შესაძლოა უფრო გაიჭედოთ ცხვირში.

თუ ამ დროის განმავლობაში სიმპტომები არ გაუმჯობესდა მიმართეთ ექიმს.

 

გვერდითი ეფექტები

თუ ცხვირის გამხსნელი გამოიწვევს გვერდით მოვლენებს, ისინი როგორც წესი შედარებით მსუბუქია.ისეთები როგორიცაა:

ძალიან იშვიათად ამ საშუალებებმა შეიძლება გამოიწვიოს, უფრო სერიოზული გვერდითი მოვლენები, როგორიცაა ჰალუცინაციები და ძლიერი ალერგიული რეაქცია, მაგრამ როგორც აღვნიშნეთ, ეს ძალიან იშვიათია.

 

წამალთშორისი ურთიერთქმედება

დღესდღეობით, ცხვირის გამხსნელი საშუალებები ხშირად იყიდება გაციების, გრიპის, ან თივის ცხელების წამლებთან კომბინირებული, მაგალითად კომბინირებული ტკივილგამაყუჩებლებთან, როგორიცაა იბუპროფენი და  პარაცეტამოლი ან ანტიჰისტამინებთან ერთად (გამოიყენება ალერგიების სამკურნალოდ).

ამის გამო, აუცილებელია წამლის შემცველობის და მიღების ინსტრუქციების ყურადღებით წაკითხვა, წამლის მიღებამდე, რადგან შეიძლება საშიში იყოს ასეთი წამლის დალევა და შემდეგ დამატებით იბუპროფენის, პარაცეტამოლის ან ანტიჰისტამინური წამლების დალევაც.

არ შეიძლება ცხვირის გამხსნელი საშუალებების მიღება ისეთი ტიპის ანტიდეპრესანტებთან ერთად, რომლებსაც მონოამინ ოქსიდაზას ინჰიბიტორებს (monoamine oxidase inhibitor) უწოდებენ, რადგან ამან შეიძლება ძალიან გაზარდოს წნევა.

ბოლო განხილვის თარიღი: 16/05/2014 შემდეგი განხილვის თარიღი: 16/05/2016