ცხვირის გამხსნელი საშუალებები

ვინ შეიძლება გამოიყენოს ცხვირის გამხსნელი საშუალებები?

მცირე გამონაკლისის გარდა, ცხვირის გამხსნელების გამოყენება შეუძლია ადამიანების უმრავლესობას. 

წამლების მიღებამდე აუცილებლად გაეცანით წამლის მოხმარების ინსტრუქციას.

 

ჩვილები და ბავშვები

ცხვირის გამხსნელი არ შეიძლება ექვს წლამდე ბავშვებისთვის და არაა რეკომედირებული თორმეტ წლამდე ასაკის ბავშვებში.

თუ თქვენი ბავშვი ცხვირშია გაჭედილი, ასუნთქეთ ევკალიპტთან ან როზმარინთან დამატებული ორთქლი. ამან შესაძებელია ეს სიმპტომი მოუხსნას (ბავშვს ეს თქვენი ზედამხედველობის ქვეშ გააკეთებინეთ, რათა თავიდან აიცილოთ დამწვრობა).

ჩვილ ბავშვებს ჭამამდე შეგიძლიათ ცხვირში ჩააწვეთოთ რამდენიმე წვეთი მარილწყალი, ეს გაუხსნის ცხვირს. მარილწყალი იყიდება აფთიაქებში ფიზიოლოგიური ხსნარის სახელწოდებით.

 

ორსულობა და ძუძუთი კვების პერიოდი.

არაა ცნობილი ბოლომდე უსაფრთხოა თუ არა ცხვირის გამხსნელების გამოყენება ორსულობისას, განსაკუთრებით პირველ ტრიმესტრში. აქედან გამომდინარე მათი გამოყენება არაა რეკომენდირებული, სანამ ექიმი არ გირჩევთ.

ზოგიერთი გამხსნელი, როგორიცაა ოქსიმეთაზოლინი (oxymetazoline), უსაფრთხოა ძუძუთი კვების დროს, მაგრამ სხვები, როგორიცაა ფენილეპრინი (phenylphrine), არაა რეკომენდირებული.

წამლის მიღებამდე აუცილებელია მისი მიღების ინსტრუქციის ყურადღებით წაკითხვა.

 

როდის უნდა მოერიდოთ ცხვირის გამხსნელების გამოყენებას

ცხვირის გამხსნელი საშუალებების მიღება შეიძლება არ იყოს უსაფრთხო, თუ გაქვთ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული ზოგიერთი პრობლემა. გაესაუბრეთ ექიმს მათ გამოყენებამდე, იმ შემთხვევაში თუ გაქვთ:

  • დიაბეტი
  • მაღალი წნევა (ჰიპერტენზია)
  • თიროიდული ჰორმონის ჭარბი პროდუქცია (ჰიპერთიროიდიზმი)
  • გადიდებული პროსტატის ჯირკვალი
  • ღვიძლის დაზიანება, როგორიცაა ციროზი (cirrhosis)
  • თირკმლის დაზიანება
  • გულის დაავადებები
  • გლაუკომა (თვალის შიგნით სითხის დაგროვება)
  • თუ იღებთ მონოამინ ოქსიდაზის ინჰიბიტორებს (ანტიდეპრესანტი წამლების ტიპი) 

დამატებით, თუ იღებთ ნებისმიერი სხვა ტიპის წამლებს, აუცილებლად უთხარით ეს ექიმს ან ფარმაცევტს, თავიდან აიცილოთ წამალთაშორისი ურთიერთქმედების რისკები.

ბოლო განხილვის თარიღი: 16/05/2014 შემდეგი განხილვის თარიღი: 16/05/2016