აუხსნელი მიზეზით წონის დაკლება

მოულოდნელი, შესამჩნევი წონის კლება შეიძლება სტრესული მოვლენის შედეგი იყოს, თუმცა ის შესაძლებელია სერიოზულ დაავადებაზეც მიგვანიშნებდეს.

წონის თვალსაჩინო კლება ნორმალურია სამუშაო ადგილის შეცვლის, განქორწინების, ზედმეტობის განცდისა და დიდი დანაკარგის სტრესის შემდეგ. წონა ხშირად უბრუნდება ნორმალურ მაჩვენებელს, როდესაც თავს ისევ ბედნიერად გრძნობთ და საკმარისი დრო გავა გლოვის შემდეგ ან ცვლილებებთან შეგუებისთვის. შეიძლება საჭირო გახდეს კონსულტაცია და მხარდაჭერა ამ ეტაპის გადალახვაში დასახმარებლად.

წონის საგრძნობი დაქვეითება ასევე შეიძლება ისეთი კვებითი დარღვევის (eating disorder) შედეგი იყოს, როგორიცაა ანორექსია (anorexia) ან ბულიმია (bulimia). თუ ეჭვობთ, რომ კვებითი დარღვევა გაქვთ, გაესაუბრეთ ისეთ ადამიანს, რომელსაც ენდობით და სერიოზულად დაფიქრდით ოჯახის ექიმთან დალაპარაკებაზე.

თუ წონის კლება არ არის ზემოთხსენებული მიზეზების შედეგი და თქვენ ასევე არ დაგიკარგავთ წონა დიეტისა და ვარჯიშის გამო, მიმართეთ ოჯახის ექიმს, რადგან შეიძლება გქონდეთ დაავადება, რომელიც მკურნალობას საჭიროებს.

ქვემოთ მოცემული ინფორმაცია შეგიქმნით უკეთეს წარმოდგენას წონის კლების მიზეზების შესახებ, თუმცა არ არის მიზანშეწონილი თვითდიაგნოსტიკა. დიაგნოზის დასასმელად ყოველთვის მიმართეთ ოჯახის ექიმს.

 

წონის მოულოდნელი კლების სხვა მიზეზები

წონის არამიზანმიმართულ კლებას ყოველთვის თვალსაჩინო მიზეზი არ აქვს, მაგრამ, ზემოთნახსენები ფაქტების გარდა, მისი მიზეზი ხშირად ხდება:

 

წონის მოულოდნელი კლების შედარებით იშვიათი გამომწვევი მიზეზები

უფრო იშვიათად წონის მოულოდნელ კლებას იწვევს:

მეტი ინფორმაციითვის გამომწვევ მიზეზებსა და მათი მართვის შესახებ რჩევების სანახავად, მიყევით ზემოთ მოცემულ ბმულებს.

 

რამდენი კილოგრამის დაკლებაა ნორმა?

ადამიანი წონა მუდმივად იცვლება და ეს ნორმალურია, თუმცა გაურკვეველი მიზეზებით, საერთო წონის 5%-ზე მეტის დაკლება, 6-დან 12 თვის განმავლობაში, ჩვეულებრივ გამაფრთხილებელ ნიშნად ითვლება. წონის კლებას განსაკუთრებით მაშინ უნდა მიაქციოთ ყურადღება, თუ მას თან ახლავს სიმპტომები, როგორიცაა გადაღლილობა, მადის დაკარგვა და ტუალეტის ჩვევების ცვლილება.

ბოლო განხილვის თარიღი: 1/04/2014 შემდეგი განხილვის თარიღი: 1/04/2016