ანტიკოაგულანტები - ვარფარინი

ვარფარინი გაერთანებულ სამეფოში ყველაზე მეტად გამოყენებადი ორალური (დასალევი) ანტიკოაგულანტია. ანტიკოაგულანტი არის მედიკამენტი, რომელიც ხელს უშლის სისხლის შედედება.

ანტიკოაგულანტები (Anticoagulant medicines), ძირითადად, ენიშნებათ პაციენტებს, რომლებმაც გადაიტანეს სისხლის პათოლოგიური შედედებით (თრომბოზით thrombosis) გამოწვეული დაავადებები ან იმყოფებიან ამ მდგომარეობის განვითარების რისკის ქვეშ. ასეთი მდგომარეობებია:

  • ღრმა ვენების თრომბოზი (deep vein thrombosis) (სისხლის კოლტები ფეხის ვენებში)
  • ფილტვის ემბოლია (pulmonary embolism) (სისხლის შედედება ფილტვებში)

ვარფარინი ასევე შეიძლება დაინიშნოს იმ ადამიანებში ვისაც აწუხებთ:

  • მდგომარეობები, რომლებიც ზრიდ სისხლის შედედების რისკებს, როგორიცაა წინაგულოვანი ფიბრილაცია (atrial fibrillation) (გულის პათოლოგიური მდგომარეობა, რომელიც იწვევს არითმიას)
  • ხელოვნური გულისსარქვლის მქონე პაციენტებს
  • გულის შეტევის მქონე პაციენტებს.

ვარფარინის მიღების ხანგრძლივობა დამოკიდებულია პაციენტის მდგომარეობაზე. რაიმე შეკითხვის ან ეჭვის არსებობისას, მიმართეთ ოჯახის ექიმს.

 

ვარფარინის მიღება

ვარფარინი ინიშნება ერთხელ დღეში, როგორც წესი, საღამოს დასალევად. მნიშვნელოვანია მისი ყოველდღე ერთსა და იმავე დროს მიღება.

 

როგორ მოქმედებს ვარფარინი?

სისხლს შესადედებლად სჭირდება ვიტამინი K. ვარფარინი ამცირებს K ვიტამინის წამორქმნას სხეულში, შესაბამისად, იზრდება სისხლის შედედების დრო.

ვარფარინი ხელს უწყობს სისხლის მიმოქცევას და ეწინააღმდეგება თრომბის წარმოქმნას გულსა და სისხლძარღვებში.

 

რა უნდა გავითვალისწინოთ ვარფარინის მიღებამდე?

ვარფარინის მიღებისას, ექიმი კვირაში ერთხელ ან ორჯერ უნდა აწარმოებდეს დოზის მონიტორინგს, საერთაშორისო ნორმალიზებული შეფარდების  მიხედვით (INR – International normalization ratio), რაც ზომავსსისხლის შედედების დროს. სიტუაციის მიხედვით შეიძლება უფრო ნაკლები ინტენსივობითაც განხორციელდეს მონიტორინგი.

მოერიდეთ ვარფარინის დალევას ორსულობისას ან თუ, გაქვთ:

  • ძლიერი ჰიპერტენზია (hypertension) (სისხლის მაღალი წნევა)
  • კუჭის წყლული (peptic ulcer) (საჭმლის მომნელებელი სისტემის წყლული)

 

ურთიერთქმედებები სხვა მედიკამენტებთან

ვარფარინი ურთიერთქმედებს სხვა მედიკამენტებთან. ნებისმიერი მედიკამენტის ანოტაციაში მითითებულია მისი ვარფარინთან ერთად მიღების უსაფრთხოების შესახებ. რაიმე ეჭვის შემთხვევაში მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს. ვარფარინით მკურნალობისას საშიშია ალკოჰოლური სასმლის დიდი რაოდენობით მიღება (ე.წ. ლოთური სმა - binge drink), რადგან იზრდება სისხლდენის რისკი.

 

გვერდითი ეფექტები

ვარფარინს ახასიათებსსხვადასხვა გვერდითი ეფექტი. რაიმე უჩვეულო და პერსისტიული სიმპტომის არსებობისას მიმართეთ ოჯახის ექიმს.

ანტიკოაგულანტის მიღებისას ძალზე მნიშვნელოვანია ყველანაირი ტრავმის თავიდან აცილება. შედედების დროის გახანგრძლივების გამო სისხლდენა უფრო სახიფათოა. მოერიდეთ წვრილმან დაზიანებებს, კანის გაჭრასა და გაკაწვრას (cuts and grazes):

  • კბილების გამოწმენდისა და პარსვის დროს
  • მებაღეობისას, კერვისა და კონტაქტური სპორტის დროს
  • გამოიყენეთ დამცავი საშუალებები მწერების ნაკბენებისგან insect bites stings.

ბოლო განხილვის თარიღი: 17/06/2014 შემდეგი განხილვის თარიღი: 17/06/2016