ანტიბიოტიკები

ანტიბიოტიკები წარმოადგენენ წამლების ტიპს, რომლებიც გამოიყენება ბაქტერიული ინფექციების სამკურნალო და ზოგ შემთხვევაში მათი პრევენციისთვის.

ანტიბიოტიკები მოქმედებენ ორიდან ერთი გზით:

  • ან ხოცავენ ბაქტერიას მათი გადარჩენისთვის საჭირო ისეთი პროცესების შეფერხებით, როგორიცაა მაგალითადგლუკოზის გარდაქმნა ენერგიის წყაროდ
  • ან ხელს უშლიან ბაქტერიებს გამრავლებასა და გავრცელებაში.

ანტიბიოტიკები არ არის ეფექტური ვირუსული ინფექციების წინააღმდეგ, როგორებიცაა გაციებაგრიპიხველების უმეტესი შემთხვევები და ყელის ტკივილი.

ბაქტერიული ინფექციების მრავალი სახეობაც შესაძლებელია განიკურნოს ადამიანის იმუნური სისტემის მიერ, ამიტომ ანტიბიოტიკების რუტინული დანიშვნა არ შეიძლება.

ანტიბიოტიკური რეზისტენტობის განვითარების თავიდან ასაცილებლად ძალიან მნიშვნელოვანია ანტიბიოტიკების სწორად გამოწერა და ინსტრუქციის მიხედვით მიღება. ანტიბიოტიკური რეზისტენტობა ნიშნავს, რომ ბაქტერია იძენს იმუნიტეტს ერთი ან რამდენიმე სახეობის ანტიბიოტიკების მიმართ და შესაბამისად ანტიბიოტკკები ვეღარ ახერხებენ მათ დახოცვას.

 

როდის გამოიყენება ანტიბიოტიკები?

ანტიბიოტიკების გამოყენება შესაძლებელია ბაქტერიული ინფექციების სამკურნალოდ ისეთ შემთხვევებში, რომლებიც:

  • სავარაუდოდ ვერ განიკურნებიან ანტიბიოტიკების მიღების გარეშე
  • როდესაც მკურნალობის გარეშე დაავადება შეიძლება გადაედოს სხვას
  • როდესაც მკურნალობის გარეშე დაავადების თავისით განკურნებას ძალიან დიდი დრო დასჭირდება
  • როდესაც არსებობს უფრო სერიოზული გართულებების განვითარების რისკი.

ანტიბიოტიკების მიცემა ასევე შესაძლებელია ისეთი ადამიანებისთვის, რომლებსაც აქვს ინფექციის განვითარების მაღალი რისკი, რომ მოხდეს დაინფიცირების თავიდან აცილება. ეს ცნობილია, როგორც ანტიბიოტიკური პროფილაქსია.

 

როგორ უნდა მივიღოთ ანტიბიოტიკები?

ანტიბიოტიკების მიღება შესაძლებელია მხოლოდ და მხოლოდ ექიმის ან ფარმაცევტის დანიშნულების მიხედვით, ან ყურადღებით გაეცანით წამლის მიღების ინსტრუქციას, რომელიც თან ახლავს წამლის შეფუთვას.

არსებობს ანტიბიოტიკების მიღების რამდენიმე გზა:

  • პერორალური ანტიბიოტიკები: აბების, კაფსულის ან სითხის სახით შეგიძლიათ მიიღოთ მსუბუქიდან საშუალო სიმძიმის ინფექციების სამკურნალოდ
  • ზედაპირული ანტიბიოტიკები: მალამოების, ლოსიონის, შესასხურებელი სპრეის ან წვეთების სახით ხშირად გამოიყენება კანის ინფექციების დროს
  • ანტიბიოტიკების ინექციები: ინექციის ან წვეთოვანის სახით წამალი პირდაპირ ხვდება სისხლში ან კუნთში, ანტიბიოტიკების ამ ფორმას ძირითადად სერიოზული ინფექციების დროს იყენებენ. 

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გამოწერილი ანტიბიოტიკების კურსი ბოლომდე გაიაროთ, იმ შემთხვევაშიც კი თუ თავს უკეთ გრძნობთ (თუკი თქვენი ექიმი არ თვლის საჭიროდ კურსის დასრულებას). მკურნალობის კურსის შეწყვეტისას ბაქტერია შესაძლოა რეზისტენტული გახდეს ანტიბიოტიკებისადმი.

 

ანტიბიოტიკების გამოტოვებული დოზა

თუ ანტიბიოტიკების მიღება დაგავიწყდათ, მიიღეთ შემდეგი დოზა, როგორც კი გაგახსენდებათ, ამის შემდეგ კი დაუბრუნდით მათი მიღების რეგულარულ, ნორმალურ რეჟიმს.

თუმცა, თუ გაგახსენდათ იმ დროს, როდესაც უკვე ახალი დოზის მიღების დროა მოახლოებული, მაშინ უბრალოდ გამოტოვეთ ეს დავიწყებული დოზა და გააგრძელეთ ჩვეულებრივ თქვენი გეგმის მიხედვით. არ მიიღოთ ორმაგი დოზა გამოტოვებულის ასანაზღაურებლად!!!

თუ წამლის ორ დოზას დროის ახლო შუალედებში მიიღებთ, ეს გაზრდის გვერდითი ეფექტების რისკს.

 

ჭარბი დოზით მიღებისას

ანტიბიოტიკის ერთი დოზით ზედმეტის მიღება არ ავნებს თქვენს ჯანმრთელობას, თუმცა ეს გაზრდის გვერდითი ეფექტების რისკს, როგორებიცაა კუჭის არეში ტკივილი, ფაღარათი ან გულისრევის შეგრძნება.

თუ შემთხვევით ერთზე მეტი დოზით (ორი ან სამჯერ ან უფრო მეტჯერ მეტი ვიდრე უნდა მიგეღოთ) ზედმეტი ანტიბიოტიკი მიიღეთ, ან განგივითარდათ ამ ჯგუფის პრეპარატებისთვის დამახასიათებელი გვერდითი მოვლენები, რაც შეიძლება სწრაფად აცნობეთ თქვენს ექიმს ან დარეკეთ 112-ზე და მიიღეთ კონსულტაცია.

 

ანტიბიოტიკების გვერდითი ეფექტები

როგორც ნებისმიერი წამალი, ანტიბიოტიკებმაც შეიძლება გამოიწვიონ გვერდითი ეფექტები. ანტიბიოტიკების სწორად მიღების შემთხვევაში, მათი უმრავლესობაარ იწვევს გვერდით ეფექტებს, სერიოზული გვერდითი მოვლენები კი იშვიათია. ყველაზე ხშირი უარყოფითი სიმპტომებია:

  • გულისრევის შეგრძნება
  • გულისრევა
  • შებერილობა და საკვების მოუნელებლობა
  • ფაღარათი.
ზოგიერთ ადამიანს აღენიშნება ანტიბიოტიკების, განსაკუთრებით კი პენიცილინისა და ცეფალოსპორინების მიმართ ალერგიული რეაქცია. ძალიან იშვიათად ამან შეიძლება სერიოზულ ალერგიურ რეაქციამდე (ანაფილაქსია), მიგვიყვანოს, რაც გადაუდებელ სამედიცინო დახმარებას საჭიროებს.

 

 

ანტიბიოტიკების ტიპები

დღესდღეობით ასეულობით სხვადასხვა ანტიბიოტიკური საშუალება გვხვდება, რომელთა კლასიფიკაცია 6 ძირითად ჯგუფად ხდება. ეს ჯგუფებია:

  • პენიცილინი (Penicillin) ფართოდ გამოიყენება სხვადასხვა ინფექციების, მათ შორის კანის, გულ-მკერდის და შარდ-სასქესო სისტემის ინფექციებისას
  • ცეფალოსპორინები (Cephalosporins) ძირითადად ფართო სპექტრის ინფექციების სამკურნალოდ გამოიყენება, თუმცა ამ ჯგუფის პრეპარატებით შესაძლოა უფრო სერიოზულ ინფექციებსაც ვუმკურნალოთ (მაგ. სეპტიცემია და მენინგიტი).
  • ამინოგლიკოზიდები (Aminoglycosides) სერიოზული გვერდითი მოვლენების გამო გამოიყენება მხოლოდ ძალიან სერიოზული ავადმყოფობების (მაგ. მენინგიტი) სამკურნალოდ. ამინოგლიკოზიდების გვერდითი ეფექტებია სმენის დაკარგვა და თირკმლის დაზიანება. საჭმლის მომნელებელ სისტემაში მოხვედრილი წამლის ნაწილი ძალიან სწრაფად იშლება, ამიტომ მათ ინექციის ან ყურის ან თვალის წვეთების სახით იყენებენ.
  • ტეტრაციკლინები (Tetracyclines) ფართო სპექტრის ინფექციების სამკურნალოდ გამოიყენება. ძირითადად ამ ჯგუფის პრეპარატებით საშუალო-მძიმე აკნეს და როსაცეას (rosacea) მკურნალობენ (ეს უკანასკნელი კანის გაწითლებას და დალაქავებას იწვევს
  • მაკროლიდები (Macrolides) განსაკუთრებით სასარგებლოა ფილტვებისადა გულ-მკერდის ინფექციებისას. მაკროლიდებს ალტერნატიულ საშუალებად იყენებენ პენიცილინზე ალერგიის მქონე პაციენტებში, ან პენიცილინზე რეზისტენტული ბაქტერიის შტამის დროს
  • ფლოროქვინოლონები(Fluoroquinolones) უახლესი ფართო სპექტრის ანტიბიოტიკური საშუალებაა, რომელიც შეგვიძიაგამოვიყენოთ სხვადასხვა ინფექციების სამკურნალოდ.

 

გასათვალისწინებელი ფაქტორები და ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან

ზოგიერთი ანტიბიოტიკის მიღება არ არის მიზანშეწონილი ორსულობის და ძუძუთი კვების დროს, ისევე როგორც გარკვეული სამედიცინო პათოლოგიებისას. ყოველთვის ის ანტიბიოტიკი უნდა მიიღოთ, რაც ექიმმა გამოგიწერათ, არასდროს „ითხოვოთ“ ამ ჯგუფის პრეპარატები ოჯახის წევრის ან მეგობრისგან და არასოდეს დალიოთ ისინი ექიმის რეკომენდაციის გარეშე.

ზოგიერთი ანტიბიოტიკი სხვა სამკურნალო საშუალებებთან ურთიერთქმედებისას (მაგ. პერორალური ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალება და ალკოჰოლი) იწვევს არაპროგნოზირებად რეაქციებს. ამიტომ აუცილებელია ყურადღებით გაეცნოთ პრეპარატის შეფუთვაზე თანდართულ წამლის მიღების ინსტრუქციას.

 

ანტიბიოტიკებისადმი განვითარებული რეზისტენტობა

დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის ეროვნული სამსახური (NHS) და ჯანდაცვის ორგანიზაციები მთელი მსოფლიოს მასშტაბით ცდილობენ ანტიბიოტიკების მიმართ განვითარებული რეზისტენტობის შემცირებას, ანტიბიოტიკების გამოყენების შემცირების ხარჯზე, განსაკუთრებით შედარებით მსუბუქი პათოლოგიების დროს. ანტიბიოტიკებისადმი რეზისტენტობა ვითარდება, როდესაც ბაქტერიის შტამი არ ექვედებარება ერთი ან რამდენიმე ტიპის ანტიბიოტიკით მკურნალობას. ეს გამოწვეულია რამდენიმე ფაქტორით:

ბაქტერიის შტამებს შეუძლიათ განიცადონ მუტაცია (ცვლილება) და დროთა განმავლობაში გახდნენ რეზისტენტული სპეციფიკური ანტიბიოტიკის მიმართ. ამის შანსი განსაკუთრებით იზრდება იმ შემთხვევაში, როდესაც პაციენტი ანტიბიოტიკოთერაპიის კურსს ბოლომდე არ გაივლის, რადგან ამ დროს ბაქტერიების ნაწილი ივითარებს პრეპარატის მიმართ რეზისტენტობას (გამძლეობას).

ანტიბიოტიკები ასევე ანადგურებენ ჩვენს ორგანიზმში მცხოვრებ სასარგებლო ბაქტერიების შტამებს, ამიტომ რეზისტენტული ბაქტერიები სწრაფად მრავლდებიან და ჩაანაცვლებენ მათ.

ბოლო წლების განმავლობაში ანტიბიოტიკების ჭარბად მოხმარება გახდა მათ მიმართ რეზისტენტობის განვითარების ძირითადი მიზეზი. ამ ჯგუფის პრეპარატებს იყენებდნენ ისეთი უმნიშვნელო პათოლოგიების დროს, რომელთა მკურნალობა არ იყო აუცილებელი.   ამან გამოიწვია ე.წ. სუპერბაქტერიების (’superbugs') აღმოცენება. ესენი არიან ბაქტერიის შტამები, რომელთაც მრავალი ტიპის ანტიბიოტიკების მიმართ განივითარეს რეზისტენტობა (გამძლეობა), მათ შორისაა:

  • მეთიცილინის მიმართ რეზისტენტული სტაფილოკოკუს აურეუსი (meticillin-resistant Staphylococcus aureus (MRSA)
  • კლოსტრიდიუმდიფიცილე (Clostridium difficile - C. diff)
  • ბაქტერია, რომელიც იწვევს მრავალი წამლის მიმართ რეზისტენტულ ტუბერკულოზს (multi-drug-resistant tuberculosis (MDR-TB)

ასეთი ინფექციების მკურნალობა ძალიან სერიოზული გამოწვევაა,  რადგან დღესდღეობით მსოფლიოს მასშტაბით სწორედ ასეთი ინფექციები იწვევენ პაციენტების რიცხობრივ ზრდას და ხშირად სასიკვდილო შედეგს. მაგალითად, მსოფლიოს ჯანდაცვის ორგანიზაციამ (World Health Organization - WHO) დაადგინა, რომ ყოველწლირად მრავალი წამლის მიმართ რეზისტენტული ტუბერკულოზით, დაახლოებით 170 000 ადამიანი იღუპება.

ყველაზე დიდი საფიქრალი კი ის არის, რომ შესაძლოა აღმოცენდეს ახალი შტამების მქონე ისეთი ბაქტერია, რომლის მკურნალობა შეუძლებელი იქნება ჩვენს ხელთ არსებული ნებისმიერი ანტიბიოტიკით.

ერთ-ერთი ასეთი ჯგუფის ბაქტერიას წარმოადგენს Carbapenemase-producing Enterobacteriacease, რომელიც წარმოდგენილია რამდენიმე სახეობით და გავრცელებულია მსოფლიოს სხვადასხვა ნაწილებში, მათ შორის ევროპაშიც და თანდათანობით ჩნდება დიდ ბრიტანეთშიც. 

ბოლო განხილვის თარიღი: 9/06/2016 შემდეგი განხილვის თარიღი: 9/06/2018