ტკივილგამაყუჩებლები, იბუპროფენი

იბუპროფენი არის ტკივილგამაყუჩებელი, რომელიც იყიდება რეცეპტის გარეშე.

ის წარმოადგენს იმ ტკივილგამაყუჩებლების ჯგუფს, რომელსაც ანთების საწინააღმდეგო არა-სტეროიდული წამლები ეწოდებათ და შეიძლება გამოყენებული იყოს:

  • მსუბუქი და საშუალო ტკივილის შესამსუბუქებლად - როგორიცაა კბილის ტკივილი, შაკიკი და ტკივილი მენსტრუაციის დროს
  • ტკივილის და ანთების შესამცირებლად (სიწითლე და შეშუპება), რომელიც გამოწვეულია რევმატოიდული დაავადებებით (მდგომარეობა, რომელიც აზიანებს სახსარს) და ძვალ-კუნთოვანი დარღვევებით (მდგომარეობა, რომელიც აზიანებს ძვლებსა და კუნთებს). ასეთებია რევმატოიდული ართრიტი (rheumatoid arthritis) და ოსტეოართრიტი (osteoarthritis)
  • გააკონტროლოს ცხელება (მაღალი ტემპერატურა) - მაგალითად გრიპის დროს
  • შეამსუბუქოს გაწელვითა და შემოგრეხით (sprains and strains) გამოწვეული ტკივილი და შეშუპება, როგორც ეს ხდება სპორტული ტრავმების დროს (sports injuries).

 

იბუპროფენის სახეობები

იბუპროფენს უშვებს მრავალი სხვადასხვა ფარმაცევტული მწარმოებელი და იყიდება განსხვავებული ბრენდული სახელებით. ის გამოდის როგორც აბების ან კაფსულის, ასევე გელის, სპრეის და სითხის სახით.

ზოგ პროდუქტში იბუპროფენის კომბინირება ხდება სხვა ინგრედიენტებთან. მაგალითად, ის ზოგჯერ გამოიყენება ცხვირის გამხსნელებთან (მედიკამენტების ტიპი, რომლებიც დახშული ცხვილის ხანმოკლე განთავისუფლებას უწყობენ ხელს) ერთად და იყიდება, როგორც გაციების და გრიპის საწინააღმდეგო საშუალება, მაგალითად სუდაფედი (Sudafed).

 

როგორ მუშაობს

იბუპროფენი მუშაობს, როგორც ტკივილგამაყუჩებელი, სხეულში ქიმიკატებზე, პროსტაგლანდინებზე, მოქმედებით.

პროსტაგლანდინები ნივთიერებებია, რომლებიც გამოიყოფა ავადმყოფობის ან დაზიანების საპასუხოდ. ისინი იწვევენ ტკივილსა და ანთებას (შეშუპებას). ტვინში გამოყოფილ პროსტაგლანდინებს შეუძლიათ მაღალი ტემპერატურის (სიცხის) გამოწვევა.

იბუპროფენის ტკივილგამაყუჩებელი ეფექტი იწყება დოზის მიღებისთანავე, ანთების საწინააღმდეგო ეფექტი შედარებით სუსტია და მის დაწყებას მეტი დრო უნდა. ზოგჯერ საუკეთესო ეფექტის მიღებას სამი კვირა შეიძლება დასჭირდეს და იბუპროფენის გამოყენება არ შეიძლება ანთების გამომწვევი მდგომარეობების სამკურნალოდ.

იბუპროფენმა შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები, მათ შორის გულისრევა და ღებინება.

 

იბუპროფენის გამოყენება

იბუპროფენის მოხმარებისგან თავი უნდა შეიკავონ გარკვეული ჯანმრთელობის მდგომარეობის, მათ შორის კუჭის წყლულის მქონე ადამიანებმა, ან არა-სტეროიდულ ანთების საწინააღმდეგო წამლების მიმართ წარსულში ცუდი რეაქციის მქონე ადამიანებმა.

ასაკოვნებმა და ადამიანებმა, ისეთი მდგომარეობებით, როგორიცაა ასთმა ან თირკმლებისა და ღვიძლის პრობლემები, ფრთხილად უნდა გამოიყენონ ის.

იდეალურ შემთხვევაში, ორსულებმა არ უნდა მიიღონ იბუპროფენი, ექიმის დანიშნულების გარეშე. მაგრამ იბუპროფენი დედის რძეში გადადის მხოლოდ მცირე რაოდენობით და დიდი ალბათობით არ გამოიწვევს რაიმე სახის დაზიანებას ბავშვში მისი ძუძუთი კვების პერიოდში. თუმცა, ნებისმიერი წამლის მიღების წინ უმჯობესია მისი დასაშვებადობა გადაამოწმოთ ექიმთან ან ფარმაცევტთან.

ხანოკლე ტკივლის შესამსუბუქებლად, ან მაღალი ტემპერატურის შესამცირებლად, როგორც ალტერნატიული წამალი რეკომენდირებულია პარაცეტამოლი.

იბუპროფენმა შეიძლება ურთიერთქმედება მოახდინოს სხვა წამლებთან, ამიტომ მის მიღებამდე ძალიან მნიშვნელოვანია წამალთაშორის ურთიერთქმედების შემოწმება ექიმთან, ფარმაცევტთან ან წამლის მიღების ინსტრუქციაში, რომელიც უნდა მოყვებოდეს წამალს (ქართულ ენაზე). გაითვალისწინეთ, რომ საქართველოში ნებისმიერი აფთიაქი ვალდებულია გასცეს წამლის მოხმარების ინსტრუქცია ქართულ ენაზე, ამიტომ აუცილებლად მოითხოვეთ ეს წამლის ყიდვისას.

 

იბუპროფენი და ბავშვები

იბუპროფენის მიცემა შესაძლებელია 3 თვეზე უფროსი ბავშვებისთვის, რომელთა წონა 5 კგ-ზე მეტია. ის ათავისუფლებს შემდეგი მდგომარეობებიდან:

  • ტკივილი
  • ანთება 
  • ცხელება (სიცხე).

ზოგჯერ ექიმმა იბუპროფენი შეიძლება გირჩიოთ უფრო პატარა ბავშვებისთვისაც. მაგალითად, 2-3 თვის ბავშვებმა შეიძლება მიიღონ ის ვაქცინაციის შემდეგ ცხელების (სიცხის) შესამცირებლად, თუ მათთვის პარაცეტამოლი არ არის დასაშვები. ასეთ შემთხვევაში შესაძლებელია ბავშვს მისცენ ამ წამლის ერთი დოზა, რომლის განმეორებაც, საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელია 6 საათის შემდეგ, მხოლოდ ერთხელ.

იბუპროფენის მიცემა ასევე შესაძლებელია რევმატოიდული მდგომარეობების მქონე ბავშვებისთვისაც, როგორიცაა იუვენილური იდიოპათური ართრიტი (juvenile idiopathic arthritis).

იბუპროფენის ინექცია შესაძლებელია დღენაკლული ბავშვებისთვის (დაბადებულიები ორსულობის 37 კვირამდე), ღია არტერიული სადინრის სამკურნალოდ (როცა გულში სისხლძარღვი არ იხურება ნორმალურად მშობიარობის შემდეგ).

იბუპროფენის ჩვილებსა და ბავშვებში გამოყენებისას, დოზის შერჩევა დამოკიდებულია:

  • ბავშვის ასაკზე
  • ბავშვის წონაზე
  • იბუპროფენის ძალაზე, რაც იზომება მგ.-ში.

თუ ჩვილს, ან ბავშვს აქვს მაღალი სიცხე, რომელიც არ იწევს, ან არ წყდება ტკივილის შეგრძნება, მიმართეთ ექიმს.

 

ცხელება (სიცხე) - გვაქვს მაშინ, როცა სხეულის ტემპერატურა 38C ან მეტია.

ანთება არის სხეულის პასუხი ინფექციაზე, გაღიზიანებასა და დაზიანებაზე, რაც იწვევს სიწითლეს, შეშუპებას, ტკივილს და ზოგჯერ დაზიანებული არეში ცხელების შეგრძნებას. 

ბოლო განხილვის თარიღი: 8/07/2014 შემდეგი განხილვის თარიღი: 8/07/2016