ხველა

ხველა რეფლექსია, რომლის დროსაც ორგანიზმი ცდილობს სასუნთქგი გზა გაათავისუფლოს ნახველისგან და ისეთი გამღიზიანებლისგან, როგორიცაა მაგალითად მტვერი ან კვამლი. ხველა იშვიათადაა რაიმე სერიოზული დაავადების ნიშანი.

ხველა შეიძლება იყოს მშრალი ან სველი.

მშრალი ხველის, დროს ადამიანს ყელში ღუტუნის შეგრძნება აქვს, რაც ხველას იწვევს. ეს მაშინ ხდება, როდესაც ზედა სასუნთქი გზების ანთებაა (შეშუპება). ამ დროს ფლეგმის (სქელი ნახველი) გამოყოფა არ ხდება.

სველი ხველის დროს, წარმოიქმნება ნახველი, რომელიც ეხმარება სასუნთქი გზების გაწმენდას.

ხველების უმეტესობა სამ კვირაში თავისით ალაგდება და უმეტესწილად, მკურნალობა არ არის საჭირო. თუმცა, მუდმივი ხველის დროს უმჯობესია მიმართოთ ექიმს, რომ დადგინდეს მისი გამომწვევი მიზეზი.

 

რა იწვევს ხველას

მოკლე-ვადიანი და ხანგძლივი (ქრონიკული) ხველების გამომწვევი ზოგიერთი ძირითადი მიზეზი მოცემულია ქვემოთ.

 

მოკლე-ვადიანი ხველა

მოკლევადიანი ხველის ძირითადი გამომწვევი მიზეზებია:

იშვიათ შემთხვევებში, მოკლევადიანი ხველა შეიძლება იყოს ზოგადი ჯანმრთელობის მდგომარეობის პირველადი (საწყისი) ნიშანი, რომელიც შეიძლება გადაიზარდოს ქრონიკულ ხველაში.

 

ქრონიკული ხველა

ქრონიკული ხველის გამომწვევი მიზეზი შეიძლება იყოს:

იშვიათად, ქრონიკულუ ხველა შეიძლება უფრო სერიოზულმა დაავადებამ გამოიწვიოს, როგორიცაა: ფილტვის კიბო, გულის უკმარისობა (heart failure), ფილტვის ემბოლია (pulmonary embolism), ან ტუბერკულოზი (tuberculosis).

 

ხველა ბავშვებში

ბავშვებში ხველას, ხშირად იგივე მიზეზები აქვს, რაც ზემოთ არის ჩამოთვლილი. მაგალითად, სასუნთქი გზების ინფექციები, ასთმა და გასტრო-ეზოფაგური რეფლუქსის დაავადება, ყველა ეს მიზეზი შეიძლება გახდეს ხველების გამომწვევი ბავშვებშიც.

ბავშვებში ხველების გამომწვევი უფრო ხშირი მიზეზი (უფროსბთან შედარებით) შეიძლება იყოს:

  • ბრონქიოლიტი – სასუნთქი გზების მსუბუქი ინფექცია, რომელიც როგორც წესი იწვევს გაციების მსგავს სიმპტომებს
  • კრუპი – ეს იწვევს გამორჩეულ, ყეფის მსგავს ხველას და მკვეთრ ხმას (სტრიდორს), როდესაც ბავშვი ჩაისუნთქავს
  • ყივანახველა (whooping cough) – ყურადღება მიაქციეთ ისეთ სიმპტოებს, როგორიცაა ინტენსიური, წყვეტილი და მშრალი ხველა, ღებინება და ყივილის მსგავს ხმას, როდესაც ბავშვი ღრმად ისუნთქავსხველის შემდეგ.

იშვიათად, ქრონიკული ხველა ბავშვებში შეიძლება იყოს სერიოზული ქრონიკული მდგომარეობის ნიშანი, როგორიცაა მაგალითად კისტური ფიბროზი (cystic fibrosis).

 

როდის უნდა მივმართოთ ექიმს

ჩვეულებრივ მსუბუქი ხველის დროს, რომელიც ორ კვირამდე გრძელდება არ არის აუცილებელი ექიმთან მიმართვა, თუმცა აუცილებლად უნდა მიმართოთ ექიმს, თუ:

თუ თქვენი ექიმი არ იქნება ხველების გამომწვევ მიზეზებში დარწმუნებული ის ფილტვის სპეციალისტთან გაგგზავნით.

შეიძლება სხვადასხვა ტესტებიც დაგჭირდეთ, ესენია:

  • გულმკერდის რენტგენი - გულმკერდის ღრუში არსებული ინფექციის სანახავად
  • ფლეგმის ლაბორატორიული კვლება - რათა, ნახონ საჭიროა თუ არა ანტიბიოტიკები
  • სპირომეტრია - (მილში ჩაგასუნთქებენ, რომელიც სპეციალურ აპარატზეა შეერთებული) - ნახავენ, როგორია თქვენი ზოგადი რესპირაციის მდგომარეობა
  • ტესტები ალერგიაზე (allergy testing) - ნახავენ თქვენი ხველა ალერგიული ხომ არ არის. მაგალითად გამომწვევი სახლის მტვრის ტკიპები ხომ არ არიან. 

 

მკურნალობის საშიალებები

მსუბუქი, მოკლევადიანი ხველისთვის მკურნალობა ყოველთვის არ არის საჭირო, რადგან ის დიდი ალბათობით შეიძლება გამოწვეული იყოს ვირუსული ინფექციით, რომელიც თავისით გაივლის რამდენიმე კვირის განმავლობაში. ასეთ შემთხვევაში საჭიროა მხოლოდ და მხოლოდ საკუთარი თავის მოვლა, სახლში დასვენებით, დიდი რაოდენობით სითხეების მიღებით და ტკივილგამაყუჩებლების, როგორიცაა პარაცეტამოლი და იბუპროფენის მიღებით.

 

ხველების წამლები და სამკურნალო საშუალებები

მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთი ადამიანი ხშირად სვამს და ამტკიცებენ რომ შველით ხველების საწინააღმდეგო წამლები და ამოსახველებელი წამლები, მათი მიღება არ არის რეკომენდირებული. იმიტომ, რომ ძალიან მცირე მტკიცებულებები არსებობს, რომ ისინი სახლში დამზადებულ სამკურნალო საშუალებებზე უფრო ეფექტურია და ასევე ესეთი წამლები არ არის ყველასთვის მისაღები.

ასეთი წამლების მიცემა დაუშვებელია ექვს წლამდე ბავშვებისთვის, 12 წლამდე ბავშვებისთვის კი შესაძლებელია მხოლოდ ექიმის რეკომენდაციის შემთხვევაში.

ყველაზე მარტივი და იაფი საშუალება, ხანმოკლე ხველის სამკურნალოდ, სახლში დამზადებული თაფლის და ლიმონის შემცველი სოროფია. თაფლი ყელს ამშვიდებს და ხველებით გამოწვეულ გაღიზიანებას ამსუბუქებს.

თუმცა, თაფლის მიცემა არ შეიძლება ერთ წლამდე ბავშვებისთვის, რადგან ეს შეიცავს ახალშობილების ბოტულიზმის რისკს.

 

გამომწვევი მიზეზების მკურნალობა

თუ ხველა გამოწვეულია რაიმე კონკრეტული მიზეზით, მისი მკურნალობა დაეხმარება ხველების შემსუბუქებასაც. მაგალითად:

  • ასთმა შეიძლება გაკონტროლდეს სტეროიდებით, რომელიც შეძლებს სასუნთქი გზების ანთების შემცირებას
  • ალერგიების მკურნალობა შეიძლება ალერგენებთან (ალერგიის გამომწვევ ნივთიერებებთან) თავის არიდებით და ალერგიული რეაქციების შესამცუბუქებლად ანტიჰისტამინების (Antihistamines) მიღებით
  • ბაქტერიული ინფექციები - ანტიბიოტიკებით
  • გასტრო-ეზოფაგური რეფლუქსის დაავადება - ანტაციდებით, რომელიც გაანეიტრალებს კუჭის მჟავიანობას
  • ქრონიკული-ობსტრუქციული ფილტვის დაავადება - ბრონქოდილატორებით, რომ გაფართოვდეს სასუნთქი გზები.

თუ ხართ მწეველი, სიგარეტის მოწევის თავის დანებება დაგეხმარებათ ხველის შემსუბუქებაში და მკურნალობაში.

ბოლო განხილვის თარიღი: 1/05/2015 შემდეგი განხილვის თარიღი: 1/05/2017