ა ჰეპატიტი

ჰეპატიტი A არის ღვიძლის ვირუსული ინფექცია, რომელიც ინგლისში არ არის ხშირი, მაგრამ საკმაოდ გავრცელებულია სხვა ქვეყნებში, მაგალითად აფრიკასა და ინდოეთში.

ჰეპატიტი A-ს საწყისი სიმპტომები ჰგავს გრიპისას და მოიცავს:

  • საშუალო სიცხეს - ჩვეულებრივ არაუმეტეს 39.5C
  • სახსრების და კუნთების ტკივილს
  • გულისრევას და პირღებინებას
  • დიარეას.

ამას შეიძლება მოჰყვეს ღვიძლის დაინფიცირებისგან გამოწვეული სიმპტომები, როგორიცაა:

  • კანისა და თვალების სიყვითლე,
  • ძალიან მუქი ფერის შარდის და ღია ფერის ფეკალიების გამოყოფა
  • შეშუპებული და მგრძნობიარე ღვიძლი
  • კანის ქავილი.

ეს სიმპტომები ძირითადად გაივლის ორი თვის განმავლობაში, თუმცა ხანდახან შესაძლოა ექვს თვემდეც გაგრძელდეს. მოხუცებს უფრო მძიმე სიმპტომები აღენიშნებათ.

შემთხვევათა უმეტესობაში ღვიძლი სრულად აღსდგება.

 

ჰეპატიტი A-ს მკურნალობა

არ არსებობს ჰეპატიტი A-ს მკურნალობა, ის უბრალოდ გულისხმობს პიროვნებისთვის მეტი კომფორტის შექმნას, სანამ ინფექცია გაივლის.

ეს მოიცავს:

  • დასვენებას
  • ტკივილის შესამსუბუქებლად, ტკივილგამაყუჩებლების მიღებას, თუმცა ყოველთვის იფრთხილეთ, რომ არ გადააჭარბოთ რეკომენდირებულ დოზას, რადგან ამან შესაძლოა კიდევ უფრო დააზიანოს ღვიძლი
  • ანტიემეტური ტიპის მედიკამენტის გამოყენება, გულის რევისა და პირღებინების მოსაცილებლად
  • ღვიძლისთვის დასვენების საშუალების მიცემას, მაგალითად ალკოჰოლისგან და კონკრეტული წამლებისგან თავის არიდება.

 

რა იწვევს ჰეპატიტ A-ს?

ჰეპატიტი A გამოწვეულია მისივე თანამოსახელე ვირუსისგან (A ჰეპატიტის ვირუსი).

ეს ვირუსი ყველაზე ხშირად ვრცელდება ფეკალ-ორალური გზით. ეს გულისხმობს A  ჰეპატიტის მქონე ადამიანის ფეკალიით დაბინძურებული საგნის პირის ღრუში მოხვედრას.

ისეთი საკვების მიღება, რომელიც დაბინძურებულია ჩამდინარე წყლებით, ასევე შესაძლოა იყოს ინფიცირების მიზეზი. დაინფიცირებას გამოიწვევს დაბინძურებული წყლის დალევაც.

უფრო იშვიათად, A ჰეპატიტი შეიძლება გავრცელდეს:

  • ინფიცირებული ადამიანის ნემსის გაზიარებით წამლის ინექციისთვის
  • სქესობრივი კავშირის დროს, განსაკუთრებით ანალური სექსის შემთხვევაში.

ეს მდგომარეობა შეიძლება გავრცელდეს ახლო პერსონალური კონტაქტით დახურულ სივრცეებში, როგორიცაა სტუდენტური დერეფანი, სკოლები და სამხედრო კარვები.

 

ვის ემართება?

ჰეპატიტი A გავრცელებულია მსოფლიოს ისეთ ადგილებში, სადაც განსაკუთრებით ღარიბი ხალხი ცხოვრობს, არის ძალიან ბევრი ხალხი და სუფთა წყლისა და სანიტარიის პრობლემებია, როგორებიცაა:

  • საჰარის და ჩრდილოეთ აფრიკა
  • ინდოეთის ნახევარკუნძული, განსაკუთრებით ბანგლადეში, ინდოეთი, ნეპალი და პაკისტანი
  • შორეული აღმოსავლეთის ზოგიერთი ადგილი (იაპონიის გამოკლებით)
  • შუა აღმოსავლეთი
  • სამხრეთ და ცენტრალური ამერიკა.

ჰეპატიტი A უფრო ნაკლებადაა გავრცელებული მაღალი შემოსავლის ქვეყნებში. ინგლისში და უელსში 2010 წელს, დაფიქსირდა მხოლოდ 367 შემთხვევა. დაუდგენელია ამ რაოდენობის რა ნაწილი იყო სინამდვილეში უცხოეთში დაინფიცირებული.

ჰეპატიტი A არის ყველაზე გავრცელებული პატარა ბავშვებში, მაგრამ ხშირად შეუმჩნევლად მიმდინარეობს, რადგან არ იწვევს ამ ასაკობრივ ჯგუფში სიმპტომებს.

ჰეპატიტი A-ს გაზრდილი რისკის ქვეშ ასევე არიან:

  • მამაკაცები, რომლებიც მამაკაცებთან ამყარებენ სქესობრივ კავშირს (ჰომოსექსუალი მამაკაცები)
  • ხალხი, რომლებიც რეგულარულად იყენებენ ინექციურ წამლებს
  • ჩამდინარე წყლებთან მომუშავე პირები
  • ადამიანები, რომლებიც გაემგზავრებიან/მუშაობენ ნაკლებ განვითარებულ ქვეყანაში.

მაღალი რისკის მქონე ხალხთათვის რეკომენდირებულია ვაქცინაცია.

 

ვაქცინაცია

არსებობს ეფექტური ვაქცინა, რომელიც A ჰეპატიტის საწინააღმდეგო დაცვას უზრუნველყოფს. თუმცა ამ ვაქცინაციის გამოყენება, ჩვეულებრივ რეკომენდირებულია, მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ აპირებთ მოგზაურობას მსოფლიოს კონკრეტულ ადგილებში, ან თუ ხართ ინფექციის განვითარების მაღალი რისკის ქვეშ.

 

ინფექცის გავრცელების პრევენცია

A ჰეპატიტით ინფიცირების პრევენცია, ხშირად შესაძლებელია, თუ ვაქცინაცია და იმუნოგლობულინი გაკეთდა, ვირუსთან შეხებიდან ორი კვირის განმავლობაში.

თუ ჰეპატიტი A-ს დიაგნოზი გაქვთ, მნიშვნელოვანია ყველა ადამიანის გამოკვლევა, ვინც შეიძლება დაინფიცირებულიყო თქვენგან.

გამოკვლევა რეკომენდირებულია:

  • იმ ადამიანებისთვის, რომლებიც თქვენთან ერთად ცხოვრობენ
  • ადამიანებისთვის, რომელთათვისაც საკვები მოამზადეთ
  • ნებისმიერი ადამიანისთვის, ვისთანაც სქესობრივი კავშირი გქონიათ.

მნიშვნელოვანი პრევენცია არის კარგი პირადი ჰიგიენის დაცვა.

ხელების ხშირი დაბანა შეამცირებს უამრავი სხვადასხვა ინფექციის, ვირუსებისა და ბაქტერიების გადადების რისკს.

მნიშვნელოვანია ტუალეტის გამოყენების შემდეგ და საჭმლის მომზადებამდე ხელების კარგად დაბანა. დამატებითი საჭიროებაა პირსახოცები, კბილის ჯაგრისები და კვებისას გამოყენებული ჭურჭელი არ გაუზიაროთ ერთმანეთს.

წაიკითხეთ მეტი ჰიგიენისა და საკვების უსაფრთხოდ მომზადების შესახებ.

 

გართულებები

ადამიანთა უმრავლესობაში ინფექცია ჩაივლის რაიმე გრძელვადიანი, სერიოზული პრობლემის გამოწვევის გარეშე. და როდესაც ის ჩაივლის, ორგანიზმი გამოიმუშავებს იმუნიტეტს, მთელი სიცოცხლის განმავლობაში, A ჰეპატიტის ვირუსის წინააღმდეგ.

თუმცა, დაავადების გადატანის შემდეგ, პაციენტთა დაახლოებით 15%, განიცდის სიმპტომების დაბრუნებას, პირველადი დაინფიცირებიდან რამდენიმე თვის შემდეგ და ეს შეიძლება მოხდეს არა ერთხელ.

სერიოზული გართულებები გამოხატულია მხოლოდ ისეთ ადამიანებში, რომელთაც უკვე ჰქონდათ ღვიძლის დაავადება, ან არიან ასაკში. გართულებებიდან ყველაზე სერიოზულს ღვიძლის უკმარისობა წარმოადგენს (როდესაც ღვიძლი კარგავს მის ფუნქციას, ან მისი ფუნქციების უმეტესობას).

ღვიძლის უკმარისობის შემთხვევაში, შესაძლებელია სიცოცხლის რამდენიმე წლით გახანგრძლივება მედიკამენტების საშუალებით. თუმცა მკურნალობისთვის ერთადერთი გამოსავალი ღვიძლის ტრანსპლანტაციაა.

 

ღვიძლი

ღვიძლი წარმოადგენს ორგანიზმის “ქარხანას”, რომელიც ასრულებს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან ასეულობით საქმეს, მათ შორის:

  • ინახავს გლიკოგენს, ნახშირწყალს რომელიც გამოყოფს მოკლე-ვადიან ენერგიას
  • წარმოქმნის ნაღველს, რომელიც ეხმარება ცხიმების მონელებაში
  • წარმოქმნის ნივთიერებებს, რომლებიც ადედებს სისხლს
  • ამუშავებს და ორგანიზმიდან გამოაქვს ალკოჰოლი, ტოქსინები და წამლები.

ადამიანს მხოლოდ ერთი ღვიძლი აქვს, მაგრამ ის საკმაოდ ძლიერია. ის აგრძელებს მუშაობას მაშინაც კი, როდესაც ძლიერ დაზიანებულია და მუდმივად ცდილობს თავისი თავის აღდგენას, იქამდე სანამ ძალიან ძლიერად არ დაზიანდება.

ბოლო განხილვის თარიღი: 17/06/2014 შემდეგი განხილვის თარიღი: 17/06/2016