სტრეპტოკოკური ინფექციები

სტრეპტოკოკური ინფექციები ეწოდება ნებისმიერ ინფექციას, რომელიც გამოწვეულია სტრეპტოკოკის ჯგუფის ბაქტერიებით.

სტრეპტოკოკული ბაქტერიები მრავალი სხვადასხვა სახეობისაა და მათ მიერ გამოწვეული ინფექციები გასხვავდება სიმძიმით, დაწყებული მსუბუქი ყელის ტკივილით, დამთავრებული სიცოცხლისთვის საშიში , სისხლის ან ორგანიების ინფექციებით. მათი უმეტესობა შეიძლება განიკურნოს ანტიბიოტიკებით.

ისინი ორ ძირითად ჯგუფადაა დაყოფილი:

  • ალფა-ჰემოლიტური (alpha-haemolytic) - წარმოდგენილი ორი ჯგუფით, მათ შორის სტრეპტოკოკური პნევმონიით
  • ბეტა-ჰემოლიტური (beta-haemolytic) - წარმოდგენილი სხვადასხვა ჯგუფებით, მათ შორის A და B  ჯგუფის სტრეპტოკოკები.

ეს სტატია მიძღვნილია A და B ჯგუფის ბეტა-ჰემოლიტურ სტრეპტოკოკებზე.

სტრეპტოკოკურ პნევმონიაზე მეტი ინფორმაციის მისაღებად წაიკითხეთ pneumococcal infections

 

სტრეპ A ჯგუფის ინფექციები

A ჯგუფის სტრეპტოკოკური ინფექციები ხშირად გვხვდება კანის ზედაპირზე და ყელში. ისინი ხშირად იწვევენ ინფექციებს როგორც ბავშვებში ასევე ზრდასრულ ადამიანებში.

მათი გავრცელება ხდება ჰაერ-წვეთოვანი გზით, დახველების ან დაცემინების დროს, დაავადებული ადამინის მიერ გამოტყორცნილი მცირე ზომის წვეთებით, ან დაინფიცირებულ ადამიანთან ან ზედაპირთან პირდაპირი კონტაქტით.

 

მსუბუქი სტრეპტოკოკ A-ს ინფექციები

ამ ჯგუფის სტრეპტოკოკებისგან გამოწვეული ინფექციები უსიამოვნოა, მაგრამ ჩვეულებრივ არ წარმოადგენს სერიოზულ საშიშროებას  ჯანმრთელობისთვის. მათ მიეკუთვნება:

  • ხახის ინფექცია, ცნობილი, როგორც ფარინგიტი და ტონზილიტი, რომლებმაც შეიძლება გამოიწვიონ ჯირკვლების გადიდება და დისკომფორტი ნერწყვის გადაყლაპვისას
  • იმპეტიგო - კანის ინფექცია, რომელსაც შეუძლია კანზე ჭრილობების, მუწუკების და ქერქის გაჩენა
  • ცელულიტი - კანის ღრმა შრეების ინფექცია, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს გამოვლენილ ადგილზე სწრაფი სიწითლე, ტკივილი, შეშუპება და გაცხელება
  • შუა ყურის ინფექცია, რომელიც ხშირად იწვევს ყურის ტკივილს, მაღალ ტემპერატურას და სმენის დროებითი დაკარგვას
  • სინუსიტი - შუბლისა და ყვრიმლის ძვლების უკან არსებული პატარა ღრუების ანთება, რომელიც იწვევს ცხვირის გაჭედვას ან ცხვირიდან გამონადენს და ასევე სახის ტკივილს
  • ქუნთრუშა - ინფექცია, რომელიც იწვევს გავრცელებულ, მოვარდისფრო-მოწითალო გამონაყარს, რომელიც ხელით შეხებისას ტოვებს ზუმფარის ქაღალდთან შეხების შეგრძნებას.

მეტი ინფორმაციის მსიაღებად დააჭირეთ მოცემულ ბმულებს.

აუცილებლად მიმართეთ ექიმს, თუ გაქვთ A ჯგუფის სტრეპტოკოკული ინფექციის მძიმე, ან მუდმივი სიმპტომები, რადგან მათ შეიძლება რეკომენდაცია მოგცენ ანტიბიოტიკების კურსზე.

ამ ჯგუფის ინფექციის მქონე ადამიანთა უმრავლესობა სრულად გამოჯანმრთელდება და არ დარჩება რაიმე გრძელვადიანი პრომლება, თუმცა, მკურნალობის გარეშე, არსებობს ძალიან მცირე შანსი, რომ ინფექცია გავრცელდეს სხეულში ან გამოიწვიოს გართულებები, როგორიცაა რევმატიული ცხელება.

 

ინვაზიური სტრეპ A ინფექციები

სტრეპტოკოკური A ჯგუფის ინფექციებს შეუძლიათ შეაღწიონ ქსოვილის ან ორგანოების სიღრმეებში და გამოიწვიონ ინვაზიური ინფექცია.

ეს ინფექციები ბევრად იშვიათია და ძირითადად ვლინდება გარკვეული ჯგუფის ადაიანებში, მათ შორის ბავშვებში, მოხუცებში, დიაბეტით დაავადებულ ადამიანებში და დასუსტებული იმუნური სისტემის მქონე ადამიანებში (მაგალითად ქიმიოთერაპიით მკურნალობის ან აივ ინფექციის შედეგად შესუსტებული იმუნური სისტემა).

ინვაზიური ინფექციების მაგალითები მოიცავს:

  • პნევმონიას - ფილტვების ინფექცია, რომელიც იწვევს მუდმივ ხველებას, სუნთქვის გაძნელებას და გულმკერდის ტკივილს
  • სეფსისი - სისხლის ინფექცია, რომელიც იწვევს ტემპერატურის მომატებას, გულისცემის აჩქარებას და სუნთქვის აჩქარებას
  • მენინგიტი - ტვინის გარეთა დამცავი შრის ინფექცია, რომელიც იწვევს თავის ძლიერ ტკივილს, გულისრევას, კისრის დაჭიმვასა და გაშეშებას, სინათლისადმი მგრძნობელობის მომატებას და წითელ გამონაყარს
  • ტოქსიკური შოკის სინდრომი - როდესაც ბაქტერია სისხლში გამოყოფს ტოქსინებს, რამაც შეიძლება გამოიწვიოს უეცარი მაღალი ტემპერატურა (სიცხე), გულისრევა და ღებინება, ფაღარათი (დიარეა), გულის წასვლა, თავბრუსხვევა და დაბნეულობა
  • ნეკროზული ფასციტი - კანის, ცხიმისა და კუნთების დამფარავი ქსოვილის (ფასციის) ღრმა შრეების ინფექცია, რამაც შეიძლება გამოიწვიოს დაზიანებული ადგილის ძლიერი ტკივილი, შეშუპება და სიწითლე და ამასთანავე გავრცელდეს სწრაფად სხვა ადგილებშიც.

აუცილებლად დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს, თუ ფიქრობთ, რომ შეიძლება გქონდეთ ინვაზიური სტრეპტოკოკ A-ს ინფექცია, რადგან ეს საჭიროებს ანტიბიოტიკებით სასწრაფო მკურნალობას.

მიუხედავად იმისა, რომ პნევმონია ზოგჯერ შედარებით მსუბუქ ფორმებში მიმდინარეობს, სერიოზული ინვაზიური სტრეპტოკოკური A-ს ინფექციების პროგნოზი ძალიან ცუდია. შეფასებულია, რომ ინვაზიური სტრეპტოკოკურ A-ს ინფექციით დაავადებული ყოველი ოთხი ადამიანიდან ერთი დაიღუპება.

 

სტრეპ B ჯგუფის ინფექციები

სტრეპტოკოკ B-ს ჯგუფის ინფექციები, როგორც წესი ზიანის მიყენების გარეშე ცხოვრობენ საჭმლის მომნელებელ სისტემაში და საშოში (ვაგინაში).

ამ ჯგუფის ინფექციებმა, ზოგჯერ შეიძლება გამოიწვიონ საშარდე გზების ინფექციები, კანის ინფექციები, ძვლის ინფექციები, სისხლის ინფექციები და პნევმონია, განსაკუთრებით მათ მიმართ უფრო მგრძნობიარე ადამიანებში, როგორიცა არიან მოხუცები და დიაბეტით დაავადებული ადამიანები.

 

სტრეპ B ორსულობის დროს

შეფასებულია, რომ ყოველი ოთხი ორსული ქალიდან ერთს იქნება B ტიპის სტრეპტოკოკი ვაგინაში ან მომნელებელ სისტემაში.

ბაქტერიას ზოგჯერ შეუძლია გადავიდეს ბავშვზე  ამნიონური სითხის გავლით (სითხე, რომელიც ბავშვის გარშემოა და იცავს მას დაბადებამდე საშვილოსნოში), ან ბავშვის დაბადებისას საშვილოსნოს ყელის გავლისას.

ახალშობილების უმრავლესობას ეს ინფექცია არ გამოუვლინდება, მაგრამ 2,000 დაბადებიდან 1 შემთხვევაში შეიძლება გამოვლინდეს.

ორსულობის დროს ამ ტიპის ბაქტერიის ქონამ შეიძლება გამოიწვიოს მუცლის მოსლა, ან ნაადრევი მშობიარობა, თუმცა ეს იშვიათია.

 

სტრეპ B ახალშობილებში

რადგან ახალშობილებს იმუნური სისტემა სუსტად აქვთ განვითარებული, B ჯგუფის სტრეპტოკოკული ბაქტერია სწრაფად შეიძლება გავრცელდეს მათ ორგანიზმში და გამოიწვიოს სერიოზული ინფექციები, როგორებიცაა მენინგიტი და პნევმონია.

ამ ტიპის ინფექციის სიმპტომები ჩვეულებრივ, დაბადებიდან რამდენიმე საათში ან დღეში ვითარდება და მოიცავს:

  • მოდუნებას და რეაგირების არ ქონას
  • უმადობას
  • ღრუტუნს სუნთქვის დროს
  • გაღიზიანებას
  • უჩვეულოდ მაღალ ან დაბალ ტემპერატურას
  • უჩვეულოდ ჩქარ ან ნელ სუნთქვას
  • უჩვეულო გულისცემის გახშირებას ან გაიშვიათებას.

ზოგიერთ შემთხვევაში ბავშვს შეიძლება დაეწყოს ინფექცია დაბადებიდან რამდენიმე კვირაში, ან თვეში. არ არის ზუსტად ცნობილი, თუ რატომ ხდება ეს, მაგრამ ეს არ არის დაკავშირებული მშობიარობის დროს მიღებულ ინფექციასთან. ამ შემთხვევას B ჯგუფის სტრეპტოკოკის გვიანდელ ინფექციას უწოდებენ და შეიძლება მოიცავდეს სიცხეს, ცუდ კვებას (უმადობას), ღებინებას და შემცირებულ მგრძნობელობას.

აუცილებლად დაუყოვნებლივ უნდა მიმართოთ სასწრაფო სამედიცინო დახმარებას, თუ ფიქრობთ, რომ ბავშვს შეიძლება ჰქონდეს B ჯგუფის სტრეპტოკოკული ინფექცია.

 

სტრეპ B-ს ინფექციების მკურნალობა და პრევენცია ბავშვებში

ბავშვებში ინფექციის რისკების შემცირება შესაძლებელია, მაღალი რისკის მქონე ბავშვების იდენტიფიკაციით და მათ დედებში მშობიარობის დროს ინტრავენური ანტიბიოტიკების შეყვანით.

ცნობილი რისკ ფაქტორები, რაც განსაზღვრავს ანტიბიოტიკების გამოყენებას მშობიარობისას არის თუ:

  • წინა მშობიარობაზე ჩვილს გადაედო სტრეპ B-ს ინფექცია
  • სტრეპ B აღმოჩნდა შარდში რაიმე სხვა მიზეზით ჩატარებული შარდის ანალიზის დროს
  • სტრეპ B აღმოჩნდა ვაგინალურ და რექტალურ ნიმუშებში, რომელიც აიღეს რაიმე სხვა მიზეზის გამო
  • მშობიარობის დროს დედას აღენიშნება მაღალი ტემპერატურა (აქვს სიცხე)
  • დაიწყო ნაადრევი მშობიარობა (ორსულობის 37 კვირამდე).

თუ ჩვილს დაბადების შემდეგ განუვითარდა B ტიპის სტრეპტოკოკური ინფექციის სიმპტომები, ჩაუტარდება დიაგნოზირება და საჭირო იქნება დაუყოვნებლივი, სასწრაფო ინტრავენური ანტიბიოტიკებით მკურნალობა.

დაინფიცირებული ბავშვების უმრავლესობა შეიძლება წარმატებით განიკურნოს და სრულიად გამოჯანმრთელდება, თუმცა არსებობს შანსი, რომ დაიღოპონ გართულებების შედეგად, როგორიცაა მაგალითად მენინგიტი. გადარჩენილი ბავშვებიდან ზოგიერთს რჩება მუდმივი პრობლემები, როგორიცაა სმენის დაკარგვა, მხედველობის დაკარგვა და პრობლემები მახსოვრობასა და კონცენტრაციაში.

ბოლო განხილვის თარიღი: 17/02/2015 შემდეგი განხილვის თარიღი: 17/02/2017