ანგინა

ანგინა, რომელიც ცნობილია აგრეთვე როგორც პერიტონზილარული აბსცესი (ჩირქგროვა) არის ტონზილიტის იშვიათი, მაგრამ სერიოზული გართულება.

ასბცესი (ჩირქგროვა) ვითარდება ნუშისებრი ჯირკვლის (გლანდის) და ყელის კედელს შორის. ეს შეიძლება მოხდეს, თუ ინფექცია გავრცელდება დაინფიცირებული ნუშისებრი ჯირკვალიდან  გარშემო არეაზე. ანგინა შეიძლება ნებისმიერი ასაკის ადამიანს განუვითარდეს, მაგრამ ყვლეაზე ხშირად ემართებათ თინეიჯერებს და ახალგაზრდა ზრდასრულებს. ის შეიძლება რამდენიმეჯერაც განვითარდეს.

 

ნიშნები და სიმპტომები

ანგინის სიმპტომები შეიძლება მოიცავდეს:

  • ყელის ტკივილის სწრაფ და მძიმე გაუარესებას, როგორც წესი ერთ მხარეს
  • პირის ღრუს და ყელის შიგნით შეშუპებას
  • პირის გაღების გაძნელებას
  • ყლაპვის დროს ტკივილს
  • ყლაპვის გაძნელებას, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს პირიდან ნერწყვის უკონტროლო გადმოდინება
  • ხმის ცვლილებას, ან საუბრის გაძნელებას
  • ცუდ სუნს პირის ღრუდან
  • ყურის ტკივილს დაზიანებულ მხარეს
  • თავის ტკივილს და ზოგად სისუსტეს
  • სუნთქვის გაძნელებას.

ზოგიერთ ადამიანს ასევე შეიძლება ჰქონდეს მაღალი ტემპერატურაც (სიცხე), თუმცა ზოგჯერ ეს თავისით გადის აბსცესის ჩამოყალიბებამდე.

 

როდის უნდა მიმართოთ ექიმს?

აუცილებლად უნდა მიმართოთ ექიმს თუ თქვენ ან თქვენს შვილს გაქვთ ანგინის სიმპტომები.

ექიმი გკითხავთ სიმპტომების შესახებ და გამოიკვლევს ყელსა და ნუშისებრ ჯირკვლებს. ნუშისებრი ჯირკვლები (იგივე გლანდები) ორი პატარა ჯირკვალია რომელიც ყელის ბოლოს არის, ენის უკან.

თუ არის ეჭვი ანგინაზე, ექიმი სასწრაფოდ გადაგაგზავნით ყელ-ყურ ცხვირის ექიმთან შემდგომი გამოკვლევებისთვის. თქვენ დაუყოვნებლივ უნდა წახვიდეთ საავადმყოფოში თუ გაქვთ მძიმე ანგინა. ძალიან მნიშნველოვანია ანგინის დროული დიაგნოზირება და სწრაფი მკურნალობა, რომ მოხდეს ინფექციის გავრცელების და ასევე სერიოზული გართულებების პრევენცია, როგორიცაა სუნთქვის გაძნელება.

 

ანგინის მკურნალობა

ანგინის დროს პაციენტებს, როგორც წესი სჭირდებათ ჰოსპიტალური მკურნალობა. ინფექციის სიმძიმეზე დამოკიდებულებით, საავადმყოფოში დარჩენა შეიძლება რამდენიმე დღით იყოს საჭიროდა ასევე ამის შემდეგ სახლში დასვენება ერთი ან რი კვირის განმავლობაში.

 

წამლები

ინფექციის სამკურნალოდ დანიშნავენ ანტიბიოტიკებს, საწყის ეტაპზე როგორც წესი ინტრავენურად, მაგრამ საავადმყოფოს დატოვების შემდეგ შეიძლება შეიცვალოს ანტიბიოტიკების აბების ან კაფსულების მოკლე კურსით

ტკივილის შესამსუბუქებლად იყენებენ ტკივილგამაყუჩებლებს, როგორიცაა პარაცეტამოლი ან იბუპროფენი. მათი მიღების გაგრძელება, თუ საჭირო იქნება შეიძლება სახლის პირობებშიც გაგრძელდეს.

იშვიათად, ყელში შეშუპების შესამცირებლად შეიძლება ასევე გამოყენებული იყოს კორტიკოსტეროიდებიც.

 

ქირურგიული ოპერაცია და პროცედურები

ბევრ შემთხვევაში, მხოლოდ ანტიბიოტიკები არ არის საკმარისი და შეიძლება საჭირო გახდეს ჩირქგროვიდან ჩირქის დრენირება. ეს შეიძლება გაკეთდეს:

  • ნემსით ასპირაციით - ამ დროს გრძელი წვრილი ნემსი გამოიყენება ჩირქის ამოსაწოვად
  • გაჭრა და დრენირება - ამ დროს, ჩირქის ჩამოსადენად, დაზიანებულ ადგილზე კეთდება მცირე ზომის განაკვეთი
  • ტონზილექტომია - გლანდების ამოჭრის ოპერაცია (ეს იშვიათად არის აუცილებელი ანგინის დროს, მაგრამ ხშირად რეკომენდირებულია გამოკეთებიდან სულ მცირე ექვსი კვირის შემდეგ).

ნემსით ასპირაცია და გაჭრის პროცედურები ხშირად ადგილობრივი ანესთეზიით კეთდება, ასევე შეიძება სეტატივის გაკეთებაც გადაწყვიტონ, რომ პაციენტი დამშვიდდეს და მოდუნდეს.

გლანდების ამოჭრა და ზოგიერთი განაკვეთების პროცედურები კი კეთდება ზოგადი ანესთეზიით. ეს ნიშნავს, რომ პაციენტს ეძინება ოპერაციის დროს.

 

ტონზილიტის პრევენცია

ტონზილიტის პრევენციისთვის ერთ-ერთი საუკეთესო საშუალება არის ტონზილიტის განვითარების რისკების შემცირება. ეს შესაძლებელია ტონზილიტის გამომწვევი ბაქტერიებით ან ვირუსული ინფექციით დაავადებულ ადამიანთან ახლო კონტაქტის თავიდან აცილება, ასევე ხელების ხშირად დაბანვა საპნით და თბილი წყლით. ასევე მნიშვნელოვანია, რომ არ გაუზიაროთ დაავადებულ ადამიანებს და არ გამოიყენოთ მათი სათვალე ან პირადი მოხმარების ნივთები.

ანგინის განვითარების რისკი შეიძლება გაზარდოს სიგარეტის მოწევამაც, ამიტომ თუ ხართ მწეველი, უმჯობესია დაანაბოთ თავი მოწევას. მოწევის შეწყვეტისთვის დარეკეთ 116001 (ზარი უფასოა).

ვირუსული ინფექციით გამოწვეული ტონზილიტის (გლანდების ანთების) ანტიბიოტიკებით მკურნალობა მნიშვნელოვნად არ ამცირებს ანგინის განვითარების რისკს და ამიტომ ანტიბიოტიკების გამოყენება ასეთ შემთხვევებში არ არის რუტინულად რეკომენდირებული.

ბოლო განხილვის თარიღი: 8/12/2014 შემდეგი განხილვის თარიღი: 8/12/2016