გულ-მკერდის ინფექციები

გულმკერდის ინფექციები საკმაოდ ხშირია, განსაკუთრებით გაციების ან გრიპის შემდეგ შემოდგომისა და ზამთრის თვეებში.

მიუხედავად იმისა, რომ უმეტესად მსუბუქ ფორმებშია და მდგომარეობა უმჯობესდება თავისით, ზოგიერთი შემთხვევა შეიძლება იყოს მძიმე, ან სიცოცხლისთვის საშიშიც კი.

 

გულმკერდის ინფექციის ნიშნები და სიმპტომები         

გულმკერდის ინფექციის მთავარი სიმპტომები შეიძლება მოიცავდეს:

შეიძლება იყოს ინფექციისთვის დამახასიათებელი ზოგადი სიმპტომებიც, როგორიც არის თავის ტკივილი, სისუსტის შეგრძნება, ოფლიანობა, მადის დაკარგვა, ან სახსრებისა და კუნთების ტკივილი.

 

რა არის გულმკერდის ინფექციის გამომწვევი მიზეზი?

გულმკერდის ინფექცია, გულისხმობს ფილტვების, ან სასუნთქი გზების ინფექციას. მისი მთავარი ტიპები არის ბრონქიტი და პნევმონია.

ბრონქიტის შემთხვევების უმრავლესობა არის ვირუსული წარმოშობის, მაშინ როდესაც პნევმონია უმეტეს შემთხვევაში ბაქტერიის მიერ არის გამოწვეული. ასეთი ინფექციები ძირითადად ვრცელდება დაინფიცირებული ადამიანის მიერ ხველის ან ცემინების შედეგად. ხველების ან ცემინების დროს დაიმფიცირებული ადამიანი ჰაერში ათავისუფლებს ვირუსის, ან ბაქტერიის შემცველ სითხის წვეთებს, რასაც შემდეგ ჩაისუნთქავს მეორე ადამიანი.

ასეთი ინფექციები ვრცელდება ასევე მაშინ, როდესაც ადამიანი დააცემინებს ან დაახველებს საკუთარ ხელზე, რაიმე საგანზე, ან ზედაპირზე, ხოლო მეორე ადამიანი შეეხება დაინფიცირებულ ადგილს, შემდეგ კი მის ცხვირს, ან პირს.

არსებობს საზოგადოების გარკვეული ჯგუფები, რომელთაც სხვებთან შედარებით აქვთ გულმკერდის სერიოზული ინფექციის განვითარების შედარებით მაღალი რისკი, ესენი არიან:

წაიკითხეთ მეტი ბრონქიტისა და პნევმონიის გამომწვევი მიზეზების შესახებ.

 

სიმპტომების მკურნალობა სახლის პირობებში

ინფექციების უმრავლესობა არ არის სერიოზული და გაივლის რამდენიმე დღის ან კვირის განმავლობაში. არ არის აუცილებელი ექიმთან კონსულტაცია მანამ, სანამ სიმპტომები არ მიანიშნებს ინფექციის სერიოზულ გართულებაზე (იხილეთ ქვემოთ).

სიმპტომები შეგიძლიათ შეიმსუბუქოთ:

  • დასვენებით
  • დიდი რაოდენობით სითხის მიღებით, რათა თავიდან აიცილოთ დეჰიდრატაცია და ფილტვებში არსებული სქელი ლორწო შეათხელოთ, რაც გაამარტივებს მის ამოხველებას
  • ტკივილგამაყუჩებლების გამოყენება, როგორიცაა პარაცეტამოლი ან იბუპროფენი, რათა მოიხსნათ თავის ტკივილი, ცხელება, ან სხვა ტიპის ტკივილები
  • თბილ წყალში გახსნილი თაფლის და ლიმონის ნაზავის მიღებით, რათა შეამციროთ მუდმივი ხველისგან გამოწვეული ყელის ტკივილი
  • ძილის დროს თავის მაღალ ბალიშზე დადებით, რაც გაგიმარტივებთ სუნთქვას
  • ჰაერის დამატენიანებლით, ან ინჰალაციური ორთქლის მეშვეობით, რომელსაც შეისუნთქავთ ცხელი წყლით შევსებული თასიდან (ცხელი წყლით სავსე თასი არ უნდა გამოიყენოთ პატარა ბავშვებში დამწვრობების რისკის გამო)
  • სიგარეტისთვის თავის დანებებით (იმ შემთხვევაში, თუ ეწევით).

მოერიდეთ ხველების საწინააღმდეგო მედიკამენტებს, რადგან მათი ეფექტი ნაკლებადაა დადასტურებული, გარდა ამისა, ხველა ეხმარება ადამიანს ფილტვიდან გამოდევნოს სქელი ლორწო და გათავისუფლდეს ინფექციისგან.

ანტიბიოტიკები არ არის რეკომენდებული გულმკერდის უმეტესი ინფექციისთვის, რადგან ისინი ეფექტურია მხოლოდ ბაქტერიული, და არა ვირუსული, წარმოშობის დაავადებებში.

თქვენი ექიმი დაგინიშნავთ ანტიბიოტიკს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ თქვენ გაქვთ პნევმონია ან გაქვთ რისკი ისეთი გართულებებისა, როგორიც არის ფილტვის გარშემო სითხის დაგროვება (პლევრული ეფუზია). თუ თქვენს საცხოვრებელ რეგიონში არის ვირუსული ეპიდემია და თქვენ ხართ სერიოზული ინფეცქიის რისკის ქვეშ, ექიმმა შეიძლება დაგინიშნოთ ანტივირუსული მედიკამენტი. იხილეთ მეტი ბრონქიტისა და პნევმონიის მკურნალობის შესახებ.

 

როდის უნდა მივმართოთ ექიმს

უნდა მიმართოთ ექიმს იმ შემთხვევაში, თუ:

  • თავს გრძნობთ ცუდად ან თქვენი სიმპტომები მძიმეა
  • გაქვთ მუდმივი სიცხე
  • სიმპტომები გრძელდება სამ კვირაზე მეტი დროის განმავლობაში
  • თავს გრძნობთ სუსტად, მუდმივად გეძინებათ ან ხართ დეზორიენტირებული
  • გაქვთ ტკივილი გულმკერდის არეში ან სუნთქვის უკმარისობა
  • გაქვთ სისხლიანი ნახველი
  • ტუჩებმა ლურჯი შეფერილობა მიიღო (ციანოზი)
  • ორსულობისას
  • თქვენი ასაკი აღემატება 65 წელს
  • ხართ ძალიან ჭარბწონიანი და გიჭირთ სუნთქვა
  • ფიქრობთ, რომ ბავშვს, რომელიც არის 5 წელზე პატარა, აქვს გულმკერდის ინფექცია
  • გაქვთ შესუსტებული იმუნური სისტემა
  • დიდი ხანი გაწუხებთ თქვენი ჯანმრთელობის მდგომარეობა.

თქვენი ექიმი შეძლებს სიმპტომებზე დაყრდნობითა და სტეტოსკოპის გამოყენებით (სამედიცინო ინსტრუმენტი, რომელიც გამოიყენება გულისა და ფილტვების მოსასმენად) გულმკერდის ორგანოების გასინჯვის შემდეგ დასვას დიაგნოზი.

ზოგიერთ შემთხვევაში საჭიროა დამატებითი გამოკვლევები, როგორიც არის - რენტგენოგრაფია, სუნთვის ტესტები და ნახველის, ან სისხლის ანალიზები.

 

გულმკერდის ინფექციების პრევენცია

არსებობს ზომები, რომლის მიღების შემდეგაც შეგიძლიათ შეამციროთ გულმკერდის ინფექციების რისკი და ასევე შეაჩეროთ მისი გავრცელება.

 

ჰიგიენის ნორმების დაცვა

მიუხედავად იმისა, რომ გულმკერდის ინფექციები არ არის ისეთი გადამდები, როგორც სხვა ინფექციები, მაგალითად გრიპი, იგი მაინც შეიძლება გავრცელდეს ხველებით და ცემინებით. ამიტომ, ხველების ან ცემინების დროს აუცილებელია პირზე ხელის აფარება, ხელების რეგულარული დაბანა და ხელსახოცის გადაგდება ნაგავში.

იხილეთ მეტი თემაზე: მიკრობების გავრცელების პრევენცია.

 

შეწყვიტეთ სიგარეტის მოწევა

თუ ეწევით, ერთ-ერთი ყველაზე კარგი საშუალება გულმკერდის ინფექციების პრევენციისთვის არის სიგარეტისთვის თავის დანებება. მოწევა აზიანებს ფილტვებს და ასუსტებს თქვენს ბუნებრივ, დამცველობით, ინფექციის საწინააღმდეგო სისტემებს.

იხილეთ მეტი თემაზე: სიგარეტისთვის თავის დანებება.

 

ალკოჰოლი და დიეტა

ხანგრძლივი და დიდი რაოდენობით ალკოჰოლის მოხმარებამ შეიძლება დაასუსტოს ფილტვის ბუნებრივი, ინფექციების საწინააღმდეგო თავდაცვის სისტემა და თქვენ შეიძლება უფრო მიდრეკილნი გახდეთ გულმკერდის ინფექციების მიმართ.

თუ თქვენ იღებთ ალკოჰოლს, არ გადააჭარბოთ დღიური რაოდენობის ლიმიტს (მამაკაცები - სამი ან ოთხი ალკოჰოლის ერთეული, ქალები - ორი ან სამი ალკოჰოლის ერთეული დღეში). გაიგეთ მეტი ალკოჰოლის ერთეულის შესახებ.

ჯანსაღი კვება კი დაგეხმარებათ იმუნიტეტის გაძლიერებაში, ამით გახდებით უფრო მდგრადნი გულმკერდის ინფექციების მიმართ.

იხილეთ მეტი თემაზე: სწორი კვება და რჩევები ალკოჰოლის მიღების შეწყვეტასთან დაკავშირებით.

 

ვაქცინაცია

თუ ხართ გულმკერდის ინფექციების მაღალი რისკის მქონე ადამიანთა ჯგუფში, ექიმმა შეიძლება გირჩიოთ გრიპისა და სტრეპტოკოკული (ბაქტერია, რომელსაც შეუძლია გამოიწვიოს პნევმონია) ინფექციების საწინააღმდეგო ვაქცინაცია.

ვაქცინაციამ უნდა შეამციროს გულმკერდის ინფექციების რისკი მომავალში.

გრიპისა და პნევმოკოკული ინფექციების საწინააღმდეგო ვაქცინაცია რეკომენდებულია:

  • ახალშობილებსა და პატარა ბავშვებში
  • ორსულებში (მხოლოდ გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინა, ინექციით)
  • 65 წლის ზემოთ ასაკის ადამიანებში
  • მათში, ვისაც ხანგრძლივად აწუხებს ჯანმრთელობის პრობლემები, ან აქვს დასუსტებული იმუნური სისტემა

იხილეთ მეტი თემაზე გრიპისა და პნევმოკოკის ვაქცინები.

მკერდის ინფექციების უმეტესობა თავისით, მკურნალობის გარეშე გადის, თუმცა ზოგიერთი შესაძლებელია იყოს ძალიან სერიოზული.

ბოლო განხილვის თარიღი: 10/04/2014 შემდეგი განხილვის თარიღი: 10/04/2016