ინსულტი

ინსულტი არის სიცოცხლისთვის საშიში, მძიმე სამედიცინო შემთხვევა, რომელიც ვითარდება როდესაც ტვინის გარკვეულ ნაწილს უწყდება სისხლმომარაგება.

ინსულტი არის სასწრაფო სამედიცინო შემთხვევა და სასწრაფო მკურნალობა ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან რაც უფრო ადრე დაიწყება მკურნალობა, უფრო ნაკლებად ზიანს გამოიწვევს ადამიანში.

თუ ფიქრობთ რო თქვენ ან თქვენს ნაცნობ ადამიანს აქვს ინსულტი სასწრაფოდ დარეკეთ 112-ზე და გამოიძახეთ სასწრაფო დახმარება.

 

ინსულტის ნიშნები და სიმპტომები

ინსულტის ძირითადი ნიშნებია:

  • სახის ჩამოვარდნა, რაც შეიძლება მოხდეს ცალ მხარეს. ადამიანმა შეიძლება ვერ შეძლოს გაღიმება, ან შეიძლება მოხდეს პირის ნახევარის ან თვალის ჩამოწევა.
  • ინსულტის დროს ადამიანს არ შეუძლია აწიოს ერთი ან ორივე მკლავი სისუსტის გამო
  • საუბარი შენელებულია ან შეიძლება საერთოდ ვერ შეძლონ ლაპარაკი მიუხედავად იმისა რომ გონზე არიან.

ასეთი სიმპტომების შენიშვნის შემთხვევაში, სასწრაფოდ დარეკეთ 112-ზე და გამოიძახეთ დახმარება.

 

რატომ ვითარდება ინსულტი?

ყველა ორგანოს მსგავსად, ტვინს ესაჭიროება ჟანგბადი და საკვები ნივთიერებები, რომელსაც უზრუნველყოფს სისხლი, იმისთვის რომ მოხდეს ტვინის ნორმალური ფუნქციონირება. თუ სისხლის მიწოდება შეზღუდული ან შეწყვეტილია, ტვინის უჯრედები კვდომას იწყებს. ეს იწვევს ტვინის დაზიანებას და შესაძლო სიკვდილს.

ინსულტის ორი ძირითადი სახეა:

  • იშემიური (შემთხვევათა 85%) - სისხლის მომარაგება ჩერდება სისხლის კოლტის გამო
  • ჰემორაგიული- შესუსტებული სისხლძარღვი  სკდება და იწვევს ტვინის დაზიანებას.

ასევე არსებობს მდგომარეობა, რომელიც ცნობილია, როგორც - გარდამავალი იშემიური შეტევა, როდესაც სისხლის მიწოდება ტვინისთვის დროებით ჩერდება და იწვევს მინი ინულტს. ეს ხშირად გრძელდება 30 წუთიდან რამდენიმე საათამდე და არის გამაფრთხილებელი ნიშანი იმისა, რომ ახლო მომავალში შეიძლება ინსულტი განვითარდეს.

 

ვის აქვს ინსულტის განვითარების მაღალი შანსი

დიდ ბრიტანეთში ინსულტი ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემაა. ყოველწლიურად 110,000 ზე მეტ ადამიანს აქვს ინსულტი და სიკვდილის გამომწვევი მესამე ყველაზე გავრცელებული მიზეზია გულის დაავადებებისა (heart disease) და კიბოს შემდეგ.

მოხუცებულებს ინსულტის განვითარების ყველაზე მაღალი შანსი აქვთ, თუმცა ის შეიძლება მოხდეს ნებისმიერ ასაკში, მათ შორის ბავშვობაშიც.

მოწევა, ჭარბი წონა, ვარჯიშის ნაკლებობა და ცუდი კვება ინსულტის რისკ ფაქტორებია. აგრეთვე ისეთი დაავადებები, რომლებიც აზიანებს სისხლის მიმოქცევას, როგორიცაა სისხლის მაღალი წნევა (high blood pressure), მაღალი ქოლესტერინი (high cholesterol), არარეგულარული გულისცემა და დიაბეტი ზრდის ინსულტის რისკს.

 

ინსულტის მკურნალობა

მკურნალობა დამოკიდებულია ინსულტის ტიპზე და იმაზე თუ ტვინის რომელი ნაწილია დაზიანებული და რამ გამოიწვია ეს.

უმეტეს შემთხვევაში ინსულტის მკურნალობა ხდება წამლებით. როგორც წესი ეს არის წამლები, რომლებიც სისხლის კოლტის ფორმირების პრევენციას აკეთებენ, ამცირებენ სისხლის წნევას და ქოლესტერინის დონეს.

ზოგიერთ შემთხვევაში შეიძლება საჭირო გახდეს ოპერაცია. ეს იმისთვის, რომ მოხდეს ცხიმოვანი ნარჩენების მოშორება არტერიებიდან, ან რომ მოხდეს დაზიანებული არტერიის მკურნალობა.

 

ცხოვრება ინსულტის შემდეგ

ინსულტით გამოწვეული დაზიანება შეიძლება იყოს სერიოზული. ადამიანებს ესაჭიროებათ რეაბილიტაციის ხანგრძლივი პერიოდი, სანამ დამოუკიდებლად ცხოვრებას შეძლებენ, პაციენტების გარკვეული ნაწილი კი ვერ ახერხებს სრულად გამოჯანმრთელებას. რეაბილიტაციის პროცესი ინდივიდუალურია, დამოკიდებულია სიმპტომების სირთულეზე. სპეციალისტთა გუნდი დაგეხმარებათ, რომელშიც არის ფიზიოთერაპევტები, ფსიქოლოგები, საუბრის თერაპევტები, სპეციალური ექთნები და ექიმები.

დაზიანება რომელსაც ინსულტი იწვევს გავლენას მოახდეს ცხოვრებაზე და შეიძლება საჭირო გახდეს  სხვადასხვანაირი მკურნალობა და რეაბილიტაციის მეთოდები.

 

შეიძლება თუ არა ინსულტის პრევენცია?

ინსულტის პრევენცია, როგორც წესი ხდება ჯანსაღი ცხოვრების სტილით. ჯანსაღი კვება, რეგულარული ვარჯიში (exercise), ალკოჰოლის ნორმის დოზებში მიღება და სიგარეტის არ მოწევა (not smoking) საგრძნობლად ამცირებს ინსულტის განვითარების რისკს.

სისხლის წნევისა და ქოლესტერინის დონის შემცირება წამლებით ასევე ამცირებს ინსულტის განვითარების შანსს.

ეს ჯანსაღი მიდგომები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია და აუცილებელია თუ ადრე გქონდათ გარდამავალი იშემიური შეტევა, რადგან ეს მდგოარეობა მნიშვნელოვნად ზრდის ინსულტის განვითარების რისკებს.

ბოლო განხილვის თარიღი: 8/09/2014 შემდეგი განხილვის თარიღი: 8/09/2016