ადენოიდები და ადენოიდექტომია

ადენოტომია არის სწრაფი ოპერაცია ადენოიდების ამოსაკვეთად. ადენოიდები არის მცირე ზომის წარმონაქმნები სასის უკან, ცხვირის უკანა ნაწილში.

 

რა არის ადენოიდები?

ადენოიდები წარმოადგენენ იმუნური სისტემის ნაწილს, რომლებიც იცავენ ორგანიზმს ვირუსებისა და ბაქტერებისაგან.

ადენოიდები გვხვდება მხოლოდ ბავშვებში. ისინი იწყებენ ზრდას დაბადებისთანავე და მაქსიმალურ ზომებს აღწვენ, როდესაც ბავშვი არის სამიდან-ხუთ წლამდე ასაკში. მაგრამ შვიდი-რვა წლის ასაკიდან ისინი იწყებენ უკუგანვითარებას და თინეიჯერობის ასაკის ბოლო წლებისთვის უკვე თითქმის შეუმჩნეველია, ზრდასრულ ასაკში კი მთლიანად ქრება.

ადენოიდები ქრება იმიტომ, რომ მიუხედავად იმისა, რომ ბავშვებში ისინი შეიძლება ეხმარებოდნენ ორგანიზმის დაცვას, ზრდასრულობის ასაკში ისინი უკვე აღარ არიან იმუნური სისტემის მნიშვნელოვანი ნაწილი.

ადენოიდების დანახვა ბავშვის პირის ღრუში ჩახედვით შეუძლებელია.

 

როდის არის საჭირო ადენოიდების მოცილება?

ადენოიდების მოცილება აუცილებელია თუ ისინი შეშუპდა და გადიდდა შემდეგი მიზეზების გამო:

  • ბაქტერიული ან ვირუსული ინფექციების შედეგად (რასაც ადენოიდიტი ეწოდება) - ასეთ შემთხვევაში, მიუხედავად იმისა, რომ ინფექციური პროცესი ალაგდება, ადენოიდები შეიძლება დარჩეს შეშუპებული
  • ალერგიის შედეგად - ალერგენებმა (ნივთიერებები, რომლებიც იწვევენ ალერგიულ რეაქციას) შეძლება გამოიწვიოს ადენოიდების გაღიზიანება და შეშუპება.

ადენოიდების ამოკვეთა ასევე შეიძლება საჭირო გახდეს ყურის განმეორებადი ინფექციების ან წებოვანი ყურის სამკურნალოდ.

 

რა არის ადენოქტომია?

ადენოქტომია არის ადენოიდების მოცილების ოპერაცია, რომელსაც აკეთებს ყელ-ყურ-ცხვირის ქირურგი და ოპერაციას სჭირდება დაახლოებით 30 წუთი.

ბავშვის სახლში წაყვანა, უმეტეს შემთხვევებში იმავე დღესაა შესაძლებელი, როდესაც ანესთეზიის ეფექტები მთლიანად გაივლის.

 

შესაძლო რისკები

ოპერაცია ძალიან მცირე რისკებს შეიცავს და ადენოიდების მოცილება არ გაზრდის ბავშვისთვის ინფექციის განვითარების რისკებს, რადგან ორგანიზმის იმუნური სისტემა ადენოიდების გარეშეც საკმაოდ კარგად ახერხებს ბაქტერიებთან და ვირუსებთან ბრძოლას.

თუმცა, როგორც ყველა ოპერაცია, ამ შემთხვევაშიც არსებობს გართულებების მცირე რისკი, როგორიცაა ინფექცია, სისხლდენა, ცხვირიდან გამონადენი, ან ანესთეზიაზე ალერგიული რეაქცია allergic reaction.   

ადენოტომიის შემდეგ გარკვეული პერიოდის განმავლობაში ასევე შეიძლება განვითარდეს ზოგიერთი დროებითი პრობლემა, როგორებიცაა ყელის ტკივილი, ყურის ტკივილი, ან ცხვირის გაჭედვა, რომელიც რამდენიმე კვირის განმავლობაში შეიძლება გაგრძელდეს.

ბოლო განხილვის თარიღი: 28/07/2014 შემდეგი განხილვის თარიღი: 28/07/2016