ანაფილაქსია (ანაფილაქსიური შოკი)

ანაფილაქსია არის მძიმე, სიცოცხლისთვის პოტენციურად სახიფათო, ალერგიული რეაქცია, რომელიც შეიძლება განვითარდეს ძალიან სწრაფად.

მას ანაფილაქსიურ შოკსაც უწოდებენ.

ანაფილაქსიის ნიშნებია:

  • კანის ქავილი ან ამობურცული, წითელი გამონაყარი კანზე
  • თვალების, ტუჩების, ხელებისა და ფეხების შეშუპება
  • გულის წასვლის შეგრძნება ან თავბრუსხვევა
  • პირის, ყელის ან ენის შეშუპება, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს სუნთქვისა და ყლაპვის გაძნელება
  • ხმაურიანი სუნთქვა
  • მუცლის ტკივილი, გულისრევა და ღებინება
  • კოლაფსი და ცნობიერების დაკარგვა.

 

როგორ უნდა მოვიქცეთ

ანაფილაქსია ყოველთვის უნდა განიხილებოდეს სასწრაფო სამედიცინო მდგომარეობად და თუ შესაძლებელია, მაქსიმალურად სწრაფად უნდა გაკეთდეს ადრენალინის ინექცია.

ზოგიერთ ადამიანს, რომელმაც წარსულში გადაიტანა ანაფილაქსია, შეიძლება თან ქონდეს ადრენალინის მზა შრპიცი. ის უნდა გაკეთდეს ბარძაყის გარეთა ზედაპირზე კუნთში 5-10 წამის განმავლობაში. მზა შპრიცის გამოყენების ინსტრუქცია მოცემულია თვითონ ხელსაწყოზე. ადრენალინის შეყვანის მიუხედავად, აუცილებლად, დარეკეთ 112-ზე და გამოიძახეთ სასწრაფო დახმარება.

თუ 5-10 წუთის შემდეგ, პიროვნება კიდევ ცუდად გრძნობს თავს, უნდა გაკეთდეს მეორე ინექცია, ამჯერად მეორე ბარძაყზე.

მეორე დოზის შეყვანა შესაძლებელია ასევე საჭირო იყოს, თუ ადამიანი მოკლე-ვადიანი უკეთესობის შემდეგ ისევ შეუძლოდ იგრძნობს თავს. დაზარალებული აუცილებლად უნდა იწვეს და ფეხები უნდა ჰქონდეს აწეული სკამზე ან დაბალ მაგიდაზე. თუმცა, თუ აქვს სუნთქვის პრობლემები, მაშინ აუცილებელია, რომ იჯდეს, რომ გაუადვილდეს სუნთქვა.

თუ დაზარალებული ადამიანი უგონოდაა, უნდა მოათავსოთ უსაფრთხო პოზიციაში - რაც ნიშნავს, რომ უნდა იწვეს გვერდზე, ისე რომ ეყრდნობოდეს ფეხს ან ხელს, თავი ოდნავ გადაწეული უნდა ჰქონდეს და ნიკაპი წამოწეული. თუ მისი სუნთქვა ან გულისცემა შეწყდა, საჭიროა გულ-ფილტვის რეანიმაცია. შემდგომი მკურნალობა გაგრძელდება ჰოსპიტალში.

 

გამომწვევბი და მაპროვოცირებელი ფაქტორები

ანაფილაქსია არის ორგანიზმის იმუნური სისტემის ზემგრძნობელობა უვნებელი ნივთიერების მიმართ, მაგალითად საკვების მიმართ. ალერგიული რეაქციის განმაპირობებელ ნივთიერებებს ალერგენები ეწოდება.

ალერგენთან კონტაქტის შემდეგ ანაფილაქსია, როგორც წესი, რამდენიმე წუთში ვითარდება. თუმცა, ზოგჯერ ეს რეაქცია შეიძლება განვითარდეს ოთხი საათის შემდეგაც.

ანაფილაქსიის მაპროვოცირებელი ყველაზე გავრცელებული ფაქტორებია:

 

განმეორებითი ეპიზოდების პრევენცია

თუ ალერგენი იდენტიფიცირებულია, მაშინ ძალიან მნიშვნელოვანია, მომავალში მასთან კონტაქტის თავიდან აცილება.

შეიძლება გადაგამისამართონ სპეციალიზირებულ ალერგოლოგიის კლინიკაში ალერგენის ამოსაცნობად ან მდგომარეობის შემდგომი შეფასებისთვის. იქ მოგაწვდიან ინფორმაციას და რჩევებს, თუ როგორ უნდა მოერიდოთ ალერგენებთან კონტაქტს შემდგომში. მომავალში მსგავს სიტუაციებთან გასამკლავებლად, შეიძლება მოგცენ ადრენალინის ორი მზა შპრიცი.

 

რისკ-ჯგუფები

ანაფილაქსია არ არის ხშირი, მაგრამ ის შეიძლება ნებისმიერ ასაკში შეგვხვდეს. ისეთი ალერგიული დაავადების მქონე ადამიანებისთვის, როგორებიცაა ასთმა ან ატოპიური ეგზემა, ანაფილაქსიის განვითარების რისკი უფრო მაღალია.

მიუხედავად იმისა რომ ეს მდგომარეობა სიცოცხლისთვის სახიფათოა, სიკვდილიანობა დაბალია. გაერთიანებულ სამეფოში ყოველწლიურად ანაფილაქსიის გამო, დაახლოებით, 20 ადამიანი კვდება. სწრაფი და ადეკვატური მკურნალობით, ადამიანთა უმეტესობა სრულიად ჯანმრთელდება.

ბოლო განხილვის თარიღი: 4/12/2014 შემდეგი განხილვის თარიღი: 4/12/2016