აორტის სარქვლის გამოცვლა

აორტის სარქვლის გამოცვლა არის გულზე ღია ქირურგიული ჩარევის ტიპი, რომელიც გამოიყენება აორტის სარქვლის პრობლემების სამკურნალოდ.

 

აორტის სარქველი

გულს აქვს ოთხიკამერა. ორი მცირე ზედა (წინაგული) და ორიც დიდი ქვედა (პარკუჭი).

თითოეულ პარკუჭს აქვს 2 სარქველი:

  • ერთი სარქველი აკონტროლებს სისხლის შესვლას პარკუჭში
  • მეორე სარქველი აკონტროლებს სისხლის გასვლას პარკუჭიდან

თითეული სარქველი შედგება ანჯამის მსგავსი ნაწილებისგან, რასაც სხვანაირად ფურცლებს ან საგდულს უწოდებენ. ეს ანჯამები იხურება და იღება, ისე რომ სისხლს მხოლოდ ერთი მიმართლებით მოძრაობის საშუალებას აძლევს.

აორტის სარქველი აკონტროლებს სისხლის გამოსვლას გულის მარცხენა პარკუჭიდან სხეულის მთავარ არტერიაში - აორტაში, აქედან კი სისხლი მიეწოდება სხეულის დანარჩენ ნაწილებს

პირველად, აორტული სარქველი იხსნება და უშვებს სისხლს სხეულის დანარჩენი ნაწილებისკენ, ხოლო შემდეგ იკეტება და სისხლს აღარ უშვებს გულისკენ.

 

რატომ არის საჭირო აორტის სარქვლის გამოცვლა?

აორტის სარქვლის გამოცვლა შეიძლება იყოს საჭირო 2 მიზეზის გამო:

  • აორტის სარქვლის შევიწროება (სტენოზი) - აორტის სარქველი ვიწროვდება და შეაფერხებს მასში სისხლის გასვლას
  • სარქვლიდან გაჟონვა (რეგურგიტაცია) - აორტის სარქვლიდან მარცხენა პარკუჭში, უკან ბრუნდება სისხლი

თუ აორტის სარქველი არ იფუნქციონირებს სწორად, საჭირო გახდება მისი ქირურგიული შეცვლა.

წაიკითხეთ რათა შეიტყოთ მეტი ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რატომ შეიძლება გახდეს აორტის სარქვლის შენაცვლებითი ოპერაცია საჭირო.

 

როგორ ტარდება აორტის სარქვლის შენაცვლებითი ოპერაცია

ოპერაციის დროს მკერდზე ხდება ჭრილობის გაკეთება, რათა მიაღწიონ გულამდე. შემდეგ გულს აჩერებენ და სისხლის მიმოქცევის შესანარჩუნებლად პაციენტს ხელოვნური გულისა და სუნთქვის მოწყობილობაზე მიაერთებენ.

შემდეგ ხდება აორტის სარქვლის მოშორება და მისი ხელოვნური სარქვლით ჩანაცვლება. ამ ყველაფრის მერე გულს ხელახლა აამუშავებენ და მკერდს დახურავენ.

წაიკითხეთ მეტი იმის შესახებ ინფორმაციის მისაღებად, თუ რა ხდება აორტის სარქვლის ჩანაცვლებითი ქირურგიული ოპერაციის დროს.

 

რისკები

აორტის სარქვლის ჩანაცვლების დროს არსებობს გართულების რისკები, ზოგიერთი მათგანი შეიძლება იყოს სიცოცხლისთვის სახიფათო. 50 დან 1 ადამიანი ამ ოპერაციის შემდეგ გართულებების გამო მალევე გარდაიცვლება.

მაგრამ, თუ არ ვუმკურნალეთ აორტის სტენოზს ან რეგურგიტაციას, მაშინ გართულებების გამო სიკვდილის უფრო მაღალი რისკი იქნება. აორტის სარქვლის ჩანაცვლების უპირატესობა წინასწარ შეფასებული იქნება ქირურგების მიერ.

წაიკითხეთ მეტი აორტის სარქვლის ჩანაცვლების რისკების შესახებ.

 

აორტის სარქვლის ჩანაცვლების ალტერნატივა

აორტის სარქვლის ჩანაცვლება არის აორტის სტენოზის და რეგურგიტაციის ყველაზე ეფექტური მკურნალობა. ალტერნატიული სამკურნალო საშუალებები გამოიყენება იმ შემთხვევაში, თუ ადამიანი ვერ გადაიტანს გულის გახსნის ოპერაციას, ან გართულებების რისკი მაღალია.

აორტის სარქვლის ჩანაცვლების ალტერნატიულ საშუალებებში შედის:

  • აორტის სარქვლის ტრანსკათეტერული იმპლანტაცია - ჩასანაცვლებელი სარქველი თავის ადგილას თავსდება სისხლძარღვების საშუალებით, გულმკერდის გაჭრის გარეშე
  • აორტის სარქვლის ვალვულოპლასტია ბურთის საშუალებით - სარქველი ფართოვდება ბურთის გამოყენებით
  • აორტის სარქვლის უნაკერო ჩანაცვლება - სარქველი ნაკერებით არაა დამაგრებული, ეს ამცირებს გულის აპარატზე მუშაობის საჭირო ხანგრძლივობას

 

რამდენად ხშირია აორტის სარქვლის ჩანაცვლებითი ქირურგია?

ინგლისში 2011 წლის აპრილიდან 2012 წლის აპრილამდე NHS-ის მიერ ჩატარდა აორტის სარქვლის ჩანაცვლებითი 5,000 ოპერაცია.

ეს მოითხოვს სპეციალურ აღჭურვილობასა და კვალიფიციურ ქირურგებს. შეიძლება ადგილობრივ საავადმყოფოში ვერ ჩაატარონ ეს ქირურგიული ჩარევა.

 

აორტის სარქვლის გამოცვლის ილუსტრაცია

1. აორტა

2. კორონარული არტერია

3. სარქვლის პლასტიკური შეკეთება

4. მიტრალური სარქველი

ბოლო განხილვის თარიღი: 3/04/2014 შემდეგი განხილვის თარიღი: 3/04/2016