აქროქორდონი

კანის პოლიპები, იგივე რაც კანის ნიშნები, ან ჰიბროეპითელური პოლიპები არიან პატარა კანის ფერის, ან მოყავისფრო გამონაზარდები კანზე, რომლებიც კანზე არის დაკიდებული და ცოტათი ჰგვანან მეჭეჭებს. ეს საკმაოდ გავრცელებული და უსაფრთხო მდგომარეობაა.

კანის პოლიპის ზომა შეიძლება იყოს რამოდენიმე მილიმეტრიდან 5 სმ-მდე სიგანის.

ისინი ძირითადად ვითარდებიან კისერზე, იღლიებში, საზარდულის გარშემო ან მკერდის ქვეშ.

პოლიპები ასევე შეიძლება განვითარდეს ქუთუთოებზე და დუნდულას ნაკეცში.

 

რატომ ვითარდება კანის პოლიპები?

კანის პოლიპები ნებისმიერ ადამიანს შეიძლება განუვითარდეს, თუმცა უფრო ხშირია მოხუცებში და დიაბეტით დაავადებულ ადგილებში. ორსულ ქალებს უფრო ხშირად უვითარდებათ კანის პოლიპები, რაც გამოწვეულია ჰორმონალური ცვლილებებით. ზოგიერთ ადამიანს კი უვითარდება ყოველგვარი მიზეზის გარეშე.

კანის პოლიპები ხშირად ვითარდება ისეთ ადგილებში, სადაც კანი იხეხება კანთან ან ტანსაცმელთან შეხებით. ამით ხსნიან იმ ფაქტს, თუ რატომ არის უფრო ხშირი მსუქან ადამიანებში.

 

როდის იწვევს კანის პოლიპები პრობლემებს

კანის პოლიპები არის უსაფრთხო და ძირითადად არ იწვევს ტკივილს ან დისკომფორტს. თუმცა, შეიძლება მოგინდეთ მისი მოშორება, თუ ეს მოქმედებს თვითშეფასების უნარზე ან ისეთ ადგილას არის გამოსული, რომელსაც მუდმივად ხედავთ და არ მოგწონთ, ან თუ ხელსგიშლით ტანსაცმლის ტარებაში ან სისხლი მოგდით ხოლმე.

ზოგჯერ კანის პოლიპები თავისით ძვრება კანს, თუ კანი გადაიკეცა და მოხდა ამ პოლიპის სიკვდილი სისხლის მიწოდების შეწყვეტის გამო.

 

კანის პოლიპების მოშორება

თუ კანის პოლიპები გაღიზიანებთ შესაძლებელია მისი მოშორება. მათო მოშორება ადვილია მოწვის ან მოყინვის მეთოდებით, მეჭეჭების მოსაშორებელი პროცედურის მსგავსად. მათი მოშორება ასევე შესაძლებელია ქირურგიული მეთოდითაც, რომლის დროსაც ამ ადგილს გააყუჩებენ ადგილობრივი ანესთეზიით.

თუ კანის პოლიპი მცირე ზომისაა, ვიწყო ფუძით, მაშინ ექიმმა შეიძლება გირჩიოთ მისი მოშორება:

  • მის ფუძეში კბილის ფლოსის (ან ჩვეულებრივი ძაფის) მოჭერით, რაც პოლიპს შეუწყვიტავს სისხლის მიწოდებას და გამოიწვევს მისი სიკვდილს და საბოლოოდ თავისით ჩამოძვრება
  • მისი სტერილური, მცირე ზომის მაკრატლით მოჭრით.

არ შეეცადოთ და თქვენით არ მოიშოროთ დიდი ზომის კანის პოლიპი, რადგან ამან შეიძლება გამოიწვიოს ძლიერი სისხლდენა.

 

კანის პოლიპი, თუ მეჭეჭი?

კანის პოლიპისა და მეჭეჭის გარცევა შეიძლება ძნელი იყოს და ამიტომ თუ არ ხართ დარწმუნებული მიმართეთ ექიმს. ზოგადად შეგიძლიათ გაარჩიოთ შემდეგნაირად:

  • კანის პოლიპები რბილია და გლუვი ზედაპირის, როდესაც მეჭეჭის ზედაპირი უფრო უხეში, მაგარი და უსწორმასწორო ზედაპირისაა
  • კანის პოლიპები ამობურცულია და დაკიდებულია კანზე, მეჭეჭი კი უფრო ბრტყელია
  • კანის პოლიპები არ არის გადამდები, მაგრამ მეჭეჭები ადვილად ვრცელდება სხვა ადამიანებზეც და კანზე უეცარი გამონაზარდი ან რამდენიმე გამონაზარდის კლასტერი უფრო დიდი ალბათობით იქნება მეჭეჭი.

გაიგეთ მეტი მეჭეჭების შესახებ.

ბოლო განხილვის თარიღი: 18/12/2014 შემდეგი განხილვის თარიღი: 18/12/2016