აბსცესი

აბსცესი არის ბაქტერიული ინფექციით გამოწვეული მტკივნეული ჩირქგროვააბსცესი სხეულის ნებისმიერ ადგილას შეიძლება განვითარდეს.

ეს სტატია ყურადღებას ამახვილებს ორი ტიპის აბსცესზე:

  • კანის აბსცესი - ვითარდება ჯანის ქვეშ
  • შინაგანი აბსცესი - ვითარდება სხეულის შიგნით, შიაგანაგ ორგანოზე ან ორგანოებს შორის.

 

სიმპტომები

კანის აბსცესი არის მტკივნეული და შესიებული, ჩირქით სავსე გროვა კანქვეშ. ამ დროს შესაძლებელია ასევე აღინიშნოს ინფექციის სხვა სიმპტომებიც როგორებიცაა მაღალი ტემპერატურა (სიცხე) და შეციება.

შინაგანი აბსცესის იდენტიფიკაცია უფრო ძნელია, მაგრამ ნიშნები ხშირად მოიცავენ ტკივილს გარკვეულ არეში, მაღალ ტემპერატურას და ზოგად სისუსტეს.

გაიგეთ მეტი აბსცესის სიმპტომების შესახებ.

 

როდის უნდა მიმართოთ ექიმს?

თუ ფიქრობთ, რომ შეიძლება გქონდეთ აბსცესი აუცილებლად მიმართეთ ექიმს. ექიმი დაათვალიერებს კანს, ან მიგმართავთ დამატებითი გამოკვლევებისთვის თუ იეჭვებს შინაგანი აბსცესის შემთხვევაზე.

მდგომარეობის განვითარების ადგილმდებარეობის მიხედვით, მისი დიაგნოზირებისთვის არსებობს სხვადასხვა გამოკვლევის მეთოდები.

გაიგეთ მეტი აბსცესის დიაგნოზირების შესახებ.

 

რა იწვევს აბსცესს?

აბსცესების უმავლებობას იწვევს ბაქტერიული ინფექციები.

როდესაც ბაქტერია შედის სხეულში, იმუნური სისტემა შეჭრის ადგილას გზავნის ინფექციასთან მებრძოლ თეთრ უჯრედებს. როცა სისხლის თეთრი უჯრედები ბაქტერიას ანადგურებენ, ახლომდებარე ქსოვილები კვდება. ქსოვილების კვდომის ადგილას ვითარდება ჩაღრმავება, რომელიც ივსება ჩირქით და წარმოიქმნება აბსცესი. ჩირქი შედგება მკვდარი ქსოვილის ნაწილებისგან, მკვდარი სისხლის თეთრი უჯრედებისგან და მკვდარი ბაქტერიებისგან.

შინაგანი აბსცესები ხშირად ვითარდება, როგორც არსებული მდგომარეობის გართულება, როგორიცაა სხეულში არსებული ინფექცია, მაგალითად აპენდიციტის გასკდომის შედეგად განვითარებული ინფექციის შედეგად ბაქტერიები შეიძლება გავცელდეს მუცლის ღრუში და გამოიწვიოს აბსცესის ჩამოყალიბება.

გაიგეთ მეტი აბსცესის გამომწვევი მიზეზების შესახებ.

 

აბსცესის მკურნალობა

კანის მცირე აბსცესი შეიძლება ბუნებრივად გაიწოვოს, ან შეიჭმუხნოს, გამოშრეს და თავისით, მკურნალობის გარეშე გაქრეს.

თუმცა, დიდი ზომის აბსცესები, აბსცესის გასასუფთავებლად, საჭიროებენ ანტიბიოტიკებით მკურნალობას და შესაძლოა საჭირო გახდეს ქირურგიული ოპერაციის ჩატარებაც ჩირქის გამოსადენად. ეს ძირითადად ხდება ან ნემსის შერჭობით კანის გავლით, ან კანზე მცირე ზომის განაკვეთის გაკეთებით.

გაიგეთ მეტი აბსცესის მკურნალობის შესახებ.

 

კანის აბსცესის პრევენცია

კანის აბსცესების უმრავლესობა გამოწვეულია ბაქტერიული ინფექციით, რომლებიც ვითარდება კანის მცირე დაზიანების შედეგად (მცირე ჭროლობიდან), თმის ძირში, ან დაბლოკილ საოფლე ან ცხომოვან ჯირკვლებში.

კანის სისუფთავით, სიჯანსაღით და ბაქტერიებისგან განთავისუფლებით შესაძლებელია კანის აბსცესის განვითარების რისკების შემცირება.

ბაქტერიის გავრცელების რისკების შემცირება შესაძლებელია:

  • ხელების რეგულარული დაბანით
  • ოჯახის წევრების მიერ ხელების რეგულარული დაბანით
  • ოჯახის წევრების მიერ სხვადასხვა პირსახოცების გამოყენებით
  • სანამ აბსცესი საბოლოოდ არ განიკურნება საერთო მოხმარების საგნების გამოყენების თავიდან აცილებით, როგორებიცაა სავარჯიშო დანადგარები, საუნა ან საცურაო აუზი.

არ გამოირწყათ ჩირქი აბსცესიდან თქვენით, რადგან ამ შემთხვევაში ბაქტერია ადვილად ვრცელდება სხეულის სხვა ნაწილებში. თუ ჩირქის მოსაწმენდად იყენებთ ხელსახოცს, მიკრობების გავრცელების თავიდან ასაცილებლად გამოყენებული ხელსახოცი აუცილებლად მაშინვე გადააგდეთ და მაშინვე დაიბანეთ ხელები.

კანის დაზიანების თავიდან ასაცილებლად ფრთხილად მოიხმარეთ საპარსი საშუალებები სახის, იღლიების, ფეხების ან ბოქვენის მიდამოების გაპარსვისას. არ გაუზიაროთ თქვენი საპარსი, ან კბილის ჯაგრისი სხვებს. კანის შემთხვევით გაჭრის შემთხვევაში მაშინვე მოიბანეთ ჭრილობა.

კანის აბსცესის რისკის შემცირებაში ასევე შეიძლება დაგეხმაროთ:

შინაგანი აბსცესის პრევენცია ძნელია, რადგან ის ხშირად სხვა მდგომარეობის გართულების შედეგად ხდება.

 

აბსცესის სხვა სახეობები

აბსცესის მრავალი სხვა სახეობა არსებობს, რომლებიც სრულად არ განიხილება ამ სტატიაში. მათ შორისაა:

  • ანორექტალური აბსცესი - ჩირგროვა სწორ ნაწლავსა და ანუსში
  • ბართოლინის აბსცესი - ჩირქგროვა ერთ-ერთ ბართოლინის ჯირკვალში, რომელიც მდებარეობს  ვაგინის შესავლის ორივე მხარეს
  • ტვინის აბსცესი - იშვიათი, მაგრამ სიცოცხლისთვის საშიში ბაქტერით გამოწვეული ჩირქგროვა, რომელიც მოსდევს თავის ქალის ტრავმას, ქირურგიულ ოპერაციას ან წინმსწრებ ინფექციას
  • კბილის აბსცესი - ბაქტერიული ინფექციით გამოწვეული ჩირქგროვა კბილში
  • პერიტონზილარული აბსცესი - თავისა და კისრის ყველაზე ხშირი ინფექცია, რომელსაც იწვევს ტონზილიტი (ტონზილების ინფექცია)
  • მუცლის ღრუს აბსცესი - გამოწვეულია მუცლის ღრუს ინფექციით - აპენდიციტით, სისხლის ინფექციით ან ბილიარული ტრაქტის ინფექციით
  • ზურგის ტვინის აბსცესი - გამოწვეულია ზურგის ტვინის ინფექციით,  რომელიც იწვევს მის ანთებას (შეშუპებას) და ჩირქის დაგროვებას მის გარშემო.

ბოლო განხილვის თარიღი: 19/07/2017 შემდეგი განხილვის თარიღი: 19/07/2019