ამენორეა

მენსტრუაციის შეწყვეტის ან გამოტოვების მრავალი მიზეზი არსებობს.

ქალების უმრავლესობას მენსტრუაციული პერიოდები აქვთ დაახლოებით 28 დღეში ერთხელ, მაგრამ ეს ციკლი ხშირად უფრო ხანმოკლეა, ან უფრო ხანგრძლივიც და მერყეობს 24-დან 35 დღემდე.

ზოგიერთ ქალს ყოველთვის არ აქვს რეგულარული მენსტრუაციული ციკლი და მათი მენსტრუაციული პერიოდები შეიძლება ხანმოკლე ან ხანგრძლივი იყოს და ეს ხანგრძლივობა შეიძლება მუდმივად იცვლებდეს.

გაიგეთ მეტი არარეგულარული პერიოდების და მძიმე პერიოდების შესახებ.

 

რატომ შეიძლება იცვლებოდეს პერიოდული ციკლი?

მენსტრუაციული პერიოდების ცვლილება მრავალი მიზეზით შეიძლება იყოს გამოწვეული. ძირითადი მიზეზებია:

ზოგჯერ მენსტრუაციული ციკლი ასევე შეიძლება შეწყდეს ხანგრძლივი სამედიცინო მდგომარეობების შედეგად, როგორებიცაა გულის დაავადებები, არაკონტროლირებადი დიაბეტი, ზედმეტად აქტიური ფარისებრი ჯირკვალი, ან საკვერცხის ნაადრევი განლევა.

 

ორსულობა

სქესობრივად აქტიურ ქალებში მენსტრუაციული ციკლის უეცარი შეწყვეტა შეიძლება ორსულობაზე მიუთითებდეს.

ციკლი შესაძლებელია უბრალოდ დაგვიანდეს რამდენიმე დღით და შემდეგ რამდენიმე დღეში დაიწყოს. თუმცა თუ არ დაიწყო, ორსულობის დასადასტურებლად შესაძლებელია ორსულობის ტესტის გაკეთება.

გასათვალისწინებელია, რომ რამდენიმე დღით დაყოვნებული პერიოდის შემთხვევაშიც შესაძლებელია დაორსულება. ეს შესაძლებელია მოხდეს, თუ კვერცხუჯრედის გამოყოფა (ოვულაცია) დაყოვნდება, მაგალითად ავადმყოფობის ან სტრესის შედეგად.

 

სტრესი

სტრესის შედეგად მენსტრუაციული ციკლი შეიძლება შემცირდეს, ან გახანგრძლივდეს, ან საერთოდ შეწყდეს, ან გახდეს უფრო მტკივნეული.

სტრესთან გასამკლავებლად რეკომენდირებულია, რომ მუდმივად გქონდეთ რელაქსაციის დრო. რელაქსაციაში დაგეხმარებათ რეგულარული ვარჯიში, როგორიცაა სირბილი, ცურვა, ან იოგა. ასევე შეიძლება დაგეხმაროთ სუნთქვითი ვარჯიშებიც.

 

წონის უეცარი დაკლება

მენსტრუაციული ციკლის მოშლა შეიძლება განპირობებული იყოს წონის უეცარი ან სწრაფი დაკლებითაც. დღიურად მიღებული კალორიების რაოდენობის ძლიერმა შეზღუდვამ შეიძლება გამოიწვიოს ოვულაციისთვის საჭირო ჰორმონების გამოყოფის შეზღუდვა.

ამის გამო წონის დასაკლებად აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ რჩევები წონის სწორად და ჯანსაღად დასაკლებად. გაიგეთ მეტი წონის დაკლების შესახებ.

 

ჭარბწონიანობა ან სიმსუქნე

ჭარბწონიანობამ ან სიმსუქნემ ასევე შეიძლება იმოქმედოს მენსტრუაციულ ციკლზე. ჭარბწონიანობის დროს ორგანიზმმა შეიძლება გამოყოს ესტროგენის ჭარბი რაოდენობა; ეს ჰორმონი არეგულირებს რეპროდუქციულ (განაყოფიერების) სისტემას ქალებში.

ჭარბი რაოდენობით ესტროგენმა კი შეიძლება იმოქმედოს ყოველთვიური პერიოდდების სიხშირეზე და ასევე გამოიწვიოს პერიოდების შეწყვეტაც კი.

გაიგეთ მეტი თუ როგორ უნდა დაიკლოთ წონაში.

 

ზედმეტი ვარჯიში

დაძაბული ფიზიკური ვარჯიში, რომელიც იწვევს ორგანიზმის დაძაბულობას მოქმედებს ჰორმონების გამოყოფაზეც. ინტენსიური ფიზიკური ვარჯიშის შედეგად სხეულის ცხიმის დიდი რაოდენობით დაწვამ შეიძლება შეაჩეროს ოვულაცია.

ასეთ შემთხვევაში ექიმმა შეიძლება გირჩიოთ ფიზიკური აქტივობის თანდათანობით შემცირება.

 

კონტრაცეფციული აბები

კონტრაცეფციული აბების მიღების დროს ხშირად ხდება პერიოდების გამოტოვება და ეს არ არის სანერვიულო.

ზოგიერთი სახის ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალებები კი საერთოდ აჩერებს მენსტრუაციულ პერიოდებს. თუმცა მათი მოხმარების შეწყვეტის შემდეგ პერიოდები უნდა დაუბრუნდეს ჩვეულ რითმს.

 

მენოპაუზა

პერიოდების გამოტოვება ბუნებრივია მენოპაუზის ასაკთან მიახლოების დროს, რადგან ამ დროს იწყება ესტროგენის დონის თანდათანობით შემცირება და ოვულაცია უფრო ნაკლებად რეგულარული ხდება. მენოპაუზის შემდეგ კი მენსტრუაციული პერიოდები საერთოდ წყდება.

მენოპაუზა ქალის ასაკში შესვლის ბუნებრივი ნაწილია, რომელიც ძირითადად ხდება 45-დან 55 წლამდე ასაკში. თუმცა, ქალების 1%-ში მენოპაუზა 40 წლამდე ასაკში დგება. ეს ცნობილია, როგორც ნაადრევი მენოპაუზა, ან საკვერცხის ნაადრევი განლევა.

 

პოლიკისტური საკვერცხის სინდრომი

პოლიკისტური საკვერცხის სინდრომი არის ამენორეის გამომწვევი ხშირი მდგომარეობა. ეს მდგომარეობა ქალების დაახლოებით 10%-შია გამოვლენილი და მენსტრუალიული ციკლის შეჩერების შემთხვევების დაახლოებით 30%-ს მოიცავს.

პოლიკისტური საკვერცხეები შეიცავენ დიდი რაოდენობით უვნებელ ფოლიკულებს, რომლებიც წარმოადგენენ ჩამოუყალიბებელ პარკუჭებს, სადაც ვითარდება კვერცხუჯრედები. ამ მდგომარეობის დროს, ამ პარკუჭებიდან ხშირად ვერ ხდება კვრცხუჯრედის გამოთავისუფლება, რაც ნიშნავს, რომ ოვულაცია არ ხდება.

 

როდის გვჭირდება სამედიცინო კონსულტაცია

აუცილებლად მიმართეთ ექიმს, თუ არ ხართ ორსულად (რაც ნიშნავს, რომ ორსულობის ტესტმა აჩვენა უარყოფითი პასუხი) და მენსტრუაცია ზედიზედ არ მოგსვლიათ სამჯერ.

სქესობრივად აქტიურმა ქალებმა, ექიმთან მიმართვამდე სასურველია გაიკეთონ ორსულობის ტესტი, რომ დარწმუნდნენ, ხომ არ არის ეს მდგომარეობა ორსულობით გამოწვეული.

ექიმმა შეიძლება გკითხოთ:

  • სამედიცინო ისტორია
  • ოჯახის სამედიცინო ისტორია
  • სქესობრივი ისტორია
  • ემოციური მდგომარეობა
  • ახლო წარსულში სხეულის წონის ცვლილება
  • ვარჯიშის რაოდენობა.

ექიმმა შეიძლება გირჩიოთ მოცდა, რომ დააკვირდეთ დაბრუნდება თუ არა პერიოდები თავისით. ზოგიერთ შემთხვევაში კი შეიძლება საჭირო გახდეს მკურნალობა.

ექიმთან მიმართვა ასევე საჭიროა თუ პერიოდი შეწყდა 45 წლამდე ასაკში, ან კვლავ არის სისხლდენა 55 წელს გადაცილებულ ასაკში.

 

სპეციალისტთან მიმართვა

თუ ოჯახის ექიმი იეჭვებს, რომ მენსტრუაციული ციკლის შეჩრება რაიმე თანმდევი სამედიცინო მდგომარეობით შეიძლება იყოს გამოწვეული, მაშინ ის მიგმართავთ სპეციალისტთან დამატებითი გამოკვლევებისთვის.

იმის მიხედვით, თუ რას ფიქრობს თქვენი ოჯახის ექიმი ამენორეის გამომწვევ მიზეზზე, შეიძლება გაგაგზავნოთ გინეკოლოგთან (ქალის რეპროდუქციული სისტემის დარღვევების სპეციალისტი) ან ენდორინოლოგთან (ჰორმონალური დარღვევების სპეციალისტი).

შესაძლებელია საჭირო გახდეს სრული გინეკოლოგიური შემოწმება და სხვადასხვა გამოკვლევები, მათ შორის:

  • სისხლის ანალიზები - რომ შეამოწმონ გარკვეული ჰორმონების ანომალიური დონეების არსებობა, როგორებიცაა პროლაქტინი, ფარისებრის მასტიმულირებელი ჰორმონი, ფოლიკულების მასტიმულირებელი ჰორმონი, ან ლუტეინიზირებული ჰორმონი
  • ულტრაბგერითი გამოკვლევა, კომპიუტერული ტომოგრაფია ან მაგნიტურ რეზონანსული სკანირება -  რომ შეამოწმონ რეპროდუქციული სისტემა ან ჰიპოფიზის ჯირკვალი ტვინში.

 

მურნალობა

მკურნალობა დამოკიდებუილა მის გამომწვევ მიზეზზე.

მაგალითად, თუ მიზეზი არის პოლიკისტური საკვერცხის სინდრომი, მაშინ შეიძლება რეკომენდაცია გაუწიონ კონტრაცეფტიულ აბებს ან პროგესტერონის შემცველ აბებს.

გაიგეთ მეტი პოლიკისტური საკვერცხის სინდრომის მკურნალობის შესახებ.

თუ მიზეზი ნაადრევი მენოპაუზაა (საკვერცხის ნაადრევი განლევა), ეს ნიშნავს, რომ საკვერცხეები უკვე ვეღარ ფუნქციონირებენ ნორმალურად და ამ შემთხვევაში ძირითადად რეკომენდირებულია ჰორმონალური მკურნალობა. მკურნალობა შეიძლება მოიცავდეს კონტრაცეპტიულ აბებს, ან ჰორმონების ჩანაცვლების თერაპიას.

თუ მიზეზი ზედმეტად აქტიური (ჰიპერაქტიური) ფარისებრი ჯირკვალია (ჰიპერთირეოზი), შეიძლება დაინიშნოს წამლები ფარისებრი ჯირკვლის მიერ გამომუშავებული ჰორმონების რაოდენობის შესამცირებლად.

გაიგეთ მეტი ჰიპერთირეოზის მკურნალობის შესახებ.

ბოლო განხილვის თარიღი: 28/07/2017 შემდეგი განხილვის თარიღი: 28/07/2019