მენოპაუზა

მენოპაუზის დროს სიმპტომების შესამსუბუქებლად მკურნალობა ყველა ქალს არ სჭირდება, მაგრამ სიმპტომების სიმძიმის შემთხვევაში არის მათი შემსუბუქების საშუალებები.

მკურნალობის ძირითადი მეთოდი მოიცავს ჰორმონის ჩანაცვლების თერაპიას (hormone replacement therapy (HRT)), თუმცა სხვა სიმპტომების შესამსუბუქებლად არსებობს სხვა საშუალებებიც.

 

ჰორმონის ჩანაცვლებითი თერაპია (ჰჩთ)

ორმონების ჩანაცვლების თერაპია გულისხმობს ორგანიზმის მიერ შემცრებული ჰორმონის ესტროგენის დონის ხელოვნურად აწევას ამ ჰორმონის მიღებით. ამ მეთოდს შეუძია მენოპაუზასთან დაკავშრებული მრავალი სიმპტომის შემსუბუქება.

მკურნალობის ეს მეთოდი 2000-იანი წლების დასაწყისიდან აღარ გამოიყენებოდა ხშირად, რადგან მოიაზრებოდა, რომ შეეძლო მკერდის კიბოს გამოწვევა. თუმცა დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის ეროვნული სამსახური ახალი რეკომენდაციების მიხედვით (იხილეთ ლინკი: new guidelines) მკურნალობის ეს მეთოდი ეფექტურია და უნდა გამოიყენებოდეს მენოპაუზის სიმპტომების სამკურნალოდ, ოღონდ პაციენტთან მისი სარგებლის და რისკების წინასწარ გაცნობის შემდეგ.

ამ თერაპიის 2 ძირითადი სახეობა გამოიყენება:

  • კომბინირებული ჰჩთ (ესტროგენის და პროგესტერონის ჩანაცვლება) - იმ ქალებისთვის ვისაც აქვთ მენოპაუზის სიმპტომები და ასევე აქვთ საშვილოსნო (რადგან მხოლოდ ესტროგენმა შესაძლებელია გაზარდოს საშვილოსნოს კიბოს განვითარების რისკი)
  • მხოლოდ ესტროგენის ჰჩთ - რეკომენდირებულია ქალებისთვის, ვისაც ამოკვეთილი აქვთ საშვილოსნო (ჰისტერექტომია).

ჰჩთ ხელმისაწვდომია კრემის, გელის, ტაბლეტის, კანზე დასაკრობის ან იმპლანტის სახით.

თუმცა, მკურნალობის ეს მეთოდი არ არის რეკომენდირებული ზოგიერთი ქალისთვის, განსაკუთრებით მათთვის ვისაც ადრე ჰქონია გარკვეული სახეობის მკერდის კიბო, ან მათთვის ვისაც აქვს მკერდის კიბოს განვითრაების მაღალი რისკი.

წაიკითხეთ მეტი მისი გვერდითი ეფექტების, შესაძლებლობების და დოზების შესახებ (HRT).

 

ცხელების და ღამის ოფლიანობის შეწყვეტა

ქვემოთ ჩამოთვლილი რჩევები დაგეხმარებათ ცხელების და ღამის ოფლიანობის შემსუბუქებაში ეს ასევე შეგიმცირებთ ძილის და ხასიათის ცვლილების პრობლემებს (night sweats), ამისთვის რეკომენდირებულია, რომ:

  • რეგულარულად ივარჯიშოთ
  • ჩაიცვათ მსუბუქი ტანსაცმელი
  • ღამე საძინებელი ოთახი გააგრილეთ
  • შეეცადეთ შეამციროთ სტრესის დონე (reduce your stress levels)
  • მიიღეთ გრილი შხაპი, ან დალიეთ ცივი წყალი
  • მოერიდეთ პოტენციურ მაპროვოცირებელ ფაქტორებს, როგორებიცაა ცხარე საკვები, კოფეინი, სიგარეტის მოწევა და ალკოჰოლი
  • ჭარბწონიანობის შემთხვევაში დაიკლეთ წონა.

ძილის პრობლემების მოსაგვარებლად საჭიროა მოერიდოთ ძილისწინ ვარჯიშს და ყოველდღე დაიძინოთ ერთი და იგივე დროს.

 

ვაგინალური სიმშრალე და დისკომფორტი

ვაგინალური სიმშრალის, ტკივილის ან ქავილის დროს, რაც გამოწვეულია მენოპაუზით, ექიმმა შეიძლება დანიშნოს ესტროგენით მკურნალობა, რომელიც თავსდება საშოში. ამის გამოყენება ჰორმონების ჩანაცვლების თერაპიასთან ერთადაც შესაძლებელია. ეს საშუალება ძირითადად სამუდამოდ არის საჭირო, რადგან მისი ამოღების შემთხვევაში სიმპტომები ისევ ბრუნდება, თუმცა მისი გვერდითი ეფექტები ძალიან იშვიათია.

ვაგინალური სიმშრალის სამკურნალოდ ასევე შესაძლებელია ვაგინალური ლუბრიკანტების ან დამატენიანებლების გამოყენებაც.

 

ძვლების სისუსტე

მენოპაუზის შემდეგ ქალებში იზრდება ოსტეოპოროზის (ძვლების დასუსტების) განვითარების რისკი, რადგან სხეულში მცირდება ესტროგენის დონე.

ოსტეოპოროზის განვითარების რისკის შემცირება შესაძლებელია:

  • ჰორმონების ჩანაცვლების თერაპიით - ამ თერაპიას შეუძლია ოსტეოპოროზის პრევენცია, თუმცა მკურნალობის დამთავრების შემდეგ ეს ეფექტი აღარ გრძელდება
  • რეგულარული ვარჯიშით - მათ შორის სიმძიმეების აწევის და წინააღმდეგობრივი ვარჯიშებით
  • ჯანსაღი და ბალანსირებული კვებით, რომელიც შეიცავს დიდი რაოდენობით ხილს, ბოსტნეულს და კალციუმის წყაროს, როგორებიცაა რძის პროდუქტები
  • მზეზე მიფიცხებით - მზის სხივები კანზე მოხვედრის შემდეგ იწყებს სხეულში D ვიტამინის წარმოქმნის პროვოცირებას, რაც ეხმარება ძვლების გამაგრებაში
  • სიგარეტის მოწევის თავის დანებებით და ალკოჰოლის რაოდენობის შემცირებით
  • კალციუმის და/ან D ვიტამინის დანამატების მიღებით.

 

ადრეული მენოპაუზა

მოუმწიფებელი მენოპაუზა, რომელიც ასევე ცნობილია, როგორც საკვერცხის ნაადრევი განლევა (ან უკმარისობა) ხდება მაშინ, როდესაც მენოპაუზა ვითარდება 40 წლამდე ქალებში.

ამისთვის 2 ძირითადი სამკურნალო საშუალება გამოიყენება: ჰორმონების ჩანაცვლების თერაპია, ან კომბინირებული კონტრაცეფციის აბები, რადგან ორივე მათგანი შეიცავს ესტროგენს და პროგესტერონს.

მკურნალობის ორივე მეთოდს შეუძია პრობლემური სიმპტომების შემსუბუქება და ოსტეოპოროზის რისკის შემცირება.

ექიმი მკურნალობას რეკომენდაციას გაუწევს ბუნებრივი მენოპაუზის დადგომის ასაკამდე (45-დან 55 წლამდე).

 

მომდევნო ვიზიტები ექიმთან

თუ იღებთ ჰჩთ-ს, ექიმთან ვიზიტი დაგჭირდებათ მკურნალობის დაწყებიდან 3 თვის შემდეგ და ამის შემდეგ ყოველწლიურად. ამ ვიზიტების დროს ექიმი:

  • დარწმუნდება რომ სიმპტომები არის კონტროლის ქვეშ
  • შეგეკითხებათ გვერდითი ეფექტების და სისხლდენის ფორმის შესახებ
  • შეგიმოწმებთ წონას და სისხლის წნევას.
  • განიხილავს თქვენთან ერთად ჰჩთ-ის ტიპს
  • განიხილავს, როდის არის შესაძლებელი მკურნალობის შეწყვეტა.

ქალების უმრავლესობას მკურნალობა რამდენიმე წლის განმავლობაში სჭირდება, სანამ სიმპტომების უმრავლესობა არ გაქრება.

ბოლო განხილვის თარიღი: 1/11/2016 შემდეგი განხილვის თარიღი: 1/11/2018