ამბლიოპია

ზარმაცი თვალი ე.წ ამბლიოპია არის ბავშვობაში ჩამოყალიბებული მხედველობის პრობლემა, როდესაც ერთ-ერთი თვალი არასწორი ვითარება.

ეს ძირითადად ნიშნავს, რომ ბავშვი ერთი თვალით უფრო ცხადად ხედავს ვიდრე მეორეთი და მისი მხედველობა დამოკიდებულია “ჯანსაღ” თვალზე.

დადგენილია რომ ყოველი 30-50 ბავშვიდან 1- ს უვითარდება ზარმაცი თვალი და ამის დიაგნოსტიკა ძირითადად 4 წლის ასაკში ხდება.

ზარმაცი თვალი ზოგჯერ შეიძლება ორივე თვალზე განვითარდეს, თუმცა ეს იშვიათია.

 

როგორ გავიგო აქვს თუ არა ჩემს ბავშვს ზარმაცი თვალი?

ძირითადად ზარმაცი თვალი არ იწვევს სიმპტომებს. პატარა ბავშვები ხშირად ვერ ამჩნევენ თავიანთი მხედველობის პრობლემას და თუ ამჩნევენ უჭირთ ამის გადმოცემა.

მოზრდილ ბავშვს უკვე შეუძლია მხედველობის პრობლემაზე საუბარი და ამბობენ, რომ ერთი თვალით ხედავენ უკეთესად ვიდრე მეორეთი და ეს პრობლემას უქმნით კითხვაში, წერასა და ხატვაში.

ზოგიერთ შემთხვევაში შეიძლება შეამჩნიოთ რომ, ბავშვის თვალები სხვადასხვანაირად გამოიყურება, თუმცა ეს ძირითადად სხვა მდგომარეობის ნიშანია, რომელიც იწვევს ზარმაც თვალს, როგორებიცაა:

  • სიელმე (squint) - როდესაც სუსტი თვალი მიმართულია შიგნით, გარეთ, ზემოთ ან ქვემოთ, როდესაც მეორე (ჯანსაღი) თვალი იყურება პირდაპირ
  • რეფრაქციული შეცდომა - როდესაც ბავშვი არის ან ახლომხედველი (მიოპია)  ან შორსმხედველი (ჰიპეროპია)
  • ბავშვობის კატარაქტა - გაუმჭვირვალე ლაქები, რომლებიც ვითარდება თვალის ლინზაზე (ბროლზე), რომელიც მოთავსებულია თვალის გამჭვირვაე ფენის შიგნით თვალის წინა მხარეს რქოვანაში.

ბავშვის თვალის შემოწმება შესაძლებელია ხელის დაფარებით ჯერ ერთ თვალზე შემდეგ კი მეორეზე. ამ დროს ბავშვმა “ჯანსაღ” თვალზე ხელის დაფარების დროს შეიძლება გაგიწიოთ წინააღმდეგობა, როდესაც სუსტ (ზარმაც) თვალზე დაფარებისას არ ჰქონდეს იგივე რეაქცია.

ასეთ შემთხვევაში, თუ ბავშვმა სცადა და გაგაწევინათ ხელი ერთი თვალიდან, მაგრამ არ ჰქონდა რეაქცია მეორე თვალზე დაფარებისას, ეს შეიძლება იყის იმის ნიშანი, რომ ერთი თვალიდან ხედავს უკეთესად ვიდრე მეორედან.

 

როდის მივმართოთ ექიმს

ზარმაცი თვალის დიაგნოზი ისმევა მაშინ, როდესაც ხდება ბავშვის თვალის რუტინული შემოწმება.

ბავშვებისთვის თვალის შემოწმება უნდა მოხდეს მაშინ, როდესაც ისინი იქნებიან საკმარისად დიდები თვალის ტესტის გასაკეთებლად, რაც ძირითადად ხდება 3.5 წლის ასაკში.

ზარმაცი თვალის მკურნალობა უკვე ძნელდება 4.5 წლის ასაკიდან, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია მხედველობის ტესტის ჩატარება 3.5-დან 4.5 წლის ასაკამდე.

თუმცა, ნებისმიერ ასაკში მიმართეთ ექიმს, თუ გაგიჩნდებათ ეჭვი, რომ ბავშვს შეიძლება ჰქონდეს მხედველობის პრობლემები.

გაიგეთ მეტი ზარმაცი თვალის დიაგნოზირების შესახებ.

 

რა იწვევს ზარმაც თვალს?

თვალები კამერასავით მუშაობს. სინათლისგან შედგენილი გამოსახულება თვალის ბროლის გავლით აღწევს სინათლისადმი მგრძნობიარე ქსოვილის შრეზე - თვალის ბადურაზე.

ბადურა ნერვული სიგნალის საშუალებით გამოსახულებას გადასცემს ტვინს. ტვინი შემდეგ ამ სიგნალებს აიერთიანებს და ქმნის სამ განზომილებიან სურათს.

ზარმაცი თვალი ვითარდება მაშინ, როდესაც ტვინთან არ ხდება სწორი კავშირი. ეს შეიძლება გამოწვეული იყოს:

  • თვალში შემავალი სინათლის რაოდენობის შემცირებით
  • თვალში ფოკუსირების უნარის ნაკლებობით
  • თვალებს შორის გამოსახულებების სხვაობით - როდესაც თვალებიდან მიღებული გამოსახულებები არ არის ერთნაირი, მაგალითად სიელმის დროს.

თუ დროულად არ ვუმკურნალებთ ამ მდგომარეობებს, ამან შეიძლება გამოიწვიოს ცენტრალური მხედველობის მუდმივი დაქვეითება.

გაიგეთ მეტი ზარმაცი თვალის გამომწვევი მიზეზების შესახებ.

 

ზარმაცი თვალის მკურნალობა

ზარმაცი თვალის უმეტესი შემთხვევების განკურნალობა შესაძლებელია და ეს მოიცავს ორ საფეხურს.

პირველად ხდება მოცემული პრობლემის მოგვარება. ამის გაკეთება შესაძლებელია სათვალებიის გამოყენებით, რომელიც გაასწორებს ფოკუსირებას და რომელიც ხშირად ეხმარება სიელმის გამოსწორებაშიც.

ამის შემდეგ, ბავშვს აიძულებენ ზარმაცი თვალის ხელახლა გამოყენებას. ამისთვის გამოიყენება თვალის ასახვევი ჯანსაღ თვალზე ან თვალის წვეთები ძლიერი თვალის მხედველობის დროებით შესასუსტებლად.

მკურნალობა ძირითადად ეფექტურია, მაგრამ სრული ეფექტისთვის შესაძლებელია მრავალი თვე დასჭირდეს.

გაიგეთ მეტი ზარმაცის თვალის მკურნალობის შესახებ

ბოლო განხილვის თარიღი: 31/05/2017 შემდეგი განხილვის თარიღი: 31/05/2019