ართრიტი

ართრიტი გავრცელებული მდგომარეობაა, რომელიც სახსრის ტკივილსა და ანთებას იწვევს.

დიდ ბრიტანეთში, დაახლოებით 10 მილიონ ადამიანს აქვს ართრიტი. დაავადება ნებისმიერი ასაკის ადამიანს შეიძლება დაემართოს, მათ შორის ბავშვებსაც (იხ.ქვემოთ).

 

ართრიტის სახეობები

ართრიტის ორი ყველაზე გავრცელებული ფორმაა ოსტეოართრიტი და რევმატოიდული ართრიტი.

 

ოსტეოართრიტი

ოსტეოართრიტიდიდ ბრიტანეთში ართრიტის ყველაზე გავრცელებული ფორმაა (დაავადებულთა რიცხვი დაახლოებით 8 მილიონს აღწევს). ეს სახეობა ყველაზე ხშირად ემართებათ 50 წელს გადაცილებულ ადამიანებს და ასევე უფრო ხშირია ქალებში და ამ დაავადების ოჯახური ისტორიის მქონე ადამიანებში. თუმცა, ეს პათოლოგია სახსრის დაზიანების ან სხვა პათოლოგიების შემთხვევაში (როგორებიცაა ნიკრისის ქარი (პოდაგრა), ან რევმატოიდული ართრიტი) ნებისმიერ ასაკობრივ ჯგუფში შეიძლება განვითარდეს.

თავდაპირველად, ოსტეოართრიტი სახსრის გლუვი ხრტილის შრეს აზიანებს, რის შედეგადაც მოძრაობა რთულდება. ეს იწვევს ტკივილსა და სახსრის დაჭიმულობას.

ამის შემდეგ, სახსრის ხრტილი თხელდება, უხეშდება და მყესებზე და იოგებზე იზრდება დატვირთვა, რაც იწვევს შეშუპებას და წანაზარდებს ძვალზე, რომლებსაც ოსტეოფიტებს უწოდებენ.

ოსტეოართრიტის დროს, ძვლებს შორის არსებული ხრტილის (შემაერთებელი ქსოვილი) დაშლა იწვევს ძვლების ერთმანეთზე ხახუნს და ცვლის ძვლების ნორმალურ განლაგებას.

ეს მდგომარეობა ყველაზე ხშირად ვითარდება ხელებზე, ზურგზე, მუხლებზე და ბარძაღის სახსრებზე.

 

რევმატოიდული ართრიტი

დიდ ბრიტანეთში, ამ პათოლოგიით დაავადებულთა რიცხვი 400 000 აღემატება. ჩვეულებრივ დაავადება 40-50 წლის ასაკში იწყება. ქალებში რევმატოიდული ართრიტის განვითარების რისკი 3-ჯერ უფრო მაღალია.

რევმატოიდული ართრიტი და ოსტეოართრიტი ორი სხვადასხვა პათოლოგიაა. რევმატოიდული ოსტეოართრიტი ვითარდება, როდესაც ორგანიზმის იმუნური სისტემა უტევს სახსრებს, რაც იწვევს მათ ტკივილსა და შეშუპებას.

პირველად ზიანდება სახსრების გარეთა საფარველი (სინოვიუმი), ამის შემდეგ პროცესი მთელ სახსარში ვრცელდება, რაც კიდევ უფრო მეტ შეშუპებას და სახსრის ფორმის შეცვლას იწვევს. ეს პროცესები საბოლოო ჯამში ძვლებისა და ხრტილის დაშლას იწვევენ.

რევმატოიდული ართრიტის მქონე პაციენტებს ხშირად სხვა ქსოვილებთან და ორგანოებთან დაკავშირებული პრობლემებიც უვითარდებათ.

 

ართრიტის სხვა ფორმები და მასთან დაკავშირებული პათოლოგიები

  • მაანკილოზებელი სპონდილიტი (Ankylosing spondylitis) - ხანგრძილი ანთებითი მდგომარეობაა, რომელიც ხერხემლის ძვლების, კუნთებისა და იოგების დაზიანებით მიმდინარეობს. დაჭიმულობასთან ერთად შესაძლოა განვითარდეს სხვა პრობლემებიც, მათ შორის მყესების, თვალებისა და მსხვილი სახსრების შეშუპება.
  • კისრის სპონდილოზი (Cervical spondylosis) - ასევე ცნობილია დეგენერაციული ოსტეოართრიტის სახელწოდებით. ეს პათოლოგია აზიანებს კისრის ძვლებსა და სახსრებს, რაც იწვევს მის ტკივილსა და გაშეშებას.  
  • ფიბრომიალგია (Fibromyalgia) - იწვევს კუნთების, იოგებისა და მყესების ტკივილს
  • წითელი მგლურა - სხვადასხვა ორგანოებისა და ქსოვილების დაზიანებით მიმდინარე ავტოიმუნური დაავადებაა
  • პოდაგრა (ნიკრისის ქარი) - ართრიტის ერთ-ერთი ფორმაა, რომელიც ორგანიზმში ჭარბი რაოდენობით შარდმჟავის დაგროვების შედეგად ვითარდება. ეს ნივთიერება ნებისმიერ სახსარში შეიძლება დაგროვდეს (განსაკუთრებით კი ტერფზე, ცერა თითის სახსრებში). ამ პათოლოგიისთვის დამახასიათებელია ძლიერი ტკივილი, სიწითლე და შეშუპება.
  • ფსორიაზული ართრიტი - ფსორიაზით (psoriasis) დაავადებული პაციენტების სახსრების ანთებითი დაავადება
  • ენტეროპათიური ართრიტი - ქრონიკული, ანთებითი ართრიტის ერთ-ერთი ფორმა, რომელიც დაკავშირებულია ნაწლავის ანთებით დაავადებასთან. ნაწლავის ანთებითი დაავადების 2 ყველაზე გავრცელებული ფორმა წყლულოვანი კოლიტი (ulcerative colitis) და კრონის დაავადებაა (Crohn's disease). ამ პათოლოგიების მქონე ყოველ მე-5 პაციენტს სიცოცხლის მანძილზე განუვითარდება ენტეროპათიული ართრიტი. ამ დროს ყველაზე მეტად  პერიფერიული (კიდურები) სახსრები და ხერხემალი ზიანდება.
  • რეაქტიული ართრიტი – შეუძლია გამოიწვიოს სახსრების, თვალებისა და შარდსადენის (მილი, რომლის მეშვეობითაც შარდი გამოიყოფა) ანთება. ის ხშირად ნაწლავური, შარდ-სასქესო ან უფრო იშვიათად ყელის ინფექციების გადატანიდან მოკლე პერიოდში აღმოცენდება.
  • მეორეული ართრიტი – ართრიტის ერთ-ერთი ფორმაა, რომელიც შეიძლება განვითარდეს სახსრის დაზიანების შემდეგ (ხანდახან წლების შემდეგაც).
  • რევმატიული პოლიმიალგია – 50 წელს გადაცილებულ ადამიანებს ემართებათ, ამ პათოლოგიის დროს იმუნური სისტემა იწვევს კუნთის ტკივილს, გაშეშებასა და სახსრის ანთებას.

 

ართირიტის სიმპტომები

ართრიტის სიმპტომები დამოკიდებულია ართრიტის კონკრეტულ ფორმაზე.

ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია სწორი დიაგნოზის დასმა, როდესაც შემდეგი სიმპტომები გაწუხებთ:

  • სახსრის ტკივილი, გაზრდილი მგრძნობელობა დადაჭიმულობა
  • სახსრების შიგნით და მის ირგვლივ არსებული ანთება
  • სახსრების შეზღუდული მოძრაობის უნარი
  • სახსრების მიდამოებში აღინიშნება ტემპერატურის მომატება და სიწითლე
  • სისუსტე და კუნთების განლევა.

 

ართრიტი და ბავშვები

ამ დაავადებას ხშირად ხნიერ პაციენტებს უკავშირებენ, თუმცა ართრიტი შეიძლება ბავშვებსაც დაემართოთ. დიდ ბრიტანეთში ამ პათოლოგიით დაახლოებით 15 000 ბავშვი და ახალგაზრდაა დაავადებული.

ბავშვებში აღმოცენებული ართრიტების უმრავლესობა ასევე ცნობილია იუვენილური იდიოპათიური ართრიტის სახელწოდებით. ართრიტის ეს ფორმა იწვევს ერთი ან ერთზე მეტი სახსრის ტკივილსა და ანთებას არანაკლებ 6 კვირის განმავლობაში.

მიუხედავად იმისა, რომ იუვენილური იდიოპათიური ართრიტის გამომწვევი მიზეზი უცნობია, ბავშვის ზრდასთან ერთად მისი მდგომარეობა უმჯობესდება, რაც იმას ნიშნავს, რომ ასეთ ავადმყოფებს ნორმალურად ცხოვრებაც შეუძლიათ.

ამ პათოლოგიის ძირითადი ფორმები ქვემოთაა განხილული. იუვენილური იდიოპათიური არტრიტის შესახებ მეტი ინფრომაციისთვის იხ.different types of juvenile idiopathic arthritis.

 

ოლიგო-სახსროვანი იუვენილური იდიოპათიური ართრიტი (Oligo-articular JIA)

ოლიგოსახსროვანი ართრიტი იუვენილურიიდიოპათიური ართრიტის ყველაზე გავრცელებული ფორმაა. ანთებითი პროცესი მოიცავს 5 სახსარზე ნაკლებს, მათ შორის ყველაზე ხშირად მუხლის, კოჭისა და მაჯის სახსრები ზიანდება.

ოლიგოსახსროვან იუვენილურ ართრიტს კარგი პროგნოზი აქვს და მისი გრძელვადიანი ეფექტებიც იშვიათია. თუმცა, ართრიტის ამ ფორმით დაავადებულ ბავშვებში თვალის პრობლემების რისკი საკმაოდ მაღალია, ამიტომ რეკომენდირებულია ოფთალმოლოგთან (თვალის ექიმი) თვალის რეგულარული გამოკვლევების (eye tests) ჩატარება.

 

პოლისახსროვანი იუვენილური იდიოპათიური ართრიტი (პოლიართრიტი - Polyarticular JIA (polyarthritis))

პოლიართრიტი 5 ან მეტ სახსარს აზიანებს. ეს პათოლოგია შეიძლება აღმოცენდეს ბავშვობისას ნებისმიერ ასაკში.

იუვენილური პოლიართრიტის სიმპტომები მოზრდილთა რევმატოიდულ ართრიტის (symptoms of adult rheumatoid arthritis) სიმპტომების მსგავსია.დაავდებას ხშირად თან ახლავს გამონაყარი და სიცხე - 38°C ან უფრო მაღალი ტემპერატურა.

 

იუვენილური იდიოპათიური ართრიტის სისტემური გამოვლინებები (Systemic onset JIA)

ამდაავადების სისტემური გამოვლინება იწყება ცხელებით, გამონაყრით, ლეთარგიითა (ენერგიის გამოლევა) და გადიდებული ჯირკვლებით. მოგვიანებით, ამ სიმპტომებს თან ერთვის სახსრების შეშუპება და ანთება.

იუვენილური პოლიართრიტის მსგავსად, იუვენილური იდიოპათიური ართრიტის სისტემური გამოვლინებები ნებისმიერი ასაკის ბავშვებს შეიძლება დაემართოთ.

 

ენტეზიტთან დაკავშირებული ართრიტი (Enthesitis-related arthritis)

ენტეზიტთან დაკავშირებული ართრიტი იუვენილური ართრიტის ერთ-ერთი ფორმაა, რომელიც მოზარდ ბიჭებს ან თინეიჯერებს ემართებათ. ამ პათლოგიამ შესაძლოა გამოიწვიოს ტკივილი ძვლისა და მყესების შეერთების ადგილზე, მაგალითად ფეხის გულებზე, მუხლისა და ბარძაყის სახსრების გარშემო.

 

ართრიტის მკურნალობა

ართრიტის განკურნება შეუძლებელია, თუმცა არსებობს მრავალი სამკურნალო საშუალება, რომელთაც ამ დაავადების პროცესების შენელება შეუძლიათ. მაგალითად, ოსტეოართრიტის დროს ინიშნება ტკივილგამაყუჩებლები, ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდულ საშუალებები და კორტიკოსტეროიდები.

მძიმე შემთხვევების დროს შეიძლება რეკომენდაცია გაუწიონ შემდეგ ქირურგიულ პროცედურებს:

  • ართროპლასტიკა (სახსრის ჩანაცვლება)
  • ართროდეზი (სახსრების შეერთება)
  • ოსტეოტომია (ძვალს კვეთენ და თავიდან აერთებენ)

გაიგეთ მეტი ოსტეოართრიტის მკურნალობის შესახებ how osteoarthritis is treated.

რევმატოიდული ართრიტის მკურნალობის მიზანი ამ დაავადების პროგრესიის შენელება და სახსრების დაზიანების მინამიზირებაა. რეკომენდირებული მკურნალობა მოიცავს:

  • ტკივილგამაყუჩებლები
  • დაავადების მამოდიფიცერებელი ანტირევმატიული წამლები (disease modifying anti-rheumatic drugs (DMARDs))
  • ფიზიოთერაპია (physiotherapy)
  • რეგულარული ვარჯიში (regular exercise)

გაიგეთ მეტი რევმატიული ართრიტის მკურნალობის შესახებ how rheumatoid arthritis is treated.

ბოლო განხილვის თარიღი: 1/11/2016 შემდეგი განხილვის თარიღი: 1/11/2018