აკნე

აკნე არის  ხშირი დაავადება რომელიც ადამიანთა უმრავლესობას ემართება ცხოვრების რომელიღაც ეტაპზე. ის იწვევს კანზე ლაქების გაჩენას, ცხიმიან კანს და ზოგჯერ კანის გაცხელებას ან ტკივილს შეხებისას.

აკნე ყველაზე ხშირად ვითარდება:

  • სახეზე - ეს თითქმის ყველას ემართება ვისაც უვითარდება აკნე
  • ზურგზე - ეს აკნეთი დაავადებული ადამიანების ნახევარზე მეტს უვითარდება
  • მკერდზე - ეს აკნეთი დაავადებული ადამიანების დაახლოებით 15%-ში ვლინდება.

 

ლაქების სახეობები

არსებობს აკნეს ლაქების 6 ძირითადი სახეობა:

  • შავთავა -  პატარა შავი ან მოყვითალო გამონაყარი კანზე; ის არ არის სავსე მტვერით, მაგრამ შავია, რადგან თმის ფოლიკულის შიდა ფენა წარმოშობს პიგმენტაციას (ფერი)
  • თეთრთავა - გამიყურება, ისევე, როგორც შავთავა, მაგრამ უფრო მყარია და არ ცარიელდება მოსრესით
  • პაპულა - პატარა, წითელი ბუშტუკი, რომელიც შეხებისას მგრძნობიარეა ან მტკივნეული
  • ფისტულა - წააგავს პაპულას, მაგრამ ცენტრში აქვს თეთრი რგოლი, რადგან სავსეა ჩირქით
  • ნოდულა - დიდი, მკვრივი და მტკივნეული კვანძი კანქვეშ
  • ცისტა - ლაქის ყველაზე მძიმე ნაირსახეობა, ჩირქით სავსე, ძირმაგარას (boils) მსგავსი ბუშტუკი. ხშირად ტოვებს მუდმივ ნაიარევს (შრამს).

 

რა შეგვიძლია გავაკეთოთ აკნეს დროს?

აკნეს დროს შეიძლება დაგეხმაროთ შემდეგი თვით-დახმარების ტექმიკები:

  • კანის დაზიანებული ადგილი (სადაც აკნეა განვითარებული) არ მოიბანოთ დღეში ორზე მეტჯერ. ხშირმა დაბანამ შეიძლება გააღიზიანოს კანი და გააუარესოს სიმპტომები
  • დაზიანებული ადგილი მოიბანეთ რბილი საპნით და თბილი წყლით. ძალიან ცხელმა ან ცივმა წყალმა შეიძლება გააუარესოს აკნე
  • არ ეცადოთ შავთავა გამონაყარის გაწმენდა ან გამორწყვა. ამან შეიძლება გააუარესოს მდგომარეობა და ასევე დატოვოს მუდმივი ნაიარევი (შრამი)
  • მოერიდეთ დიდი ზედმეტი კოსმეტიკის გამოყენებას. გამოიყენეთ წყალზე დამზადებული პროდუქტები, რომლებსაც უწერიათ რომ არის “non-comodogenic”რაც ნიშნავს, რომ ამ პროდუქტმა წესით არ უნდა დაბლოკოს კანის ფორები
  • მთლიანად მოიშორეთ კოსმეტიკა ძილის წინ
  • თუ გაქვთ მშრალი კანი, შეგიძლიათ გამოიყენოთ უსუნო, წყალზე დამზადებული დამატენიანებლები
  • რეგულარული ვარჯიში ვერ გააუმჯობესებს აკნეს, მაგრამ შეიძლება გაგიუმჯობესოთ ხასიათი და თვით-შეფასება, ამიტომ ეს შეიძლება დაგეხმაროთ. ვარჯიშის შემდეგ ეცადეთ რაც შეიძლება მალევე მიიღოთ შხაპი, რადგან ოფლმა შეიძლება გააღიზიანოს აკნე
  • რეგულარულად დაიბანეთ თმა და ეცადეთ, რომ თმა არ ჩამოგივარდეთ სახეზე.

მართალია აკნეს ვერ მკურნალობენ მაგრამ შესაძლებელია დაავადების კონტროლი. კრემები, დამატენიანებლები და წამლები ხელმისაწვდომია აფთიაქებში. თუ განგივითარდათ აკნე, მიმართეთ ფარმაცევტს რჩევისთვის. რეკომენდირებულია ბენზოლის პეროქსიდის მცირე კონცენტრაციის შემცველი წამლები, თუმცა უნდა ვიყოთ ფრთხილად, რადგან ისინი ტანსაცმლის გახუნებას იწვევენ.

თუ აკნე მძიმეა და ლაქები გვხვდება ზურგის, მკერდისა და კისრის მიდამოშიც, შეიძლება საჭირო გახდეს მკურნალობა ანტიბიოტიკებით ან უფრო ეფექტური კრემებით, რომლებიც ხელმისაწვდომია მხოლოდ რეცეპტით.

 

როდის მივმართოთ ექიმს

აკნეს მსუბუქმა შემთხვევებმაც კი შეიძლება გამოიწვიოს სტრესი. თუ აკნე თავს უბედურად გაგრძნობინებთ, ან ძალიან გაღიზიანებთ, ან თუ ვერ ახერხებთ მის კონტროლს წამლებით, აუცილებლად მიმართეთ ექიმს.

ასევე მიაკითხეთ ექიმს, თუ განვითარდება კისტა ან კვანძი. მათ შესაბამისი მკურნალობა სჭირდებათ შრამის ჩამოყალიბების თავიდან ასარიდებლად.

მკურნალობას სჭირდება სამთვიანიკურსი, ასე რომ, ნუ მოელით შედეგს ერთ დღეში. თერაპია, ჩვეულებრივ, წარმატებულია.

გაიგეთ მეტი აკნეს დიაგნოზირების, მკურნალობის და გართულებების შესახებ.

 

რატომ გვემართება აკნე?

აკნე, ყველაზე ხშირად, ასოცირებულია გარდატეხის ასაკში ჰორმონალურ ცვლილებებთან, მაგრამ შეიძლება დაემართოს ნებისმიერი ასაკის ადამიანს.

აკნეს დროს ზიანდება თმის ფოლიკულებთან არსებული სებუმის (ცხიმოვანი ნივთიერება) წარმომქმნელი ჯირკვლები. გარკვეული ჰორმონები იწვევენ ამ ჯირკვლებში დიდი რაოდენობით სებუმი გამომუშავებას. დიდი რაოდენობის ცხიმის გამომუშავება იწვევს კანის ნორმალური ფლორის შემადგენელი ბაქტერიის, პროპიონიბაქტერიუმ აკნეს  გააქტიურებას, რასაც მოსდევს ანთება და ჩირქის წრმოქმნა.

ჰორმონები ასევე ასქელებენ თმის ფოლიკულის შიდა ამომფენ ქსოვილს, რაც იწვევს ფორების დახშობას. კანის დაბანა ვერ აშორებს ამ საცობს.

 

სხვა შესაძლო მიზეზები

აკნე ცნობილია, რომ ემართებათ მემკვიდრეობით. თუკი თქვენს ორივე მშობელს ჰქონდა აკნე, დიდი ალბათობით თქვენც დაგემართებათ.

ჰორმონალური ცვლილებები, რომლებიც იწყებიან მენსტუალური ციკლით ან ორსულობით, იწვევენ აკნეს ეპიზოდებს ქალებში. არ არსებობს იმის მტკიცებულება, რომ აკნეს განვითარებაში რაიმე როლს თამაშობს დიეტა, სექსუალური ცხოვრება ან ცუდი ჰიგიენა. წაიკითხეთ მეტი აკნეს გამომწვევ მიზეზებზე და ასევე გავრცელებული მითები მის შესახებ

 

ვის ემართება აკნე?

აკნე ხშირია მოზარდებსა და ახალგაზრდებში. აკნეთი დაავადებული ადამიანების 80% 11- 30 წლისაა.

აკნე ყველაზე ხშირია გოგონებში 14-17 წლის, ხოლო ბიჭებში 16-19 წლის ასაკში.

აკნეს სიმპტომები უმჯობესდება ასაკის მატებასთან ერთად და ხშირად ქრება 25 წლის ასაკის შემდეგ, თუმცა იშვიათად შეიძლება გაგრძელდეს ზრდასრულობისასაც.

ბოლო განხილვის თარიღი: 28/12/2016 შემდეგი განხილვის თარიღი: 28/12/2018