ანტითრომბოციტური წამლები: კლოპიდოგრელი (ფლავიქსი)

კლოპიდოგრელი (Clopidogrel) არის ანტითრომბოციტული წამალი, რომელიც სისხლის თრომბის განვითარების რისკს ამცირებს თრომბოციტებზე ურთიერთქმედებით.

ეს წამალი ასევე ცნობილია, როგორც ფლავიქსი (Plavix) და გრეპიდი (Grepid).

 

როდის გამოიყენება კლოპიდოგრელი?

ექიმმმა კლოპიდოგრელი შეიძლება დანიშნოს, თუ გქონდათ:

ეს სიტუაციები გულისხმობს, რომ ამ დროს პაციენტს აქვს თრომბის განვითარების სერიოზული რისკი. კლოპიდოგრელის მიღება კი დაეხმარება ამ რისკის შემცირებაში.

მკურნალობა შეიძლება რამდენიმე კვირით ან თვით დაინიშნოს, ან შეიძლება საჭირო იყოს მთელი ცხოვრების განმავლობაში.

 

როგორ და როდის უნდა მიიღოთ კლოპიდოგრელი?

კლოპიდოგრელი მიიღება აბის სახით დღეში ერთხელ.

ის ძირითადად ინიშნება 75მგ დოზით, თუმცა იშვიათად შეიძლება რეკომენდირებული იყოს ერთჯერადი საწყისი დოზით, მაგალითად 300მგ ან 600მგ.

  • კლოპიდოგრელი უნდა იიღოთ დღის ზუსტად ერთიდაიგივე დროს საკვებთან ერთად ან შეიძლება მის გარეშეც
  • ექიმის ნებართვის გარეშე არ შეწყვიტოთ მისი მიღება - ზოგიერთ შემთხვევაში, მაგალითად ოპერაციის წინ, ექიმმა შეიძლება გირჩიოთ წამლის დროებით შეწყვეტა
  • თუ დაგავიწყდათ ამ წამლის მიღება და შემდეგი დოზის მიღებამდე დარჩენილია 12 საათზე მეტი, მაშინ დალიეთ გამოტოვებული დოზა მაშინვე როგორც კი გაგახსენდებათ, ხოლო თუ დარჩენილია 12 საათზე ნაკლები, მაშინ გამოტოვეთ ეს დოზა და შემდეგი დოზა მიიღეთ ჩვეულებრივ დროს - არავითარ შემთხვევაში არ მიიღოთ ორმაგი დოზა (გამოტოვებული დოზის სანაცვლოდ), რადგან ეს შეიძლება საშიში იყოს
  • თუ შემთხვევით მიიღეთ ზედმეტი დოზა, აუცილებლად მიმართეთ ექიმს რჩევისთვის.

 

გვერდითი ეფექტები

კლოპიდოგრელმა შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები, მაგრამ ეს ყველას არ ემართება.

ზოგიერთი გვერდითი ეფექტი ჩამოთვლილია ქვემოთ. ასევე აუცილებლად შეამოწმეთ წამლის მიღების ინსტრუქცია, რომელიც მოყვება წამალს.

 

ხშირი გვერდითი ეფექტები

ამ წამლის ხშირი გვერდითი ეფექტები ემართებათ ადამიანების 1-10%-ს:

  • დალურჯება ან სისხლდენა კანის ქვეშ
  • ცხვირიდან სისხლდენა
  • ფაღარათი (დიარეა)
  • მუცლის ტკივილი
  • მოუნელებლობა - ამის პრევენციისთვის ექიმმა შეიძლება დანიშნოს დამატებითი წამალიც
  • ჭრილობიდან უფრო მეტი სისხლდენა.

აუცილებლად შეატყობინეთ ექიმს, თუ ეს გვერდითი ეფექტები გაწუხებთ ან არ გადის თავისით.

 

სერიოზული გვერდითი ეფექტები

ამ წამლის სერიოზული რეაქციები იშვიათია, თუმცა შეიძლება მოიცავდეს:

თუ ფიქრობთ, რომ შეიძლება გქონდეთ ალერგია, აუცილებლად მიმართეთ უახლოეს სამედიცინო დაწესებულებას.

ასევე აუცილებლად დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს, თუ გაგივითარდათ რაიმე უჩვეულო გვერდითი ეფექტი.

 

კლოპიდოგრელის სხვა წამლებთან, საკვებთან და ალკოჰოლთან ერთად მიღება

კლოპიდოგრელის სხვა წამლებთან ერთად მიღებამ შეიძლება იმოქმედოს ან ამ წამლის ან სხვა წამლის ეფექტურობაზე, ან ასევე გაზარდოს გვერდითი ეფექტების განვითარების რისკიც.

ეს შეიძლება მოხდეს მაგალითად, თუ კლოპიდოგრელს მიიღებთ შემდეგ წამლებთან ერთად:

  • ასპირინთან - თუმცა ექიმმა ზოგჯერ შეიძლება დანიშნოს ორივე წამალი ერთად, თუ ფიქრობს, რომ ეს საჭიროა სისხლის კოლტის (თრომბის) განვითარების პრევენციისთვის
  • ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდულ წამლებთან, როგორიცაა იბუპროფენი - ასეთ შემთხვევაში ტკივილის გასაყუჩებლად შეგიძლიათ მიიღოთ პარაცეტამოლი
  • ანტიკოაგულანტ წამლებთან, როგორიცაა ვარფარინი (warfarin), აპიქსაბანი (apixaban), დაბიგატრანი (dabigatran) და რივაროქსაბანი (rivaroxaban)
  • სხვა ტიპის ანტითრომბოციტულ წამლებთან, როგორებიცაა ტიკაგრელორი (ticagrelor),დიპირიდამოლი (dipyridamole)და პრასუგრელი (prasugrel).
  • ანტიდეპრესანტებთან, რომლებსაც სელექციური სეროტონინის შეწოვის ინჰობიტორებს უწოდებენ, როგორიცაა ციტალოპრამი (citalopram)
  • მოუნელებლობის სამკურნალო ზოგიერთ წამალთან, რომლებსაც პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორებს უწოდებენ, როგორებიცაა ომეპრაზოლი (omeprazole) და ესომეპრაზოლი (esomeprazole).

ნებისმიერი წამლის მიღების წინ, აუცილებლად წაიკითხეთ წამლის მიღების ინსტრუქცია, რომ შეამოწმოთ არის თუ არა ის უსაფრთხო კერძო შემთხვევაში. თუ არ ხართ დარწმუნებული აუცილებლად მიმართეთ ექიმს, ან ფარმაცევტს.

კლოპიდოგრელზე არ მოქმედებს არცერთი საკვები, ანუ შეგიძლიათ იკვებოთ ჩვეულებრივ. კლოპიდოგრელის მიღების დროს, ასევე შესაძლებელია ალკოჰოლის მიღებაც, ოღონდ მხოლოდ მცირე რაოდენობით, რადგან ამან შეიძლება გაგიღიზიანოთ კუჭი.

 

ვისთვის არ შეიძლება კლოპიდოგრელი?

კლოპიდოგრელის მიღებამდე, აუცილებლად უთხარით ექიმს და გადაამოწმეთ მისი უსაფრთხოება, თუ:

  • გაქვთ კუჭის წყლული, ან თუ გქონდათ კუჭის წყლულები წარსულში
  • გქონდათ სისხლდენა (ან სიხლჩაქცევა) ტვინში
  • გაქვთ ჰემოფილია, ან სხვა სისხლმდენი დაავადება
  • გაქვთ ღვიძლის ან თირკმელების პრობლემა
  • გქონდათ ალერგიული რეაქცია რომელიმე მედიკამენტზე
  • სვამთ სხვა წამლებსაც
  • ხართ ორსულად ან ძუძუთი კვებავთ ბავშვს.

კლოპიდოგრელი ბავშვებისთვის შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ და მხოლოდ სპეციალიზირებული ექიმის მიერ.

ბოლო განხილვის თარიღი: 27/09/2017 შემდეგი განხილვის თარიღი: 27/09/2019