ალკოჰოლით მოწამვლა

ადამიანის სისხლში ალკოჰოლის დონის აწევა ბოლო დალევიდან 30-40 წუთი შეიძლება გაგრძელდეს. ამან შეიძლება სიმპტომების უეცარი გაუარესება გამოიწვიოს.

ყოველთვის მზად უნდა იყო იმ ნიშნებისთვის, რომლებიც ალკოჰოლის მოწამვლამ შეიძლება გამოიწვიოს.

 

ალკოჰოლით მოწამვლის ნიშნები

ნიშნები, რომელიც ალკოჰოლით მოწამლულ პიროვნებას ახასიათებს:

  • დაბნეულობა
  • გაურკვეველი საუბარი
  • კოორდინაციის დარღვევა
  • ღებინება
  • არარეგულარული ან შენელებული სუნთქვა
  • ჰიპოთერმია (სხეულის დაბალი ტემპერატურით გამოწვეული მოლურჯო ან ფერმკრთალი კანი)
  • უგრძნობი მდგომარეობა (რეაგირების გარეშე გონებაზე ყოფნა)
  • გონების დაკარგვა (გულის წასვლა). 

ალკოჰოლით მოწამვლის შემდეგ, ადამიანი შეიძლება:

  • გაიგუდოს საკუთარი ნაღებინებით
  • შეწყვიტოს სუნთქვა
  • დაემართოს გულის შეტევა
  • ფილტვებში ჩაისუნთქოს ნაღებინარი მასა, რასაც მივყავართ ფილტვის მძიმე დაზიანებამდე;
  • განიცადოს მწვავე დეჰიდრატაცია, რამაც, მძიმე შემთხვევებში, ტვინის მუდმივი დაზიანება შეიძლება გამოიწვიოს;
  • უფრო მძიმე ჰიპოთერმიის განვითარება;
  • სისხლში შაქრის ნაკლებობისგან დაემართოს კრუნჩხვები (შეტევები).

განმეორებითმა ღებინებამ შესაძლებელია გამოიწვიოს სისხლის ამოღებინება, კუჭისა და საყლაპავი მილის შეერთების ადგილის გახევის შედეგად (ე.წ. მალორი-ვეისის გახევა - Mallory-Weiss tear).

განსაკუთრებით უფრო რთულ შემთხვევებში, ალკოჰოლით მოწამვლამ კომა, ტვინის დაზიანება და სიკვდილიც შეიძლება გამოიწვიოს.

 

სხვა რისკები

ალკოჰოლის დიდი რაოდენობით მიღებამ შეიძლება გავლენა მოახდინოს პიროვნების გადაწყვეტილებაზე და ისეთ სიტუაციაში ჩააგდოს, რომ გარისკონ ჯანმრთელობა და უსაფრთხოება. მაგალითად, ისინი შეიძლება:

  • მოყვნენ ავარიაში ან დაშავდნენ;
  • ჩაიდინონ ძალადობრივი ან ანტისოციალური ქცევა;
  • დაკავდნენ დაუცველი სექსუალური კავშირით, რამაც შეიძლება დაუგეგმავი ორსულობა და სქესობრივი გზით გადამდები ინფექციები გამოიწვიოს;
  • დაკარგონ პირადი ნივთები.

ბოლო განხილვის თარიღი: 23/06/2014 შემდეგი განხილვის თარიღი: 23/06/2016