ალკოჰოლით მოწამვლა

ალკოჰოლით მოწამლული ადამიანი არ იქნება იმდენად საღ გონებაზე, რომ საკუთარი თავის დახმარება თვითონვე შეძლოს. როცა ჯგუფთან ერთად სვამ, მნიშვნელოვანია, რომ ყურადღება მიაქციოთ ალკოჰოლით მოწამვლისთვის დამახასიათებელ ნიშნებს და იცოდეთ რა გააკეთოთ იმ შემთხვევაში, თუ ვიღაც ძალიან ბევრს დალევს.

ქვემოთ მოცემულმა რჩევებმა შეიძლება გადაარჩინოს სიცოცხლე.

 

რა უნდა გაკეთდეს

იმ შემთხვევაში, თუ ეჭვობთ, რომ ვინმე ალკოჰოლით არის მოწამლული, დარეკეთ 112-ზე და გამოიძახეთ სასწრაფო დახმარება.

სანამ ელოდებით სასწრაფო სამედიცინო დახმარებას:

  • შეეცადეთ დასვათ და ამყოფოთ ფხიზელ მდგომარეობაში
  • მიეცით წყალი თუ დალევა შეუძლია
  • გულის წასვლის შემთხვევაში, დააწვინეთ გვერდითა წოლით აღდგენით პოზაში და შეამოწმეთ თუ სუნთქავენ სწორად
  • ამყოფეთ სითბოში
  • დარჩით მათთან და თვალი ადევნეთ სიმპტომთა განვითარებას.

 

რა არ უნდა გააკეთოთ

არსებობს უამრავი ქალაქური მითი, თუ როგორ „გამოფხიზლდნენ“ როცა ნასვამები არიან, რომელთა უმეტესობაც არასწორია და შეიძლება საშიშიც კი იყოს:

  • არ დაალევინოთ (მისცეთ) ყავა - ეს მათ უფრო მეტად გამოაშრობთ (გამოიწვევს დეჰიდრატაციას)
  • არ დატოვოთ მარტო ან დააწვინოთ ზურგზე, იმ შემთხვევაშიც თუ სძინავთ
  • არ ატაროთ ფეხით
  • არ დასვათ ცივი შხაპის ქვეშ
  • არ მისცეთ საშუალება კიდევ მიიღოს ალკოჰოლი.

 

სტაციონარული მკურნალობა

როცა ვინმე ალკოჰოლურ მოწამვლას იღებს, ის აუცილებლად უნდა გადაიყვანონ საავადმყოფოში.

სამედიცინო პერსონალი უნდა დააკვირდეს პირის მდგომარეობას იქამდე, სანამ ალკოჰოლი მათი ორგანიზმიდან სრულიად არ გამოიდევნება. მათ შეიძლება დასჭირდეთ:

  • სუნთქვის გასაადვილებლად სასულეში მილის ჩადგმა
  • ინტრავენური წვეთოვანის დადგმა (რომელიც პირდაპირ ვენაში შედის), რათა აიწიოს წყლის, სისხლში შაქრისა და ვიტამინების რაოდენობა
  • შარდის ბუშტში კათეტერის (მილის) ჩადგმა, რათა ტომარაში მოხდეს შარდის გამოყოფა და არ დასველდნენ
  • კუჭის ამორეცხვა ცხვირში ან პირში დამაგრებული ზონდების მეშვეობით.

ბოლო განხილვის თარიღი: 23/06/2014 შემდეგი განხილვის თარიღი: 23/06/2016