ალკოჰოლით მოწამვლა

ალკოჰოლი სწრაფად გადადის სისხლძარღვებში. ამიტომ ფიზიკური და ფსიქიკური ეფექტები შესაძლებელია მოულოდნელად მოხდეს.

სიმთვრალისაგან და ალკოჰოლის მოწამვლის რისკისგან თავის შეკავება გეხმარება იცოდე რამდენს სვამ და აღნიშნული თქვენს ორგანიზმზეც აისახება.

 

ალკოჰოლის ეფექტები

დაახლოებით 1-2 ერთეული
  • გულისცემა ჩქარდება და სისხლძარღვები ფართოვდება
  • გრძნობთ გახურებას, იზრდება კომუნიკაბელურობა, რომელიც ალკოჰოლის ზომიერ მიღებასთანაა დაკავშირებული.

დაახლოებით 4-6 ერთეული

  • გადაწყვეტილების მიღების პროცესი სუსტდება, იხსნით აკრძალვებს და უფრო მოურიდებელი ხდებით
  • ნერვული სისტემის უჯრედები ზიანდება და თავბრუსხვევას გრძნობთ
  • ირღვევა კოორდინაცია და შეიძლება შენელდეს რეაქციის დრო.

დაახლოებით 8-9 ერთეული

  • რეაქციის დრო კიდევ უფრო ნელდება
  • საუბარი ხდება გაურკვეველი
  • მხედველობისას ფოკუსის დაკარგვა ხდება
  • ღამის განმავლობაში ღვიძლი ვერ მოასწრებს ალკოჰოლის მთელი ოდენობის გადამუშავებას, რის გამოც, სავარაუდოდ ნაბახუსევი გაიღვიძებთ.

ამ ეტაპზე კი თქვენ სერიოზულად უნდა გადაწყვიტოთ, რომ აღარ დალიოთ მეტი ალკოჰოლი.

მაგრამ, თუ თქვენ ამას მაინც გააკეთებთ:

დაახლოებით 10-12 ერთეული

  • კოორდინაცია სერიოზულად ქვეითდება, უბედური შემთხვევის რისკი იზრდება
  • შეიძლება იბარბაცოთ ან ფეხზე მყარად ვერ დადგეთ
  • შეიძლება მოგერიოთ ძილი ან იგრძნოთ თავბრისხვევა
  • ორგანიზმში ალკოჰოლის რაოდენობა ტოქსიკურ (შხამიან) ზღვარს მიაღწევს
  • შეიძლება უფრო ხშირად მოგიწიოთ გასვლა საჭირო ოთახში, რადგან თქვენი სხეული შარდის ბუშტიდან ალკოჰოლის რაოდენობის სწრაფად გამოდევნას ცდილობს
  • დილით შეიძლება დეჰიდრირებული იყოთ და გქონდეთ თავის მძიმე ტკივილი
  • ორგანიზმში ალკოჰოლის ჭარბმა რაოდენობამ შეიძლება გააღიზიანოს საჭმლის მომნელებელი სისტემა, რამაც გულისრევა, ღებინება, დიარეა (ფაღარათი) ან მოუნელებლობა გამოიწვიოს.

12 ერთეულზე მეტი

  • ალკოჰოლით მოწამვლის მაღალ რისკს მიეკუთვნება, განსაკუთრებით კი იმ შემთხვევაში, თუ დროის მცირე მონაკვეთში ბევრ ერთეულს სვამთ
  • ალკოჰოლმა შეიძლება ორგანიზმის ავტომატურ ფუნქციებში დაიწყოს ჩარევა, როგორიცაა სუნთქვა, გულისცემა დაღებინების რეფლექსი
  • იმყოფებით ცნობიერების დაკარგვის რისკის ქვეშ.

 

რამდენიმე რჩევა ნაკლები სმისთვის

  • ჩაანაცვლეთ რამდენიმე სასმელი უალკოჰოლო ან დაბალი ალკოჰოლის მქონე სასმელით
  • თუ ძირითადად გარეთ სვამთ, ეცადეთ გვიან გახვიდეთ ან გვიან მიიღოთ პირველი სასმელი
  • თუ ძირითადად სახლში სვამთ, ეცადეთ უალკოჰოლო ან დაბალი ალკოჰოლის მქონე ალტერნატივები იყიდოთ
  • იყიდეთ პატარა ჭიქები და ყურადღება მიაქციეთ რამდენს ასხამთ
  • თუკი პაბში კათხის დალევა ან ფეხბურთის თამაშის დროს ლუდის ქილით დალევა გსიამოვნებთ, გახსოვდეთ, დაბალი სიძლიერის მქონე, მსუბუქი ლუდის არსებობის შესახებ
  • თუკი დამღლელი დღის შემდეგ ალკოჰოლს ეტანებით, იპოვეთ ალტერნატივები, როგორიცაა სავარჯიშო კლასი ან რელაქსაციის ტექნიკა
  • მოერიდეთ მშიერ კუჭზე დალევას
  • მოერიდეთ სხვადასხვა ალკოჰოლური სასმელის არევას, როგორიცაა ლუდი ღვინოსთან, ან სპირტიანი სასმელები ლუდთან

 

დალევის დღიურის წარმოება

იმ შემთხვევაში, თუ არ ხართ დარწმუნებული რა რაოდენობით სვამთ დღის განმავლობაში, ეცადეთ აწარმოოთ სმის დღიური. ყოველდღიურად ჩანიშნეთ:

  • ყველა ალკოჰოლური სასმელი, რაც მიიღეთ
  • რამდენი ერთეული დალიეთ
  • რომელ საათზე და სად დალიეთ.

ამან თქვენ უნდა მოგაწოდოთ წარმოდგენა, თუ რამდენს სვამთ, სიტუაცია, რომელშიც სვამთ და საიდან შეიძლება მისი შემცირების დაწყება.

ბოლო განხილვის თარიღი: 23/06/2014 შემდეგი განხილვის თარიღი: 23/06/2016