ალკოჰოლის ჭარბი რაოდენობით მიღება

ალკოჰოლის ჭარბი ოდენობით მოხმარება ნიშნავს სასმელის გადამეტებულ - რეკომენდირებულზე მეტი დოზით მიღებას (იხ. ქვემოთ).

ამან შეიძლება გამოიწვიოს მთელი რიგი ფიზიკური და ფსიქოლოგიური პრობლემები, როგორიცაა ალკოჰოლით მოწამვლა, ღვიძლის ციროზი, სამუშაო და სოციალური უუნარობა და დესტრუქციული ქცევა, მაგალითად სიმთვრალეში მანქანის მართვა.

 

ხართ თუ არა რისკის ქვეშ?

რისკი პრობლემების განვითარებისა მიღებული ალკოჰოლის რაოდენობის მიხედვით იზრდება. რაც შეეხება სხვა ფაქტორებს, ისინი ქვემოთაა აღწერილი.

 

სასმელის ზემოქმედების მცირე რისკი

ალკოჰოლის მოხმარების მცირე რისკთან ასოცირდება იმ რადენობით სმა, რაც შედარებით მცირე საფრთხეს შეუქმნის ჯანმრთელობას მომავალში.

ეს მამაკაცებისთვის გულისხმობს დღეში არაუმეტეს 3-4 ალკოჰოლის ერთეულის მიღებას რეგულარულად, ხოლო ქალებისთვის არაუმეტეს 2-3 ერთეულისა დღეში. ეს რაოდენობა ასევე „გონივრული“ ან „შეგნებული“ სმის სახელწოდებითაა ცნობილი.

 

სასმელის მოხმარების გაზრდილი რისკი

ალკოჰოლური სასმელის მოხმარების გაზრდილ რისკად მოიაზრება ისეთი რადენობის სასმელის მიღება, რაც მომავალში უფრო მეტ საფრთხეს შეუქმნის ჯანმრთელობას.

მამაკაცებისთვის და ქალებისთვის ეს შეადგენს კვირაში არაუმეტეს 14 ერთეულისა და ეს რაოდენობა უნდა გადანაწილდეს სულ მცირე 3 დღეზე მაინც. იგი ცნობილია, როგორც „სახიფათო“ სმა.

 

სასმელის მიღების მაღალი რისკი

მაღალი რისკი წარმოადგენს იმ რაოდენობის სასმელის დალევას, რომელიც განსაკუთრებით მაღალ საფრთეს უქმნის ჯანმრთელობას.

მაღალი რისკი გულისხმობს კვირაში ალკოჰოლის რეგულარულად 50-ზე მეტი ერთეულის (რვა ერთეულის მიღება დღეში) მიღებას ზრდასრულ მამაკაცებში, ან 35-ზე მეტი (ან ექვს ერთეულზე მეტი დღეში) ერთეულის მიღებას ზრდასრულ ქალებში. იგი ცნობილია, როგორც „მავნე“ სმა.

 

საშიში რაოდენობის ალკოჰოლის მიღება

საშიში რაოდენობით სასმელის მიღება კვირაში ალკოჰოლის რეკომენდირებულ რაოდენობაზე მეტის მიღებას ნიშნავს და ჯანმრთელობის პრობლემები პირდაპირ მასთან არის დაკავშირებული.

 

საზიანო რაოდენობის ალკოჰოლის მიღება

საზიანო რაოდენობის ალკოჰოლის მიღება ნიშნავს იმ რაოდენობით სმას, რომელიც აშკარა საფრთხეს უქმნის ჯანმრთელობას, მაგრამ ჯერ არ იჩენს თავს ალკოჰოლზე დამოკიდებულების ნიშნები.

 

ალკოჰოლზე დამოკიდებულება

ალკოჰოლზე მიჩვევა შეიძლებელია როგორც ფიზიკურად, ისევე ფსიქოლოგიურადაც. გარდა ამისა, შესაძლებელია მასზე დამოკიდებულება.

ალკოჰოლზე დამოკიდებულება ნიშნავს იმას, როცა გრძნობ, რომ მის გარეშე შეუძლებელია არსებობა და დალევა ცხოვრების მნიშვნელოვანი ფაქტორი (ზოგჯერ კი ყველაზე მნიშვნელოვანიც) ხდება.

ერთი გზა იფიქრო ხარ თუ არა ალკოჰოლდამოკიდებული არის საკუთარი თავისთვის შემდეგი კითხვის დასმა: „უნდა გავაგრძელო თუ არა დალევა მაშინ, როცა ვიცი, რომ ის მავნებს და გააბრაზებს ჩემს ოჯახს?“

ალკოჰოლზე დამოკიდებულების დონის გათვალისწინებით, იმ შემთხვევაში, თუ სმას უცბათ დაანებებთ თავს, შეიძლება გარკვეული სიმპტომები განიცადოთ. ეს შეიძლება იყოს როგორც ფიზიკური, ისე ფსიქოლოგიური.

ზოგიერთი ადამიანისთვის, ვინც ზედმეტად არის ალკოჰოლზე დამოკიდებული, რომლებიც ფიზიკურად განიცდიან უალკოჰოლობას, უეცრად შეწყვეტა ალკოჰოლის მიღების შესაძლებელია საშიში იყოს სამედიცინო დახმარების გარეშე.

თავის დანებების ფიზიკური სიმპტომები მოიცავს შემდეგს:

  • ხელის კანკალი;
  • ოფლიანობა;
  • გულისრევა;
  • ვიზუალური ჰალუცინაციები (არარეალურის დანახვა);
  • კრუნჩხვები (შეტევები) ყველაზე მძიმე შემთხვევებში.

ფსიქოლოგიურ სიმპტომებს მიეკუთვნება:

  • დეპრესია;
  • შფოთვა;
  • გაღიზიანებადობა;
  • მოუსვენრობა;
  • უძილობა (ძილთან დაკავშირებული სირთულეები).

განსაკუთრებით მძიმედ დამოკიდებულის მქონე ადამიანები - ლოთები, როგორც წესი, სმისგან თავის დანებებისას მძიმე სიმპტომებს განიცდიან. ისინი ხშირად ხვდებიან „რელიეფური სმის“ მაგალითში, როცა ისინი ამ სიმპტომების თავიდან ასაცილებლად სვამენ.

ძლიერ დამოკიდებული ლოთები ხშირად დიდი რაოდენობის ალკოჰოლს უძლებენ, ისეთს, რომელმაც შეიძლება სხვას დააკარგვინოს უნარი ან მოკლას კიდეც.

 

ალკოჰოლის ჭარბად გამოყენების რისკები

ალკოჰოლის დიდი რაოდენობით მიღების მოკლეხნიანი რისკები მოიცავს შემდეგს:

  • ალკოჰოლით მოწამვლა - შეიძლება გამოიწვიოს ღებინება, კრუნჩხვები (შეტევები) და უგონო მდგომარეობა;
  • უბედური შემთხვევები და დაზიანებები, რომლებიც საჭიროებენ საავადმყოფოში მკურნალობას, მაგალითად თავის დაზიანება;
  • ძალადობრივი ქცევა, რომელიც პოლიციის მიერ პიროვნების დაკავებით შეიძლება დასრულდეს;
  • დაუცველი სქესობრივი კავშირი, რომელმაც შესაძლოა დაუგეგმავი ორსულობა ან სქესობრივი გზით გადამდები ინფექციები გამოიწვიოს;
  • პირადი ნივთების დაკარგვა, როგორიცაა საფულის, გასაღების ან მობილური ტელეფონის დაკარგვა, რომელიც შემდეგ სტრესსა და შფოთვას იწვევს.

ალკოჰოლის ჭარბი რაოდენობით ხანგრძლივად მიღება სერიოზული დაავადებების გამოწვევის რისკ ფაქტორია, მათ შორისაა:

  • გულის დაავადება;
  • ინსულტი;
  • ღვიძლის დაავადება;
  • ღვიძლის კიბო და ნაწლავის კიბო.

ჯანმრთელობის პრობლემების გარდა, ალკოჰოლის დიდი რაოდენობით მიღებამ შესაძლებელია გამოიწვიოს სოციალური პრობლემები, როგორიცაა უმუშევრობა, განქორწინება, ოჯახში ძალადობა და უსახლკარობა.

 

ალკოჰოლის ერთეულები

ალკოჰოლი ერთეულებში ისაზღვრება. ერთი ერთეული ალკოჰოლი 10 მლ სუფთა სპირტია, რომელიც დაახლოებით 250 მლ საშუალო სიძლიერის ლუდს ან ერთ ერთეულ (25მლ) 40%-იან ალკოჰოლურ სასმელს (არაყი, ვისკი, კონიაკი) უდრის. მცირე ბოკალი (125 მლ) ღვინო შეიცავს დაახლოებით ერთნახევარ ერთეულ ალკოჰოლს.

მამაკაცები და ქალები კვირაში არ უნდა სვამდნენ 14 ერთეულზე მეტს და ეს რაოდენობა უნდა გადანაწილდეს სულ მცირე 3 დღეზე მაინც.

რეკომენდირებულია, რომ მამაკაცებსაც და ქალებსაც ალკოჰოლისგან თავისუფალი კვირაში მინიმუმ ორი დღე ჰქონდეთ. თუ რეგულარულად აჭარბებთ დადგენილ ნორმებს, ჯანმრთელობას რისკის ქვეშ აყენებთ.

 

ჭარბ ალკოჰოლს ვიღებ?

ალკოჰოლს უმართებულოდ მოიხმართ, თუ:

  • გრძნობთ, რომ აუცილებლად უნდა შეამციროთ სასმელის მიღება;
  • სხვა ადამიანები აკრიტიკებენ თქვენს მიერ ალკოჰოლის მოხმარებას;
  • თავს დამნაშავედ ან ცუდად გრძნობთ სმის გამო;
  • პირველი რაზეც ფიქრობთ და გჭირდებათ დილით ნერვების დასაწყნარებლად ან ნაბახუსევი მდგომარეობისგან თავის დასაღწევად სასმელის მიღებაა.

თქვენს ნაცნობთაგან რომელიმე ადამიანი, შეიძლება ბოროტად მოიხმარდეს ალკოჰოლს, თუ:

  • რეგულარულად აჭარბებენ ალკოჰოლის მიღებისთვის დადგენილ დღიურ ლიმიტს (იხ. ზემოთ);
  • მათ ზოგჯერ არ ახსოვთ რა მოხდა იმ ღამით, როდესაც სვამდნენ;
  • სმის გამო, ზოგჯერ ვერ აკეთებენ იმას, რასაც მათგან მოითხოვენ - მაგალითად, ტოვებენ შეხვედრას ან სამსახურს აცდენენ ნასვამობის ან ბახუსის გამო.

 

ალკოჰოლის მიღების შეფასება

იმ შემთხვევაში, თუ თქვენ ექიმს მიმართავთ კონსულტაციისთვის ალკოჰოლის სმის გამო ან დანიშნული გაქვთ მკურნალობა ალკოჰოლურ ავადმყოფობასთან მიმართებით, შესაძლოა შეფასდეს თქვენს მიერ მისი მოხმარება.

აღნიშნულისთვის ორი ყველაზე გავრცელებული ტესტი გამოიყენება:

  • ალკოჰოლიზმის იდენტიფიცირების ტესტი (Alcohol Use Disorder Identification Test - AUDIT);
  • სწრაფი ალკოჰოლის სკრინინგის ტესტი (Fast Alcohol Screening Test - FAST);

მნიშვნელოვანია, რომ ტესტებში არსებულ და თქვენთვის დასმულ ყველა კითხვას გულწრფელად გასცეთ პასუხი. ექიმი ან ექთანი გთხოვთ ამ კითხვებზე პასუხებს, რათა უზრუნველყოს თქვენთვის საუკეთესო რჩევების მოცემა და მკურნალობის დანიშვნა.

მაგალითად, შესაძლოა, გამოგიწერონ წამალი, რომელიც არ იმოქმედებს, თუ თქვენ გააგრძელებთ სმას, ან შეიძლება ალკოჰოლთან ერთად საშიში იყოს მისი მიღება.

 

ალკოჰოლის ჭარბად მოხმარებისგან მკურნალობა

ალკოჰოლის ჭარბი მიღებისაგან განკურნება დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად ბევრს სვამს ადამიანი. მკურნალობა მოიცავს შემდეგს:

  • დეტოქსიკაცია - ექთანი ან ექიმი გეხმარებათ უსაფრთხოდ შეწყვიტოთ სასმელის მიღება. ალკოჰოლის მოხმარება შეწყვიტოთ დროთა განმავლობაში ან მოგეცემათ მედიკამენტები სასმელზე მოთხოვნის თავიდან ასაცილებლად;
  • განხილვა, მათ შორის თვითდახმარებისა და ჯგუფური საუბრების თერაპია, როგორიცაა შემეცნებითი ქცევითი თერაპია cognitive behavioural therapy (CBT);
  • მედიკამენტები - არსებობს ორი ძირითადი სახის მედიკამენტი, რომელიც მოწოდებულია სმის შესაწყვეტად; პირველი არის ის, რომ დაგეხმარებათ განმეორებითი სიმპტომების შეწყვეტაში და მოცემულია მოკლე დროში დიდი დოზების შემცირებაში; ყველაზე გავრცელებული წამალი, რომელიც ამ კუთხით გამოიყენება არის chlordiazapoxide(Librium); მეორე, არის წამალი, რომელიც ამცირებს ალკოჰოლის მიღების ნებისმიერი სახის სურვილს; ყველაზე ფართოდ გამოყენებული მედიკამენტებია acamprosate და naltrexone; მოწოდებულია მათი მიღების ფიქსირებული დოზა და როგორც წესი, 6-12 თვე უნდა მიიღოთ.

 

დახმარების მიღება

თუ თქვენ შეგაშფოთებთ ის ფაქტი, რომ სვამთ, ან სხვა იღებს ჭარბი ოდენობით ალკოჰოლს, პირველი ნაბიჯი იქნება, რომ მიმართოთ ექიმს. ის შეძლებს, რომ განიხილოს თქვენი პრობლემა და დასახოს შესაძლებელი მკურნალობა.

 

ალკოჰოლი და ორსულობა

ჯანდაცვის სამინისტრო ორსულ ქალებსა და ქალებს, რომლებიც გეგმავენ ორსულობას, აძლევს რეკომენდაციას, რათა მოერიდონ ალკოჰოლის მიღებას. იმ შემთხვევაში, თუ ისინი მაინც გადაწყვეტენ სმას, მაშინ მათ არ უნდა მიიღონ 1-2 ერთეულ ალკოჰოლზე მეტი ერთხელ ან ორჯერ კვირაში და არ უნდა მივიდნენ თრობამდე.

ბოლო განხილვის თარიღი: 17/10/2013 შემდეგი განხილვის თარიღი: 17/10/2015