ალკოჰოლის ჭარბი რაოდენობით მიღება

ალკოჰოლი არის ძლიერი ქიმიური ნივთიერება, რომელიც ფართო სპექტრის გვერდით მოვლენებს იწვევს თქვენი სხეულის ყველა ორგანოში, მათ შორის თქვენს ტვინში, ძვლებსა და გულში.

ალკოჰოლსა და მასთან დაკავშირებულ რისკებს შეიძლება ჰქონდეთ როგორც მოკლევადიანი, ისე გრძელვადიანი ეფექტები.

 

ალკოჰოლის მოხმარების მოკლევადიანი ეფექტი

ალკოჰოლის მოხმარების მოკლევადიანი ეფექტები ქვემოთაა განხილული. ეს ინფორმაცია ეყრდნობა ვარაუდს, რომ თქვენ გაქვთ ნორმალური ტოლერანტობა ალკოჰოლის მიმართ. დამოკიდებული მსმელები უმაღლესი ტოლერანტობით ალკოჰოლის მიმართ ხშირად იღებენ ბევრად მეტ ალკოჰოლს რაიმე შესამჩნევი ეფექტების გარეშე.

 

1-2 ერთეული

1-2 ერთეული ალკოჰოლის მიღების შემდეგ, თქვენი გულისცემა ჩქარდება და სისხლძარღვები ფართოვდება. ხდებით უფრო თბილი, კომუნიკაბელური და მოლაპარაკე, რაც ასოცირდება ზომიერად სასმელის მოხმარებასთან;

 

4-6 ერთეული

4-6 ერთეულის შემდეგ, ალკოჰოლი თქვენს ტვინსა და ნერვულ სისტემაზე იწყებს ზემოქმედებას. იგი მოქმედებს ტვინის იმ ნაწილზე, რომელიც დაკავშირებულია საღ აზროვნებასთან და გადაწყვეტილების მიღების პროცესთან, რამაც შესაძლოა უფრო უგუნური და თავისუფალი გაგხადოთ.

ალკოჰოლი, ასევე, ზიანს აყენებს თქვენს ნერვულ უჯრედებს, ხდებით უფრო მეტად არასერიოზული და უარყოფით გავლენას ახდენს თქვენს რეაქციის დროსა და კოორდინაციაზე.

 

8-9 ერთეული

8-9 ერთეული ალკოჰოლის მიღების შემდეგ, თქვენი რეაქციის დრო ბევრად შენელებულია, სიტყვებს წარმოთქვამთ გაურკვევლად და მხედველობის ფოკუსს კარგავთ.

ღვიძლი, რომელიც წმენდს ორგანიზმს ალკოჰოლისგან, ღამის განმავლობაში ვერ ასწრებს ამას, ამიტომ სავარაუდოა, რომ თქვენ ნაბახუსევზე გაიღვიძოთ.

 

10-12 ერთეული

10-12 ერთეულის შემდეგ, კოორდინაცია ძალიან გერღვევათ, უბედური შემთხვევის სერიოზული რისკის ქვეშ ხართ. ჭარბი რაოდენობით ალკოჰოლი დეპრესანტულ ეფექტს ახდენს როგორც გონებაზე, ისე, სხეულზე, რაც თვლემასა და მოდუნებას იწვევს.

ალკოჰოლის აღნიშული დოზა ტოქსიკურ (შხამიანი) დონეს უახლოვდება. თქვენი სხეული ცდილობს სწრაფად გამოდევნოს ჭარბი ალკოჰოლი შარდის სახით. აღნიშნული გიტოვებთ დეჰიდრატირებულ, გამომშრალ, ცუდ შეგრძნებას დილით, რომელმაც შეიძლება მწვავე თავის ტკივილი გამოიწვიოს.

ჭარბი რაოდენობით ალკოჰოლი არღვევს თქვენს მომნელებელ სისტემას, რასაც მოჰყვება სიმპტომები, როგორიცაა, გულისრევა, ღებინება, დიარეა და საკვების მოუნელებლობა (კუჭის აშლილობა).

 

12-ზე მეტი ერთეული

12 ერთეულზე მეტი ალკოჰოლის მიღების შემდეგ, თქვენ მნიშვნელოვანი რისკი გაქვთ მისგან მოწამვლის, განსაკუთრებით, თუ თქვენ იღებთ დიდი ოდენობით სასმელს მოკლე დროში.

ჩვეულებრივ, ღვიძლს დაახლოებით ერთი საათი სჭირდება სხეულიდან ალკოჰოლის ერთი ერთეულის გასანეიტრალებლად.

ალკოჰოლით იწამლებით, როდესაც გადაჭარბებული რაოდენობით მიღებული სასმელი ხელისშემშლელად მოქმედებს ორგანიზმის ავტომატური ფუნქციების შესრულების მიმართ, როგორიცაა:

  • სუნთქვა;
  • გულისცემა;
  • ყლაპვისა და სუნთქვის რეფლექსს, რომელიც ხელს უშლის გაგუდვასა და დახრჩობას;

ალკოჰოლით მოწამვლამ შეიძლება ადამიანის კომაში ჩავარდნა და სიკვდილი გამოიწვიოს. 

იხილეთ მეტი ალკოჰოლის ერთეულების შესახებ.

 

სხვა რისკები

ალკოჰოლის ჭარბ მოხმარებასთან დაკავშირებულ სხვა რისკებს მიეკუთვნება:

  • უბედური შემთხვევები და დაზიანებები - სასწრაფო და გადაუდებელ განყოფილებებში 10-დან 1-ზე მეტი შემთხვევა ფიქსირდება ალკოჰოლიზმით დაავადებულ პირებთან მიმართებით;
  • ძალადობა და ანტისოციალური ქცევა - ყოვეწლიურად, ინგლისში, დაახლობით 1.2 მილიონი ძალადობრივი ინციდენტი ხდება, რომლებიც ალკოჰოლის ბოროტად გამოყენებასთანაა დაკავშირებული;
  • დაუცველი სქესობრივი კონტაქტი - შეიძლება გამოიწვიოს დაუგეგმავი ორსულობა და სქესობრივი გზით გადამდები ინფექციები;
  • პირადი ნივთების დაკარგვა - ბევრი ადამიანი კარგავს პირად ნივთებს, როგორიცაა მათი საფულე ან მობილური ტელეფონი;
  • დაუგეგმავად სამსახურის ან კოლეჯის გაცდენა - ეს თქვენს სამუშაოს ან განათლებას რისკის ქვეშ აყენებს;

 

ალკოჰოლის ბოროტად გამოყენების გრძელვადიანი ეფექტები

მრავალი წლის განმავლობაში ალკოჰოლის სახიფათო ოდენობით სმა უარყოფით ზეგავლენას ახდენს თქვენს ორგანოებზე და შეიძლება მათი დაზიანებაც გამოიწვიოს.

ორგანოებს, რომლებიც ზიანდება ალკოჰოლის ხანგრძლივი მოხმარების შედეგად, მიეკუთვნება თავის ტვინი და ნერვული სისტემა, გული, ღვიძლი და პანკრეასი.

სასმელის ჭარბი ოდენობით მიღებამ ასევე შეიძლება გაზარდოს არტერიული წნევა და სისხლში ქოლესტერინის დონე, რომლებიც გულის შეტევებისა და პარალიზის ძირითად რისკის ფაქტორებს წარმოადგენს.

ალკოჰოლის ხანგრძლივმა გამოყენებამ შეიძლება თქვენი იმუნური სისტემა შეასუსტოს და გაზარდოს მიმღებლობა სერიოზული ინფექციების მიმართ. მას ასევე შეუძლია დაასუსტოს თქვენი ძვლები, რამაც გაბზარვა ან მოტეხილობა გამოიწვიოს.

ალკოჰოლიზმთან დაკავშირებული მრავალი რისკი არსებობს. მათ შორისაა:

ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ მნიშვნელოვან პრობლემებთან ერთად, ალკოჰოლის ბოროტად გამოყენებამ შესაძლოა სოციალურ რისკებამდე მიგიყვანოთ. მაგალითად, ეს შეიძლება იყოს:

  • ოჯახის დაშლა და განქორწინება;
  • ოჯახური ძალადობა;
  • უმუშევრობა;
  • უსახლკარობა;
  • ფინანსური პრობლემები.

 

ალკოჰოლური მოწამვლა (ინტოქსიკაცია)

ალკოჰოლური მოწამვლის მიშნები მოიცავს: 

  • დაბნეულობა
  • გაურკვეველი საუბარი
  • კოორდინაციის დარღვევა
  • ღებინება (ან გულისრევის შეგრძნება)
  • არარეგულარული ან შენელებული სუნთქვა
  • ჰიპოთერმია (სხეულის დაბალი ტემპერატურით გამოწვეული მოლურჯო ან ფერმკრთალი კანი)
  • უგრძნობი მდგომარეობა (რეაგირების გარეშე გონებაზე ყოფნა)
  • გონების დაკარგვა (გულის წასვლა).

დარეკეთ 112-ზე და გამოიძახეთ სასწრაფო დახმარების ჯგუფი თუ ეჭვობთ ალკოჰოლურ მოწამვლაზე. არ ეცადოთ და არ დააძალოთ ნასვამ ადამიანს რომ აღებინოს, ამით შეიძლება გაიგუდოს. გაგუდვის თავიდან ასაცილებლად დააწვინეთ გვერდზე და დაუდეთ თავქვეშ ბალიში, ან მსგავსი საშუალება თავის წამოსაწევად.

თუ პიროვნება დაკარგავს გონებას, არ მისცეთ საშუალებას დაიძინოს. ალკოჰოლის დონე სისხლში შესაძლებელია აგრძელებდეს ზრდას 30-40 წუთის განმავლობაში ბოლო ჭიქის მიღებიდან და ამიტომ სიმპტომები შესაძლებელია უარესდებოდეს.

ბოლო განხილვის თარიღი: 17/10/2013 შემდეგი განხილვის თარიღი: 17/10/2015