ალკოჰოლის ჭარბი რაოდენობით მიღება

ალკოჰოლის ჭარბი მიღების დროს მკურნალობის სახე დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად საშიშ და მავნე ოდენობით იღებთ მას, რამდენად დამოკიდებული ხართ მასზე და ცდილობთ თუ არა, რომ შეამციროთ ან სრულიად შეწყვიტოთ მისი მიღება.

 

სმის გაზრდილი (სახიფათოდ გაზრდილი) რისკი

იმ შემთხვევაში, თუ თქვენ სვამთ სახიფათო ოდენობის ალკოჰოლს, სავარაუდოდ, შესაძლოა დაგენიშნოთ კონსულტაცია, რომელიც ცნობილია, როგორც მოკლე ჩარევა. ეს შეიძლება მოხდეს ალკოჰოლთან დაკავშირებული ავარიის ან დაზიანების შემდეგ.

მოკლე ჩარევა გრძელდება დაახლოებით 10-15 წუთი და დაკავშირებულია თქვენს მიერ მიღებულ სასმელთან. გირჩევენ სასმელის შემცირებას, ალკოჰოლიზმის დაძლევისკენ მიმართული ქსელები და სხვა სახის ემოციური მხარდაჭერის საკითხები ხელმისაწვდომია.

ასევე, რეკომენდებულია, ,,სმის დღიურის’’ წარმოება, სადაც შეგიძლიათ ჩაწეროთ, თუ რამდენ ერთეულ ალკოჰოლს იღებთ კვირაში. მოგეცემათ რჩევები სოციალურ სასმელთან მიმართებით, როგორიცაა ალტერნატიული გამაგრილებელი სასმელები ალკოჰოლურთან ერთად, რომელთაც სვამთ მეგობართა გარემოცვაში.

 

სმის მომატებული (მავნე) რისკები

იმ შემთხვევაში, თუ თქვენ ალკოჰოლის მავნე ოდენობას იღებთ, პირველ რიგში უნდა გადაწყვიტოთ, გსურთ თუ არა სასმელის დოზის შემცირება ან მასზე სრულიად უარის თქმა (თავშეკავება).

მავნე რაოდენობით სასმელის მიღება გულისხმობს მისი ყოველკვირეული, რეკომენდებული დონის გადაჭარბებას (მამაკაცებისთვის და ქალებისთვის ეს შეადგენს ალკოჰოლის 14 ერთეულს კვირაში). ალკოჰოლის მიღება პირდაპირ კავშირშია ჯანმრთელობის პრობლემებთან.

თავშეკავება, რა თქმა უნდა, მეტად სასარგებლოა ჯანმრთელობისთვის, თუმცა, ზომიერი დათმობა ხშირად უფრო რეალისტური მიზანია, ან პირველი ნაბიჯია ალკოჰოლისგან თავშეკავებისაკენ.

საბოლოო ჯამში, არჩევანი თქვენი გასაკეთებელია, მაგრამ არსებობს გარემოებები, რომლის დროსაც თავის შეკავება მკაცრად რეკომენდირებულია, მათ შორის:

  • გაქვთ ღვიძლის დაავადება ან ღვიძლის ციროზი;
  • გაქვთ სხვა ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები, როგორიცაა, გულის დაავადება, რომელიც სმასთან ერთად მწვავდება;
  • მედიკამენტების მიღება, რომლებიც ცუდად რეაგირებენ სპირტთან, მაგალითად ანტიფსიქოტური საშუალებები;
  • ორსულობა ან ორსულობის დაგეგმვა.

თავშეკავება შესაძლოა რეკომენდებული იყოს მაშინაც, თუ ადრე სცადეთ ზომიერი სმის მიღწევა და ეს ცდა წარუმატებლად დასრულდა.

თუ თქვენ აირჩევთ მოდერაციას, მაშინ სავარაუდოდ დაგენიშნებათ რამდენიმე კონსულტაცია, რათა შეფასდეს პროგრესი და მკურნალობა და რჩევა მოგეცემათ საჭიროების შემთხვევაში.

შესაძლოა რეგულარულად დაგჭირდეთ სისხლის ანალიზების ჩატარება, რათა მოხდეს ღვიძლის ფუნქციის მუდმივი მონიტორინგი.

 

ალკოჰოლ-დამოკიდებულება

იმ შემთხვევაში, თუ ალკოჰოლდამოკიდებული ხართ (გრძნობთ, რომ ვერ ფუნქციონირებთ მის გარეშე), მაშინ თქვენ უნდა აირჩიოთ ერთ-ერთი ზომიერების დაცვასა ან თავშეკავებას შორის. თავშეკავება, ჩვეულებრივ, რეკომენდირებულია ზომიერად მსმელი ადამიანებისთვის მწვავე ალკოჰოლდამოკიდებულებისკენ მიდრეკილებით.

დამოკიდებულების დონის მიუხედავად, მიზანშეწონილია, რომ ერთ ხანს არ მიიღოთ ალკოჰოლი, რათა გაათავისუფლოთ ორგანიზმი მისი ეფექტებისაგან.

 

დეტოქსიფიკაცია

სად და როგორ ცდილობთ დეტოქსიფიკაციას, განისაზღვრება ალკოჰოლ-დამოკიდებულების დონით. ნორმალურ შემთხვევაში, თქვენ უნდა შეძლოთ დეტოქსიფიკაციის ჩატარება სახლის პირობებში, ყოველგვარი მედიკამენტების გარეშე, რადგან თავად სიმპტომებიც შედარებით სუსტად გექნებათ გამოხატული.

თუ ალკოჰოლის მაღალი დოზა გაქვთ მიღებული (20 ერთეული დღეში) ან ადრე გამოცდილი გაქვთ სიმპტომები, თქვენ შესაძლოა სახლში, მედიკამენტების დახმარებით შეიმსუბუქოთ ის.დამამშვიდებელი საშუალება ქლორდიაზეპოქსიდი (chlordiazepoxide) ჩვეულებრივ, ამ მიზნით გამოიყენება.

იმ შემთხვევაში თუ დამოკიდებულება მძიმეა, შესაძლოა დაგჭირდეთ საავადმყოფოში ან კლინიკაში მისვლა დეტოქსიფიკაციისთვის.თავის დაღწევის სიმპტომები საკმაოდ მწვავეა და სავარაუდოდ, მკურნალობისთვის უნდა მიმართოთ სპეციალისტს.

 

თავის დანებების სიმპტომები

სიმპტომები გაგიმწვავდებათ პირველი 48 საათის განმავლობაში. ორგანიზმი უალკოჰოლოდ ყოფნასთან შეჩვევისა და ადაპტირების შემდეგ იწყებს თანდათანობით მდგომარეობის გაუმჯობესებას. ეს ჩვეულებრივ უკანასკნელად სასმლის მიღებიდან 3-7 დღეში ხდება.

თქვენ ასევე იგრძნობთ ძილის დარღვევას. შესაძლოა ღამის მანძილზე რამდენჯერმე გაგეღვიძოთ ან ვეღარ დაიძინოთ. ეს ჩვეულებრივი მდგომარეობაა და ნორმას უბრუნდება ერთი თვის ვადაში.

დეტოხიფიკაციის პერიოდში, დარწმუნდით, რომ დიდი ოდენობით სითხეებს იღებთ (დაახლოებით სამი ლიტრი დღეში). თუმცა, უმჯობესია, მოერიდოთ კოფეინის შემცველ სასმელს, მათ შორის, ჩაის და ყავას, რადგან მათ შესაძლოა გაამწვავონ ძილთან დაკავშირებული პრობლემები და შფოთვა გამოიწვიოს. წყალი, ხილფაფა ან ხილის წვენი უკეთესი არჩევანია.

შეეცადეთ, იკვებოთ რეგულარულად, მაშინაც, კი, როდესაც მშიერი არ ხართ. მადა თანდათანობით დაგიბრუნდებათ.

მედიკამენტების მიღების პერიოდში, სიმპტომთა შესუსტებისათვის, მოერიდეთ მძიმე ტექნიკის, ან მანქანის მართვას. ეს იმიტომ, რომ სავარაუდოდ წამლებმა შესაძლოა ძილიანობა გამოიწვიოს. დარწმუნდით, რომ ზუსტად დანიშნულებისამებრ სვამთ მათ.

დეტოქსიფიკაცია სტრესულ პერიოდს უკავშირდება. მის შესასუსტებლად მოწოდებულია კითხვა, მუსიკა, სეირნობა, აბაზანის მიღება. დაწვრილებითი ინფორმაციისთვის იხილეთ სტრესის მართვა.

იმ შემთხვევაში, თუ სახლში იტარებთ დეტოქსიკაციას, მაშინ აუცილებელია, რომ რეგულარულად გნახოთ მედდამ ან სხვა მედიცინის პროფესიონალმა. კონსულტაცია შესაძლოა გაგიწიოთ სახლში, თქვენმა ექიმმა, ეს შეიძლება იყოს სახლშიც. ალკოჰოლისგან თავშეკავება მნიშვნელოვანი პირველი ნაბიჯია მასთან დაკავშირებული პრობლემების თავიდან ასარიდებლად. თუმცა, აღნიშნული თავისთავად ეფექტურ მკურნალობას არ წარმოადგენს. თქვენ გჭირდებათ შემდგომი გრძელვადიანი მკურნალობა და მხარდაჭერა.

 

თავშეკავება

თავშეკავიებისთვის მკურნალობის რამდენიმე გზაა ხელმისაწვდომი. მათი ეფექტი განსხვავებულია და დამოკიდებულია ცალკეულ ინდივიდზე. ასე რომ, თუ თქვენ გრძნობთ, რომ კონკრეტული მკურნალობა არ გაძლევთ შედეგს, მაშინ შეგიძლიათ განიხილოს ალტერნატივა თქვენს ექიმთან ან გუნდთან ერთად.

 

მედიკამენტები

National Institute for Health and Care Excellence (NICE) მიერ ალკოჰოლის ბოროტად გამოყენების საწინააღმდეგოდ რეკომენდირებულია რიგი მედიკამენტები. სამი ძირითადი წამალია:

  • აკამპროზატი (Acamprosate);
  • დისულფირამი (Disulfiram);
  • ნალტრექსონი (Naltrexone);

აღნიშნული მედიკამენტები უფრო დეტალურად განხილულია ქვემოთ.

 

აკამპროზატი (Acamprosate)

აკამპროზატი (ბრენდული სახელწოდება Campral) გამოიყენება, რათა დაეხმაროს მავნე ჩვევის მქონე ადამიანებს, რომლებმაც წარმატებით დაძლიეს ალკოჰოლისგან თავშეკავების პირველი ეტაპი. ეს, როგორც წესი, კონსულტაციის დროს ინიშნება.

აკამპროზატი თავის ტვინში არსებულ ალკოჰოლის დონეზე გამა ამინო ბუტირის მჟავით მოქმედებს (GABA). GABA ნაწილობრივ პასუხისმგებელია სასმელის მოთხოვნილების შემცირებისაკენ.

იმ შემთხვევაში, თუ დანიშნული გაქვთ აკამპროზატი, რა თქმა უნდა, როგორც წესი, მის მიღებას იწყებთ ალკოჰოლისგან თავის არიდების დაწყებისთანავე და შეიძლება გაგრძელდეს ექვს თვემდე.

 

დისულფირამი (Disulfiram)

დისულფირამი (ბრენდულის დასახელებით Antabuse) შეიძლება გამოიყენოთ, თუ თქვენ ცდილობთ მიაღწიოთ თავის შეკავებას, მაგრამ შეშფოთებული ხართ, რადგან გგონიათ, რომ ვერ მიაღწევთ, ან თუ უკვე განიცადეთ მარცხი.

დისულფირამი აქვს სასმლის მიღებისაგან შემაკავებელი ეფექტი. ალკოჰოლის მოხმარებისთანავე გეწყებათ უსიამოვნო ფიზიკური რეაქციები. მათ შორის:

ისევე როგორც ალკოჰოლური სასმელები, მნიშვნელოვანია, თავიდან აიცილოთ ნებისმიერი სახლის სპირტის შემცველი წყაროს მოხმარება, რადგან მათ შეიძლება ასევე გამოიწვიოს უსიამოვნო რეაქციები. პროდუქცია, რომელიც შეიძლება შეიცავდეს ალკოჰოლს, მიეკუთვნება:

  • ლოსიონი, რომელიც გამოიყენება გაპარსვის შემდეგ;
  • პირის ღრუს სავლები;
  • ზოგიერთი ტიპის ძმარი;
  •  სუნამო;

ასევე უნდა შეეცადოთ, რათა თავიდან აიცილოთ ნივთიერებები, რომლებიც ალკოჰოლის შემცველ ხსნარს უშვებენ, როგორიცაა საღებავის გამხსნელები.

დისულფირამის მიღებიდან ერთ კვირაში სმის განახლების შემთხვევაში, სავარაუდოა, რომ კვლავ გქონდეთ უსიამოვნო რეაქციები. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ თავი შეიკავოთ ამ ხნის განმავლობაში.

დისულფირამის მიღების პერიოდში თქვენ გექნებათ კონსულტაციები ჯანმრთელობაზე ზრუნვის გუნდთან ყოველ ორ კვირაში ერთხელ პირველი ორი თვის განმავლობაში და შემდეგ ყოველთვიურად ოთხი თვის მანძილზე.

 

ნალტრექსონი (naltrexone)

აკამპროზატის მსგავსად, ნალტრექსონი ასევე შეიძლება გამოიყენოთ რეციდივების პრევენციის მიზნით ან შეზღუდოს მიღებული ალკოჰოლის ოდენობა. იგი მოქმედებს ორგანიზმში არსებულ ოპიოიდურ რეცეპტორებზე დაბლოკვით, აფერებს ალკოჰოლის ეფექტს. მას, ჩვეულებრივ, სხვა მედიკამენტებთან ერთად კომბინაციაში გამოიყენებენ ან ჯერ კონსულტირებას ამჯობინებენ.

ნალტრექსონის დანიშვნის შემთხვევაში, უნდა იცოდეთ, რომ იგი ასევე შეწყვეტს ტკივილგამაყუჩებლების მოქმედებას, რომელიც შეიცავს ოპიოიდებს, მაგალითად, მორფინისა და კოდეინის ეფექტს.

იმ შემთხვევაში, თუ ცუდად გრძნობთ თავს და იღებთ ნალტრექსონს, თქვენ მაშინვე უნდა შეწყვიტოთ მისი სმა და მიმართოთ ექიმს ან მკურნალთა ჯგუფს.

ნალტრექსონის მიღება შესაძლოა ექვს თვემდე ან უფრო მეტ ხანსაც გაგრძელდეს.

ალკოჰოლიზმის დასამარცხებლად მედიკამენტების გამოწერამდე, აუცილებლად გაივლით სრულ სამედიცინო შემოწმებას, რომელიც მოიცავს სისხლის ანალიზებსაც.

 

მსჯელობა

თვითდახმარების ჯგუფები

ბევრი ადამიანი, რომელსაც აქვს ალკოჰოლისადმი დამოკიდებულების პრობლემა, სასარგებლოდ მიიჩნევს თვითდახმარების ჯგუფებში ყოფნას, როგორიცაა ანონიმი ალკოჰოლიკები (AA).

AA ჯუფის წევრებს აერთიანებთ იმის რწმენა, რომ ალკოჰოლისადმი დამოკიდებულება არის ხანგრძლივი და პროგრესული მდგომარეობა და რომ სრული თავშეკავება მისგან თავის დაღწევის ერთადერთ გამოსავალს წარმოადგენს.

მკურნალობის გეგმა 12 საფეხურიან პროგრამას ეფუძნება, რომელიც დამოკიდებულების გადალახვაში გეხმარებათ. იგი მოიცავს ნაბიჯებს, რომლებიც ქვემოთაა ჩამოთვლილი.

  • აღიარება იმისა, რომ უძლური ხართ ალკოჰოლის წინააღმდეგ და ვეღარ ახერხებთ ცხოვრების მართვას;
  • იაზრებთ, რომ გჭირდებათ იმაზე მეტი ძალა, რაც თქვენს ძალებს აღემატება;
  • წარსულში დაშვებული შეცდომების შესწავლა, განხილვა პასუხისმგებელ პირთან ერთად (ჯგუფის გამოცდილი წევრი);
  • შეცდომების გამოსწორება;
  • ახალი ცხოვრებით ცხოვრების სწავლა, რომელშიც ახალი ქცევის კოდექსი გაქვთ;
  • სხვა ალკოჰოლდამოკიდებულ პირთა დახმარება;

 

შემამსუბუქებელი თერაპიის თორმეტი ნაბიჯი

შემამსუბუქებელი თერაპიის თორმეტი ნაბიჯი ანონიმმა ალკოჰოლიკებმა შეიმუშავეს (იხ. ზემოთ). განსხვავება ის არის, რომ თქვენ მუშაობთ ეტაპობრივად მრჩეველთან ან ჯგუფთან ერთად.

აღნიშნული თერაპია შეიძლება განიხილებოდეს მკურნალობის ვარიანტად, თუ თავს სუსტად გრძნობთ ან არ გსურთ საკუთარ პრობლემათა განხილვა ჯგუფურ გარემოში.

 

შემეცნებითი ქცევითი თერაპია (CBT)

კოგნიტური ქცევითი თერაპია (CBT) არის საუბრით მკურნალობა, რომელიც გამოიყენება ალკოჰოლდამოკიდებულების პრობლების გადასაჭრელად.

CBT მიდგომა დამოკიდებულების მიმართ მოიცავს წარუმატებელი და არარეალური აზრების, რწმენის იდენტიფიცირებას, რომელსაც თავისი წვლილი შეაქვს ამ მდგომარეობაში. მაგალითად:

  • "ალკოჰოლის გარეშე დასვენება არ შემიძლია;"
  • "მეგობრებისთვის მოსაწყენი გავხდები, თუ ფხიზელს მნახავენ;"
  • "მხოლოდ ერთი პინტა სასმელის მიღება არაფერს დააშავებს;"

ასეთი აზრები შემთხვევაში, თქვენ უნდა მიმართოთ თქვენი ქცევა უფრო რეალისტური და სასარგებლო ფიქრებისაკენ, როგორიცაა:

  • "ბევრი ადამიანი კარგ დროს ატარებს ალკოჰოლის გარეშე და მეც შემიძლია ერთ-ერთი მათგანი ვიყო;"
  • "ჩემს მეგობრებს ვუყვარვარ ჩემი პიროვნულობის გამო და არა იმიტომ, რომ ვსვამ;"
  • ვიცი, რომ თუ სმას ერთხელ დავიწყებ, მას ვეღარ შევაჩერებ;’’

CBT ასევე გეხმარებათ იმ ფაქტორთა გამოვლენაში, რომელიც თქვენში სმის სურვილს აღძრავს, როგორიცაა:

  • სტრესი;
  • სოციალური შფოთვა;
  • ’’მაღალი რისკის’’ გარემოში ყოფნა, როგორიცაა ბარები, კლუბები და რესტორნები;

თქვენი CBT თერაპევტი გასწავლით თუ როგორ აიცილოთ მსგავსი მაბრკოლებლები და როგორ გაუმკლავდეთ ეფექტურად გარდაუვალ ეფექტებს.

 

ფართო ხანმოკლე ინტერვენცია

გაფართოებული ხანმოკლე ინტერვენცია (EBI) არის თანმიმდევრობითი სესიები ჯანდაცვის პროფესიონალთან, როგორც წესი, ექიმთან, ექთანთან, ან კონსულტანტთან. იგი სამოტივაციო გასაუბრების სახეს იღებს. მისი მიზანია ადამიანთა მოტივირება ქცევის შესაცვლელად და გასაანალიზებლად, თუ რატომ სვამენ და დავეხმაროთ შეცვლის დადებითი მხარეების დანახვაში.

FRAMES არის აბრევიატურა, რომელიც ხშირად გამოიყენება მოკლე ინტერვენციის კომპონენტებს აღწერს. მის შემადგენლობაშია:

  • უკუკავშირი - ალკოჰოლთან დაკავშირებულ პრობლემებთან და რისკებთან;
  • პასუხისმგებლობა - გეხმარებათ შეცვლისათვის პასუხისმგებლობის აღებაში;
  • რჩევა - უზრუნველყოფს ნათელი რჩევის მოცემას, როდესაც მოითხოვთ მას;
  • მენიუ - ცვლილებათა პარამეტრების განმარტებები;
  • ემპათია - თბილი, რეფლექტური და გასაგები მიდგომა;
  • საკუთარი თავის მართვის ეფექტურობა - გეხმარებათ თქვენ საკუთარი შეცვლის უნარში დასაჯერებლად;

 

ოჯახური თერაპია

ალკოჰოლისადმი დამოკიდებულების გავლენას ახდენს არა მხოლოდ ცალკეულ ინდივიდზე, არამედ შესაძლოა იმოქმედოს მთელს ოჯახზე. ოჯახური თერაპია უზრუნველყოფს ოჯახის წევრების შესაძლებლობას შემდეგისადმი:

  • ალკოჰოლის დამოკიდებულების ბუნების შესწავლა;
  • ოჯახის იმ წევრის მხარდაჭერა, რომელიც ცდილობს, თავი შეიკავოს ალკოჰოლის მიღებისაგან;

მხარდაჭერა ოჯახის წევრთა პირადი უფლებაა. იმ ადამიანთან ერთად ცხოვრება, რომელიც ჭარბად მოიხმარს ალკოჰოლს, შეიძლება საკმაოდ სტრესული იყოს, მხარდაჭერის მიღება ხშირ შემთხვევაში ძალიან სასარგებლოა.

არსებობს მთელი რიგი სერვისები, სპეციალისტები, რომლებიც უზრუნველყოფენ ალკოჰოლიზმით დაავადებულ ადამინთა მეგობრებისა და ნათესავების დახმარებას და თანადგომას.

დაწვრილებითი ინფორმაციისთვის წაიკითხეთ გასაუბრებითი თერაპიის ტიპები.

ბოლო განხილვის თარიღი: 17/10/2013 შემდეგი განხილვის თარიღი: 17/10/2015