ალკოჰოლთან დაკავშირებული ღვიძლის დაავადება

ხშირშემთხვევაში, ალკოჰოლთანდაკავშირებულიღვიძლისდაავადებით დაავადებულ ადამიანებს არაქვთ გამოხატულისიმპტომები, იმ ეტაპამდე, სანამმათიღვიძლი მძიმედ არ დაზიანდება.

 

ადრეული სიმპტომები

ალკოჰოლთან დაკავშირებული ღვიძლის დაავადების ადრეული სიმპტომები ხშირად ძალიან ბუნდოვანია, მაგალითად როგორიცაა:

  • მუცლის ტკივილი
  • მადის დაკარგვა
  • დაღლილობა
  • ღებინება
  • დიარეა
  • ზოგადი ცუდად ყოფნის შეგრძნება.

 

გართულებული სიმპტომები

ღვიძლის დაზიანებასთან ერთად, ვლინდება უფრო თვალსაჩინო და სერიოზული სიმპტომები, როგორიცაა:

  • კანისა და თვალის სკლერების (თვალის თეთრი გარსი) სიყვითლე
  • ფეხების, ტერფების და მუხლების შეშუპება სითხის დაგროვების გამო (ედემა)
  • მუცლის შესიება, რომელიც გამოწვეულია მასში სითხის დაგროვებით. მდგომარეობა ცნობილია როგორც ასციტი
  • მაღალიტემპერატურისა (ცხელება) და კანკალის შეტევები
  • კანის ძლიერი ქავილი
  • თმისცვენა
  • თითებისა და ფრჩხილების უჩვეულო სიმრუდე (clubbed fingers)
  • წითელი ლაქებით დაფარული ხელისგულები
  • წონის მნიშვნელოვანი დაკლება
  • სისუსტე და კუნთების განლევა
  • დაბნეულობა და მეხსიერების პრობლემები, ძილის დარღვევა (უძილობა) და პიროვნული ცვლილებები, რომელიც გამოწვეულია თავის ტვინში ტოქსინთა რაოდენობის ზრდის გამო
  • სისხლიანი ღებინება და შავი, ფისისებრი განავალი,გამოწვეული შინაგანი სისხლდენის შედეგად
  • სისხლდენის ტენდენცია და სისხლჩაქცევები, როგორიცაა გახშირებული სისხლდენა ცხვირიდან და ღრძილებიდან
  • მომატებული მგრძნობელობა ალკოჰოლისა და წამლების მიმართ (რადგან ღვიძლი ვეღარ გადაამუშავებს მათ).

 

როდის მივმართოთ ექიმს

ალკოჰოლთან დაკავშირებული ღვიძლის დაავადება ხშირ შემთხვევაში არ იწვევს სიმპტომებს, სანამარ მიაღწევს გამწვავებულ ეტაპს. თუ თქვენ ხშირად იღებთ ალკოჰოლს, შეიძლება აღგენიშნებოდეთ ღვიძლის დაზიანება, მიუხედავად იმისა, გაქვთ თუ არა ზემოთ ჩამოთვლილი სიმპტომები.

აუცილებლად მიმართეთ ექიმს გამოკვლევებისთვის პერიოდულად, თუ რეგულარულად მოიხმართ ალკოჰოლს.

დაუყოვნებლივ უნდა მიმართოთ ექიმს, თუ გაქვთ ალკოჰოლით განპირობებული ღვიძლის დაავადების პროგრესირებული ეტაპის სიმპტომები.

ბოლო განხილვის თარიღი: 24/09/2015 შემდეგი განხილვის თარიღი: 24/09/2017