ალკოჰოლთან დაკავშირებული ღვიძლის დაავადება

ალკოჰოლთან დაკავშირებული ღვიძლის დაავადება განპირობებულია ალკოჰოლის ჭარბი მოხმარებით. რაც უფრო მეტად გადააჭარბებთ ალკოჰოლური სასმელის რეკომენდირებულ ზღვარს, მით უფრო მეტია დაავადების განვითარების რისკი.

ალკოჰოლის ჭარბი რაოდენობით მოხმარებამ, ალკოჰოლთან დაკავშირებული ღვიძლის დაავადება შესაძლოა გამოიწვიოს ორი გზით:

  • მცირე დროში დიდი რაოდენობით ალკოჰოლის მიღებამ (ცნობილი როგორც ლოთური სმა), შეიძლება გამოიწვიოს ღვიძლის გაცხიმოვნება და იშვიათ შემთხვევებში ალკოჰოლური ჰეპატიტიც
  • რეკომენდირებულ ზღვრულ რაოდენობებზე მეტი სასმელის მიღება მრავალი წლის განმავლობაში, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ჰეპატიტი და ციროზი, რომლებიც ალკოჰოლთან დაკავშირებული ღვიძლის დაავადების უფრო სერიოზული სახეობებია

მტკიცებულებები მიუთითებს, რომ ადამიანები, რომლებიც რეგულარულად სვამენ მაქსიმალურ რეკომენდირებულ რაოდენობაზე მეტ ალკოჰოლს, დგანან დაავადების განვითარების უდიდესი რისკის ქვეშ.

დიდი ბრიტანეთის ეროვნული ჯანდაცვის სერვისის (National Health Service – NHS) რეკომენდაციების მიხედვით:

  • მამაკაცები არ უნდა სვამდნენ რეგულარულად ალკოჰოლის 3-4 ერთეულზე მეტს დღეში
  • ქალები არ უნდა სვამდნენ რეგულარულად ალკოჰოლის 2-3 ერთეულზე მეტს დღეში

ასევე რეკომენდებულია, რომ თავიდან აიცილოთ ალკოჰოლის მიღება დიდი რაოდენობით ალკოჰოლური სასმელების მიღებიდან 48 საათის განმავლობაში.

გაიგეთ მეტი ალკოჰოლის ერთეულების და მათი დათვლის შესახებ.

 

დამატებითი ფაქტორები

ალკოჰოლის ჭარბი რაოდენობით მიღების მსგავსად, არსებობს სხვა ფაქტორებიც, რომელთაც შეუძლიათ ალკოჰოლთან დაკავშირებული ღვიძლის დაავადების განვითარების რისკის გაზრდა, მათ შორისაა:

  • ჭარბწონიანობა ან სიმსუქნე
  • სქესი - ქალები, როგორც ჩანს, უფრო დაუცველები არიან, ვიდრე მამაკაცები ალკოჰოლის მიერ გამოწვეულ მავნე ეფექტების მიმართ
  • ადრე არსებული ღვიძლის დაავადება, როგორიცაა C ჰეპატიტი (ღვიძლის ქრონიკული ვირუსული ინფექცია)
  • გენეტიკა - ალკოჰოლისადმი დამოკიდებულება და პრობლემები ხშირად ოჯახის ხაზით გადადის.

ბოლო განხილვის თარიღი: 24/09/2015 შემდეგი განხილვის თარიღი: 24/09/2017