ალკოჰოლთან დაკავშირებული ღვიძლის დაავადება

ალკოჰოლთან დაკავშირებულ ღვიძლის დაავადებაზე, ხშირად პირველად ეჭვი მიიტანება მაშინ, როდესაც სხვა მდგომარეობების სამედიცინო ტესტირების დროს, ანალიზები აჩვენებს ღვიძლის დაზიანებას. 

ას იმიტომ ხდება, რომ საწყის ეტაპებზე დაავადება მხოლოდ რამდენიმე სიმპტომს იწვევს. იმ შემთხვევაში, თუ ექიმი ეჭვობს, რომ შეიძლება გქონდეთ ალკოჰოლთან დაკავშირებული ღვიძლის დაზიანება, ის როგორც წესი, დაგინიშნავთ სისხლის ანალიზს, ღვიძლის ფუნქციის შესამოწმებლად. ასევე შეიძლება გკითხონ რამდენად ხშირად სვამთ ალკოჰოლურ სასმელებს და რა რაოდენობით. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სრულიად გახსნილად თქვათ თუ რამდენს და რამდენად ხშირად სვამთ. თუ ამბობთ, რომ თქვენ სვამთ ცოტას ან უარყოფთ სასმელის მიღებას, თქვენ შეიძლება დამატებითი ანალიზები ჩაგიტარდეთ. ამან შეიძლება გამოიწვიოს იმ მკურნალობის გადადება, რომელიც გჭირდებათ.

 

სისხლის ანალიზები

სისხლის ანალიზი, რომელიც გამოიყენება ღვიძლის ფუნქციის შესაფასებლად, ცნობილია, როგორც ღვიძლის ფუნქციის ტესტები. თუმცა, ღვიძლის ფუქციის ტესტმა შესაძლებელია აჩვენოს ნორმალური პასუხები, ღვიძლის დაზაინების სხვადასხვა სტადიაზეც.

სისხლის ანალიზით ასევე შესაძლებელია სისხლში მცირე რაოდენობის ნივთიერებების, როგორიცაა ცილა, სახელად “შრატის ალბუმინი”, რომელიც ღვიძლის მიერ წარმოიქმნება. “შრატის ალბუმინის” მცირე რაოდენობა მიუთითებს, რომ ღვიძლი არ ფუნქციონირებს ნორმალურად.

სისხლის ტესტი, ასევე, სისხლის პათოლოგიური შედედების აღმოსაჩენად გამოიყენება, რომელიც შეიძლება მიუთითებდეს ღვიძლის მნიშვნელოვან დაზიანებაზე.

 

შემდგომი ტესტირება

თუ სიმპტომებით ან ღვიძლის ფუნქციის ტესტით ვარაუდობენ, რომ შეიძლება გქონდეთ ალკოჰოლთან დაკავშირებული ღვიძლის დაავადება, შორსწასული ფორმით, კერძოდ ალკოჰოლური ჰეპატიტი ან ციროზი, შესაძლებელია საჭირო გახდეს დამატებითი ანალიზები, რომლებიც დაწვრილებით აღწერილია ქვემოთ.

 

გამომსახველობითი ტესტები

შესაძლოა საჭირო გახდეს გამომსახველობითი სკანირების ტესტები ღვიძლის დეტალური სურათების მისაღებად. ეს ტესტები შეიძლება მოიცავდნენ:

  • ულტრაბგერითი სკანირება,
  • კომპიუტერული ტომოგრაფია (CT)
  • მაგნიტურ-რეზონანსული (MRI) სკანირება.

ზოგიერთ სკანირებით შესაძლოა ღვიძლის სიმკვრივის შეფასება, რომელიც საუკეთესოა მისი დაზიანების ხარისხის დასადგენად.

 

ღვიძლის ბიოფსია

ღვიძლის ბიოფსიის დროს, წვრილი ნემსით შედიან ორგანიზმში (ჩვეულებრივ, ნეკნებს შორის), რითიც იღებენ ღვიძლის უჯრედების მცირე ნიმუშს და აგზავნიან ლაბორატორიაში მიკროსკოპული კვლევისთვის. ბიოფსია, როგორც წესი, ხორციელდება ადგილობრივი ანესთეზიით. ეს შეიძლება გაკეთდეს დღის განმავლობაში, ან საჭირო გახდეს ღამით დატოვება საავადმყოფოში.

სპეციალისტი ექიმები ამოწმებენ ღვიძლის ბიოფსიის ქსოვილებს მიკროსკოპის ქვეშ, დანაწიბურების ხარისხისა და დაზიანების მიზეზების დასადგენად.

 

ენდოსკოპია

ენდოსკოპი არის წვრილი, გრძელი, მოქნილი მილი სინათლის წყაროთი და ერთ ბოლოში ვიდეო კამერით. ენდოსკოპიური კვლევის დროს, ეს ინსტრუმენტი საყლაპავი მილის (გრძელი მილი, რომელსაც საკვები ყელიდან კუჭში ჩააქვს) საშალებით ჩადის კუჭში.

საყლაპავისა და კუჭის გამოსახულებები მიიღება გარე ეკრანზე. ამ დროს ექიმი დააკვირდება ვენების გაფართოებას (ვარიკოზს), რომელიც ციროზის ნიშანს წარმოადგენს.

ბოლო განხილვის თარიღი: 24/09/2015 შემდეგი განხილვის თარიღი: 24/09/2017