ალკოჰოლთან დაკავშირებული ღვიძლის დაავადება

არსებობს მთელი რიგი სერიოზული გართულებები, რომელიც შესაძლოა მოყვეს ალკოჰოლთან დაკავშირებულ ღვიძლის დაავადებას (ARLD).

ზოგიერთი ძირითადი გართულება, რომელიც დაკავშირებულია ამ მდგომარეობასთან აღწერილია ქვემოთ.

 

პორტული ჰიპერტენზია და ვარიკოზი

პორტული ჰიპერტენზია არის ციროზის ძირითადი გართულება და ნაკლებად ხშირად, ალკოჰოლური ჰეპატიტის. ეს ხდება მაშინ, როდესაც ღვიძლში არტერიული წნევა საგრძნობლად გაიზრდება და პოტენციურად სერიოზულ დონეს მიაღწევს.

სისხლის მიმოქცევა ძალიან რთულდება, როდესაც ღვიძლი არის ძალიან დაზიანებული. ამას მივყავართ არტერიული წნევის მომატებისკენ. ასეთ შემთხვევაში სისხლმა გულში დასაბრუნებლად აუცილებლად უნდა იპოვოს ახალი გზა. ამისთვის იგი აკეთებს ახალი სისხლძარღვების გახსნით, როგორც წესი კუჭის ან საყლაპავის გასწვრივ. ეს ახალი სისხლძარღვები ცნობილია, როგორც ვარიკოზები.

არტერიული წნევის გარკვეულ დონეზე გაზრდის შემთხვევაში, ეს შეიძლება გახდეს ძალიან მაღალი ვარიკოზისთვის, რამაც შესაძლოა კედლების gახლეჩვა და სისხლდენა გამოიწვიოს.

აღნიშნულმა შესაძლოა გამოიწვიოს ხანგრძლივი სისხლდენა, რომელსაც შეუძლია ანემიის გამოწვევა (მდგომარეობა, რომლის დროსაც ორგანიზმს არ გააჩნია საკმარისი რაოდენობის ჟანგბადის მატარებელი სისხლის წითელი უჯრედები).

გარდა ამისა, სისხლდენა შეიძლება იყოს სწრაფი და მასიური, რაც სისხლის პირღებინებასა და ძალიან მუქი შეფერილობის, კუპრისფერ განავალს იწვევს.

დაზიანებულ ვარიკოზს მკურნალობენ ენდოსკოპის გამოყენებით (ვიწრო მილი ბოლოში კამერით, რომელიც კუჭში ჩადის) ვარიკოზის აღმოსაჩენად. შემდგომში მცირე ზომის სახვევი შესაძლოა გამოიყენონ ვარიკოზული უბნის დახურვისთვის.

 

ასციტი

პორტული ჰიპერტენზიის შემთხვევაში, შესაძლოა სითხე დაგიგროვდეთ მუცელში და ნაწლავების გარშემო. ეს ცნობილია, როგორც ასციტი.

თავდაპირველად მისი მკურნალობა შესაძლებელია შარდმდენებით. თუ პრობლემა პროგრესირებს, დიდი რაოდენობით სითხე დგება, ამ შემთხვევაში აუცილებელია დრენირება. ეს პროცედურა ცნობილია, როგორც პარაცენტეზი და მოიცავს თხელი მილის შეყვანას კანქვეშ, სითხეში. პროცედურა ტარდება ადგილობრივი ანესთეზიით.

ასციტთან დაკავშირებული ერთ-ერთი რისკია სითხეში არსებული ინფექცია (სპონტანური ბაქტერიული პერიტონიტი). ეს არის პოტენციურად ძალიან სერიოზული გართულება და უკავშირდება თირკმლის უკმარისობის მომატებულ რისკსა და სიკვდილს.

 

ღვიძლის ენცეფალოპათია

ღვიძლის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფუნქცია, სისხლის ტოქსინებისგან გათავისუფლებაა. თუ ღვიძლი ვერ ასრულებს მას ჰეპატიტის ან ციროზის გამო, მაშინ სისხლში ტოქსინების დონე გაიზრდება. ღვიძლის დაზიანების გამო სისხლში ტოქსინთა დიდი ოდენობა ცნობილია, როგორც ღვიძლის ენცეფალოპათია.

ღვიძლის ენცეფალოპათიის სიმპტომებს მიეკუთვნება:

  • აღგზნება, მღელვარება
  • გაურკვევლობა, დაბნეულობა
  • დეზორიენტაცია
  • კუნთების დაჭიმულობა
  • კუნთების ცახცახი
  • მეტყველების გაძნელება
  • ძალიან მძიმე შემთხვევებში, კომა

ღვიძლის ენცეფალოპათიის დროს, შესაძლებელია საჭირო გახდეს პაციენტის საავადმყოფოში გადაყვანა. საავადმყოფოში ორგანიზმის ფუნქციებს ეხმარებიან და წამლების საშუალებით სისხლს ტოქსინებისგან წმენდენ.

 

ღვიძლის კიბო

წლების განმავლობაში მუდმივად ალკოჰოლის მიღების შედეგად ღვიძლის დაზიანებამ, შესაძლებელია გაზარდოს ღვიძლის კიბოს განვითარების შანსი.

უკანასკნელი რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში, დიდ ბრიტანეთში ღვიძლის კიბოს განვითარების სიხშირე, ალკოჰოლის ბოროტად გამოყენების შედეგად მკვეთრად გაიზარდა. დადგენილია, რომ ყოველწლიურად ღვიძლის კიბო, ციროზით დაავადებულთა 3-5%-ს უვითარდება.

ბოლო განხილვის თარიღი: 24/09/2015 შემდეგი განხილვის თარიღი: 24/09/2017