აპენდიციტი

აპენდიციტი არის აპენდიქსის (თითის მსგავსი გამონაზარდი, რომელიც დაკავშირებულია მსხვილ ნაწლავთან) მტკივნეული შეშუპება.

აპენდიციტი იწყება მუცლის შუა ნაწილში ტკივილით, რომელიც შეიძლება იყოს მოვლითი ტკივილის სახით. რამდენიმე საათის განმავლობაში ეს ტკივილი გადაინაცვლებს მარჯვენა ქვედა ნაწილში, სადაც მდებარეობს აპენდიციტი, ამ დროს ტკივილი ხდება მუდმივი და მძიმე.

მტკივნეულ ადგილზე ხელის დაჭერით, დახველებით ან სიარულით შეიძლება სიმპტომები გაუარესდეს. ამ დროს, შეიძლება დაკარგოთ მადა, ცუდად გახდეთ და ხანდახან გქონდეთ დიარეა.

 

როდის გვჭირდება სამედიცინო დახმარება

თუ გტკივათ მუცელი, რომელიც უფრო და უფრო უარესდება, დაუყოვნებლივ დაუკავშირდით ექიმს.

აუცილებლად უნდა დარეკოთ სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში, ნომერზე 112, თუ ტკივილი დაგეწყოთ უეცრად, აგრძელებს გაუარესებას და ვრცელდება მთელ მუცელზე.ეს არის იმის ნიშნები, რომ აპენდიქსი შესაძლებელია გასკდა, რამაც შეიძლება გამოიწვიოს სიცოცხლისთვის საშიში გართულებები.

 

როგორ მკურნალობენ აპენდიციტს

აპენდიციტის უმრავლეს შემთხვევებში, ხდება აპენდიქსის ქირურგიულად მოშორება რაც შეიძლება სწრაფად. ამ პროცეს ეწოდება აპენდექტომია, რომელიც დიდ ბრიტანეთში ერთი-ერთი ყველაზე ხშირ და წარმატებულ ოპერაციად ითვლება.

ოპერაცია ძირითადად კეთდება ლაპარასკოპიით, რომლის დროსაც მუცელზე კეთდება რამოდენიმე ჭრილობა, რომელშიც შეჰყავთ სპეციალური ინსტრუმენტები. ღია ქირურგია, როდესაც შედარებით დიდი ზომის განაკვეთი კეთდება მუცელზე, ძირითადად ტარდება იმ შემთხვევებში, თუ აპენდიქსი გასკდა, ან რთულად მისადგომ პოზიციაზეა.

 

რა იწვევს აპენდიციტს

აპენდიციტის გამომწვევი ზუსტი მიზეზი უცნობია, თუმცა უმეტეს შემთხვევებში ვარაუდობენ, რომ მისი გამომწვევი მიზეზი შეიძლება იყოს, მცირე ზომის განავალი ან ნაწლავის კედელზე არსებული გადადიდებული ლიმფური კვანძი (რომელიც ხშირად გამოწვეულია სასუნთქი გზების ინფექციის მიერ) კეტავს აპენდიქსის შესასვლელს.

ეს ობსტრუქცია იწვევს ანთებას და შეშუპებას.შეშუპების შედეგად წარმოქმნილმა წნევამ კი შეიძლება გამოიწვიოს აპენდიქსის გახეთქვას.

რადგან მიზეზები არ არის ბოლომდე ცნობილი, ამიტომ არ არსებობს აპენდიციტის პრევენციისათვის რაიმე გარანტირებული გზები.

 

ვის ემართება ეს

აპენდიციტი არის ხშირი მდგომარეობა. ყოველწლიურად ინგლისში, დაახლოებით 40,000 ადამიანი თავსდება საავადმყოფოში აპენდიციტის დიაგნოზით, ასევე დადგენილია, რომ 13 დან 1 ადამიანს ემართება აპენდიქსის ანთება ცხოვრების განმავლობაში.

აპენდიციტი ვითარდება ნებისმიერ ასაკში, მაგრამ იგი ყველაზე ხშირია 10-20 წლის ადამიანებში.

 

რა არის აპენდიქსი?

აპენდიქსი არის 5-10 სანტიმეტრის პატარა, თხელი გამონაზარდი, რომელიც დაკავშირებულია მსხვილ ნაწლავთან, სადაც ყალიბდება ფეკალიები.

არავინ იცის რატომ არსებობს აპენდიქსი. მისი მოშორება არ არის საზიანო. 

ბოლო განხილვის თარიღი: 11/02/2014 შემდეგი განხილვის თარიღი: 11/02/2016