ანტითრომბოციტური წამლები: ასპირინის დაბალი დოზა

ასპირინი არის ანტითრომბოციტური მედიკამენტი, რაც ნიშნავს, რომ ის ამცირებს სისხლში თრომბის წარმოქმნის რისკს. ეს კი თავის მხრივ ამცირებს გაჟონვის, ან გულის შეტევის რისკებს.

ჩვეულებრივ, როდესაც ხდება მცირე ზომის სისხლძარღვის გაჭრა, ან გახეთქვა, დაზიანებული ადგილის შესახორცებლად, წარმოიქმნება სისხლის კოლტი, რომელიც ეცობა დაზიანებულ ადგილს (ხვრელს) სისხლძარღვის შეხორცებამდე.

სისხლის შედედებას და კოლტის წარმოქმნას უზრუნველყოფს სისხლში შემავალი მცირე ზომის უჯრედები, რომლებსაც თრომბოციტები ეწოდება. როდესაც თრომბოციტები შენიშნავენ სისხლძარღვის დაზიანებას, ისინი წარმოქმიან ქიმიურ ნივთიერებებს, რომელიც იზიდავს თრომბოციტებს და კრავს ერთად, რომ წარმოიქმნას სისხლის კოლტი.

ასპირინი ამცირებს თრომბოციტების ერთმანეთთან შეწებების უნარს და შესაბამისად ამცირებს სისხლის კოლტის ჩამოყალიბების უნარს.

 

როდის გამოიყენება დაბალ დოზიანი ასპირინი?

დაბალ დოზიანი ასპირინის (ძირითადად, დღეში 75 მგ) შეიძლება მიეცეს ადამიანს, იმ შემთხევებში თუ ჰქონდათ:

ასპირინის დაბალი დოზა, ასევე შეიძლება დაინიშნოს, თუ მოიაზრება, რომ არსებობს გულის შეტევის ან ინსულტის განვითარების რისკი. ადამიანი რისკჯგუფში მოხვდება, თუ:

ანტითრომბოციტული წამლებით მკურნალობა, როგორიცაა ასპირინი, როგორც წესი ინიშნება მთელი სიცოცხლის განმავლობაში.

ასპირინის მაღალი დოზების მიცემა შესაძლებელია საჭირო იყოს სხვა დაავადებებისთვის, მაგრამ ეს გვერდი მიძღვნილია დაბალ დოზიანი ასპირინის გამოყენებაზე.

 

ბავშვები

ასპირინის მიცემა შესაძლებელია ბავშვებისთვის სპეციალისტის მეთვალყურეობის ქვეშ, გულის ოპერაციის შემდეგ, ან ე.წ. კავაზაკის დაავადების (Kawasaki disease) სამკურნალოდ.

ექიმის რჩევის გარეშე ასპირინის მიცემა 16 წლამდე ბავშვებისთვის დაუშვებელია!

 

გასათვალისწინებელი საკითხები

ასპირინის მიღება არ შეიძლებათუ გაქვთ თქვენ ისეთი დაავადება, როგორიცაა , ისეთი მდგომარეობების არსებობის შემთხვევაში, როგორებიცაა კუჭის წყლული, ან სისხლდენის პრობლემები.

ასპირინის მიღება, ასევე სიფრთხილით უნდა მოხდეს, თუ გაქვთ კონკრეტული მდგომარეობები, როგორებიცაა ასთმა, ან სისხლის მაღალი წნევა.

ასპირინის დაბალი დოზის (75 მგ) მიღება შეიძლება ფეხმძიმობის ან ძუძუთი კვების დროს, მაგრამ მხოლოდ ექიმის რეკომენდაციით.

 

ასპირინის გვერდითი ეფექტები და ურთიერთქმედებები

მიუხედავად იმისა, რომ სერიოზული რეაქციები იშვიათია, ასპირინმა შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები, როგორიცაა მოუნელებლობა, ხოლო უფრო სერიოზულ შემთხვევებში ღებინება, ალერგიული რეაქციები, ან სისხლდენა მუცლის ღრუში.

მიმართეთ ექიმს, თუ ნერვიულობთ, ან თუ გაწუხებთ ასპირინის გვერდითი ეფექტები.

ასპირინმა შეიძლება მოახდინოს ურთიერთქმედება მრავალ სხვა მედიკამენტებთან. ყოველთვის წაიკითხეთ წამლის ინსტრუქცია, რომ დარწმუნდეთ მის უსაფრთხოებაში ასპირინთან მიღების შემთხვევაში. ეჭვის შემთხვევაში აუცილებლად დაუკავშირდით ექიმს.

 

გამოტოვებული დოზა

თუ დაგავიწყდათ ასპირინის დოზის მიღება, დალიეთ ის დოზა მაშინვე როგორც კი გაგახსენდებათ და შემდეგ ჩვეულებრივი განაგრძეთ დოზირების განაწილება.

თუმცა, თუ ასპირინის მიღება გაგახსენდათ მაშინ, როდესაც უკვე შემდეგი დოზის დრო მოსულია, უბრალოდ დაივიწყეთ გამოტოვებული დოზა და ჩვეულებრივ განაგრძეთ მკურნალობა. არ მიიღოთ ორმაგი დოზა გამოტოვებულის აღსადგენად, ეს ზრდის მისი გვერდითი ეფექტების გამოვლენის რისკს.

 

ზედმეტი დოზა

წამლის ინსტრუქცია მოიცავს ინფორმაციას, თუ რა უნდა ქნათ თუ გამოტოვეთ წამლის დოზა.

თუ შემთხვევით მიიღებთ დაბალი დოზის ასპირინის ზედმეტ დოზას, ნაკლებად სავარაუდოა სერიოზული გართულებების გამოწვევა, რადგან მაღალი დოზის ასპირნის მიღება უსაფრთხოდ ხდება მრავალი სხვა მდგომარეობების სამკურნალოდ. თუმცა, თუ თავს ცუდად იგრძნობთ აუცილებლად დარეკეთ პირად ექიმთან ან ფარმაცევტთან.

ბოლო განხილვის თარიღი: 17/06/2014 შემდეგი განხილვის თარიღი: 17/06/2016