არარეგულარული პერიოდები (ოლიგომენორეა)

ზოგიერთი ქალის ციკლი ყოველთვის რეგულარული არ არის. მათი პერიოდები შეიძლება ადრე ან გვიანმოვიდეს, ციკლის ხანგრძლივობა ან სისხლდენის სიმძიმე შეიძლება ყოველ ჯერზე იცვლებოდეს. 

ნორმალური მენსტრუალური ციკლი შესაძლოა კონტრაცეპციის მეთოდის შეცვლის ან რეპროდუქციული ჰორმონების - ესტროგენისა და პროგესტერონის - დისბალანსის გამო შეიცვალოს.

ჰორმონული დისბალანსი შეიძლება მრავალმა ფაქტორმა განაპირობოს, დაწყებული საკვერცხეების პოლიცისტიტის სინდრომიდან, წონაში სწრაფი კლებითა და ზედმეტი ვარჯიშით დამთავრებული.

 

არარეგულარული პერიოდების მკურნალობა

არათანაბარი პერიოდები სქესობრივი მომწიფების, ან მენოპაუზის წინა პერიოდებისთვისაა დამახასიათებელი. ჩვეულებრივ, ამ დროს მკურნალობა ყოველთვის საჭირო არაა. თუმცა უნდა მიმართოთ ექიმს, თუ:

  • გაქვთ სისხლდენა, ან სისხლის ლაქები პერიოდებს შორის, ან სქესობრივი კონტაქტის შემდეგ
  • გაქვთ ძალიან მძიმე პერიოდები, როდესაც ტამპონის, ან საფენი შეცვლა გჭირდებათ ყოველ ერთ, ან 2 საათში, ან გჭირდებათ ორივეს (ტამპონის და საფენის) ტარება
  • გაქვთ ისეთი სისხლდენა, რომ ისვრება ლოგინი, ან ტანსაცმელი
  • პერიოდები გრძელდება შვიდ დღეზე მეტი
  • პერიოდები უფრო ხშირია, ვიდრე თვეში ერთხელ.

შეიძლება განსხვავებული ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალება ან ჯანმრთელობის უფრო სრული გამოკვლევა გჭირდებოდეთ.

 

საშუალო მენსტრუალური ციკლი

საშუალოდ მენსტრუაციული ციკლი 28 დღეს გრძელდება, მაგრამ ის შეიძლება იცვლებოდეს 24-დან 35 დღემდე.

სქესობრივი მომწიფების შემდგომ ქალი რეგულარულ მენსტრუალურ ციკლს გამოიმუშავებს, პერიოდებს შორის დაახლოებით ერთი და იგივე დროის ინტერვალებით.

ჩვეულებრივ მენსტრუალური სისხლდენა 2-დან 7 დღემდე გრძელდება, საშუალოდ 5 დღე.

ბოლო განხილვის თარიღი: 26/04/2015 შემდეგი განხილვის თარიღი: 26/04/2017