მწვავე ქოლეცისტიტი

მწვავე ქოლეცისტიტიარის ნაღვლის ბუშტის ანთება (შესიება). ეს პოტენციურად სერიოზული მდგომარეობაა და ძირითადად ჰოსპიტალურ მკურნალობას საჭიროებს.

მწვავე ქოლეცისტიტისთვის ყველაზე ხშირი დამახასიათებელი სიმპტომები არის უეცარი, ძლიერი ტკივილი მუცლის მარჯვენა ზედა მხარეს, რომელიც ვრცელდება მარჯვენა მხრისკენ. მუცლის ეს ადგილი ძირითადად ძალიან მგრძნობიარე ხდება შეხებაზე და ღრმად სუნთქვისას ტკივილი შეიძლება გაძლიერდეს.

მუცლის ტკივილის სხვა გამომწვევი მიზეზებისგან განსხვავებით, მწვავე ქოლეცესტიტთან დაკავშირებული ტკივილი, ჩვეულებრივ არის უცვლელი (არ მსუბუქდება და არც ძლიერდება) და რამდენიმე საათის განმავლობაში არ მსუბუქდება.

ზოგიერთ ადამიანს შეიძლება ჰქონდეს დამატებითი სიმპტომები, როგორებიცაა:

  • მაღალი ტემპერატურა (ცხელება) 38ºC ან უფრო მაღალი
  • გულისრევა და ღებინება
  • ოფლიანობა
  • მადის დაკარგვა
  • კანისა და თვალის თეთრი გარსის გაყვითლება (სიყვითლე)
  • მუცლის გაბერვა.

 

როდის უნდა მივმართოთ ექიმს?

აუცილებლად, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს, თუ გაგივითარდათ უეცარი და ძლიერი მუცლის ტკივილი, განსაკუთრებით კი თუ ტკივილი გრძელდება რამდენიმე საათის განმავლობაში, ან თან ახლავს სიმპტომები, როგორიცაა სიყვითლე, ან ცხელება (მაღალი ტემპერატურა).

მწვავე ქოლეცისტიტის დიაგნოზირება რაც შეიძლება სწრაფად უნდა მოხდეს, რადგან სასწრაფო მკურნალობის გარეშე არსებობს სერიოზული გართულებების განვითარების რისკი.

 

მწვავე ქოლეცისტიტის გამომწვევი მიზეზები

მწვავე ქოლეცისტიტის გამომწვევი მიზეზები შეიძლება დაიყოს ორ მთავარ ჯგუფად: ე.წ. კალკულოზური (ნაღვლის ბუშტის კენჭებით გამოწვეული) ქოლეცისტიტი და აკალკულოზური (რომელიც არ არის ნაღვლის ბუშტის კენჭებით გამოწვეული) ქოლეცისტიტი.

 

კალკულოზური ქოლეცისტიტი

ეს არის მწვავე ქოლეცისტიტის ყველაზე ხშირი და შედარებით ნაკლებად საშიში ტიპი. ის შეადგენს ყველა შემთხვევის დაახლოებით 95%-ს.

კალკულოზური ქოლეცისტიტი ვითარდება მაშინ, როდესაც ნაღვლის ბუშტის მთავარი კისტურისადინარი იხშობა ნაღვლის კენჭებით, ან ნივთიერებით, როგორიც არის ნაღვლის ნალექი.ნალექი არის ნაღვლის (ღვიძლის მიერ გამომუშავებული სითხე, რომელიც ცხიმების დაშლაში მონაწილეობს), ქოლესტერინისა და მარილის პატარა კრისტალების ნარევი.

სადინრის დახშობის შედეგად ნაღვლის ბუშტში გროვდება ნაღველი, რაც იწვევს მასში წნევის გაზრდას და საბოლოოდ ანთებას. ასეთი მდგომარეობის დროს, ყოველი ხუთი შემთხვევიდან ერთში ანთებითი ნაღვლის ბუშტი ასევე დაინფიცირდება ბაქტერიითაც.

 

აკალკულოზური ქოლეცისტიტი

აკალკულოზური ქოლეცისტიტი მწვავე ქოლეცისტიტის იშვიათი, მაგრამ უფრო რთული ფორმა. ის ვითარდება როგორც ეაიმე სხვა მძიმე დაავადების, ინფექციის, ან ნაღვლის ბუშტის ტრამვის გართულების შედეგად.

აკალკულოზური ქოლეცისტიტი ხშირად დაკავშირებულია ისეთ პრობლემებთან, როგორებიცაა:

 

ვის ემართება?

მწვავე ქოლეცისტიტი არის ნაღვლის კენჭებისგან გამოწვეული შედარებით ხშირი გართულება. დიდ ბრიტანეთში, ზრდასრულთა დაახლოებით 10-15%-საქვს კენჭები. უმეტეს შემთხვევაში ისინი არ იწვევენ სიმპტომებს, მაგრამადამიანთა მცირე ნაწილს, რომელსაც აქვს კენჭები,უვითარდებათ ტკივილის იშვიათიეპიზოდები, მას ნაღვლის ბუშტთან დაკავშირებულ ტკივილს უწოდებენ.

ინგლისშიქოლეცისტიტის 28,000 შემთხვევა დაფიქსირდა 2012 -2013 წლებში.

 

დიაგნოზის დასმა

მწვავე ქოლეცისტიტის დიაგნოზის დასასმელად, ექიმი გამოიკვლევს მუცლის ღრუს.

ექიმი სავარაუდოდ ჩაგიტარებთ მარტივს ტესტს, რომელსაც ეწოდება ‘მერფის ნიშანი’. იგი გთხოვთ, რომ ჩაისუნთქოთ ღრმად და ამ დროს ხელს დაგაჭერთ მუცელზე ქვედა ბოლო ნეკნის ქვემოთ.

ჩასუნთქვისას ნაღვლის ბუშტი იწევს ქვემოთ.ქოლეცისტიტის არსებობისას, ნაღვლის ბუშტის ექიმის ხელთან შეხების მომენტში გექნებათ უეცარი ძლიერი ტკივილის.

თუ სიმპტომები მიუთითებს მწვავე ქოლეცისტიტზე, ექიმი დანიშნავს დამეტებით ტესტებს:

  • სისხლის ანალიზს, რათა შეამოწმოს მომატებული გაქვთ თუ არა სისხლში თეთრი უჯრედების რაოდენაბა.მომატებული რაოდენობა მიუთითებს ორგანიზმში არსებულ ანთებით პროცესზე
  • მუცლის ულტრაბგერით გამოკვლევას, რომ შემოწმდეს ნაღვლის ბუშტში კენჭების არსებობა, ან ნაღვლის ბუშტის პრობლემასთან დაკავშირებული სხვა ნიშნების არსებობა.

სხვა ტესტები კეთდება იმ შემთხვევაში, თუ ექოსკოპიის შედეგი არის ბუნდოვანი ან თუ ვარაუდობენ გართულებების არსებობას, როგორიცაა ნაღვლის ბუშტის გაგლეჯა.

სხვა ტესტები მოიცავს :

  • მუცლის რენტგენოგრაფიას ან კომპიუტერულ ტომოგრაფიას (CT) , რომელიც იყენებს რენტგენის სხივებს სხეულის შიგნით გამოსახულების მისაღებად
  • მაგნიტურ-რეზონანსული სკანირება (მრს - MRI) , რომელიც გამოსახულების მისაღებად იყენებს ძლიერ მაგნიტურ ველსა და რადიოტალღებს
  • მაგნიტური რეზონანსული კვლევა ქოლანგიოპანკრეატოგრაფიასთან ერთად, რომელიც შეიძლება ჩაატარონ იმ შემთხვევაში, თუ ფიქრობენ, რომ კენჭები დაიძრა ნაღვლის ბუშტიდან მოხვდა ნაღვლის სადინარში და გამოიწვია მისი ობსტრუქცია.

 

მკურნალობა

თუ ექიმი ეჭვობს მწვავე ქოლეცისტიტს, სავარაუდოდ საჭირო იქნება ჰოსპიტალური მკურნალობა, რაც ნიშნავს, რომ სამკურნალოდკლინიკაში მოგათავსებენ.

 

საწყისი მკურნალობა

მკურნალობის საწყისი ფაზა მოიცავს:

  • შიმშილობას, რაც მოიცავს არაფრის ჭამას და არც დალევას, რომ ნაღვლის ბუშტზე დატვირთვა შემცირდეს
  • დეჰიდრაციის თავიდან ასაცილებლად სითხეების მიღებას ინტრავენურად, წვეთოვანის საშუალებით
  • ტკივილგამაყუჩებლების მიღებას ტკივილის შესამცირებლად.

თუ იქნება ეჭვი ინფექციაზე, ასევე დამატებით დანიშნავენ ანტიბიოტიკებსაც. მკურნალობის ეს ფორმა, როგორც წესი გრძელდება ერთ კვირამდე და ამ საწყისი მკურნალობით, ამ მდგომარეობის გამომწვევი ნაღვლის ბუშტის ნებისმიერი კენჭი, როგორც წესი ისევ ბრუნდება უკანვე ნაღვლის ბუშტში და შედეგად ანთებაც ხშირად ქრება.

 

ქირურგიული ოპერაცია

მწვავე ქოლეცისტიტის განმეორების თავიდან ასაცილებლად და სერიოზული გართულებების განვითარების რისკის შესამცირებლად, საწყისი მკურნალობის შემდეგ, ხშირად ნაღვლის ბუშტის ამოკვეთას უწევენ რეკომენდაციას. ამ ოპერაციას ქოლეცისტექტომიას უწოდებენ.

იშვიათ შემთხვევებში, თუ პაციენტის ზოგადი ჯანმრთელობის მდგომარეობა იმდენად ცუდია, რომ ოპერაციის ჩატარება რისკებთან იქნება დაკავშირებული,ექიმების გუნდმა შეიძლება გადაწყვიტოს, პერკუტანული (percutaneous cholecystostomy) ქოლეცისტექტომია (ქოლეცისტექტომია კანიდან შეღწევით). ამ დროს ნაღვლის ბუშტიდან ნაღველის დრენირებას ახდენენ ნემსის საშუალებით, რომელიც შეყავთ მუცლიდან.

თუ ქირურგიული ოპერაციის ჩატარება შესაძლებელია, ექიმები პაციენტთან ერტად მოილაპარაკებენ ოპერაციის ჩატარების დროზე ზოგიერთ შემთხვევაში ოპერაცია სასწრაფო იქნება, თუმცა შესაძლებელია ექიმმა გადაწყვიტოს, რომ უმჯობესი იქნება მომდევნო რამდენიმე კვირის განმავლობაში მოცდა, სანამ ანთება ჩაქრება.

ოპერაციის ჩატარების ორი ძირითადი ტიპი არსებობს:

  • ლაპარასკოპიული ქოლეცისტექტომია- როდესაც, ნაღვლის ბუჭტის ამოკვეთა ხდება მუცელზე გაკეთებული რამდენიმე მცირე ზომის განაკვეთიდან შეყვანილი სპეციალური ქირურგიული ხელსაწყოების გამოყენებით
  • ღია ქოლეცისტექტომია - როდესაც ნაღვლის ბუშტის ამოკვეთა ხდება მუცელზე ერთი შედარებით დიდი ზომის განაკვეთის გაკეთებით.

მიუხედავად იმისა, რომ ნაღვლის ბუშტის ამოკვეთის შემდეგ, ზოგიერთი ადამიანი უჩივის შებერილობისა და დიარეის სიმპტომებს, გარკვეული ტიპის საკვების მიღების შემდეგ, ჩვეულებრივ ადამიანს შეუძლია საკმაოდ ნორმალური ცხოვრებით ცხოვრება ამ ოპერაციის ჩატარების შემდგომ.

ნაღვლის ბუშტი გამოსადეგი ორგანოა, მაგრამ არ არის მთავარი მნიშვნელობის, რადგან საკვების მოსანელებლად ღვიძლი მაინც გააგრძელებს ნაღველის გამომუშავებას.

 

შესაძლო გართულებები

სწორი მკურნალობის გარეშე, მწვავე ქოლეცისტიტმა ზოგჯერ შეიძლება გამოიწვიოს სიცოცხლისთვის პოტენციურად საშიში გართულებებიც.

ძირითადი გართულებებია:

  • განგრენული ქოლეცისტიტი - ნაღვლის ბუშტის ქსოვილის კვდომა, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს ინფექცია, რომელიც შეიძლება გავრცელდეს მთელს ორგანიზმში
  • ნაღვლის ბუშტის პერფორაცია - ნაღვლის ბუშტის გახევა, რომელმაც შეიძლება გაავრცელოს ინფექცია მუცლის ღრუში (პერიტონიტი), ან გამოიწვიოს ჩირქის დაგროვება (აბსცესი).

მწვავე ქოლეცისტიტის ყოველი ხუთი შემთხვევიდან ერთი, ნაღვლის ბუშტის ამოსაკვეთად, გადაუდებელ ქირურგიულ ოპერაციას საჭიროებს, ამ გართულებების სამკურნალოდ.

 

მწვავე ქოლეცისტიტის პრევენცია

მწვავე ქოლეცისტიტის პრევენცია ყოველთვის არ არის შესაძლებელი, მაგრამ მისი საუკეთესო საშუალებაა ნაღვლის კენჭების წარმოქმნის რისკის შემცირება.

ნაღვლის კენჭების წარმოქმნის თავიდან ასაცილებლად ერთ-ერთი მთავარი ნაბიჯი არის ჯანსაღი და ბალანსირებული კვება და ქოლესტერინის რაოდენობის შემცირება საკვებში, რადგან ქოლესტერინი მოიაზრება ნაღვლის ბუშტში კენჭების მთავარ ჩამომყალიბებლად.

ჭარბწონიანობა ან სიმსუქნე, ასევე ზრდის ნაღვლის ბუშტში კენჭების ჩამოყალიბების რისკს.ნამიტომ რეკომენდირებულია წონის მუდმივი კონტროლი სწორი კვებით და რეგულარული ვარჯიშების საშუალებით.

ასევე გასათვალისწინებელია, რომ დაბალ-კალორიული დიეტები და წონის სწრაფად დაკლება ძალიან საშიშია! რადგან არსებობს მტკიცებულებები, რომ ისინი არღვევენ ნაღვლის წარმოქმნის ქიმიურ პროცესებს და ნაღვლის ბუშტში კენჭების წარმოქმნის რისკს ზრდიან. შესაბამისად წონის დასაკლებად საუკეთესოა წონის ეტაპობრივი და თანდათანობითი დაკლების გეგმა.

გაიგეთ მეტი წონის დაკლების შესახებ.

 

  

  1. ღვიძლი
  2. ნაღვლის ბუშტი
  3. ნაღვლის სადინარი
  4. ნაღვლის სადინარი უერთდება თორმეტგოჯა ნაწლავს
  5. კუჭი

 

ნაღვლის ბუშტი

ნაღვლის ბუჭტი მცირე ზომის, მსხლის ფორმის ორგანოა, რომელიც მდებარეობს ღვიძლის ქვემოთ. მისი მთავარი დანიშნულებაა ნაღველის შენახვა და მისი გაჯერება (კონცენტრირება).

ნაღველი არის ღვიძლის მიერ გამომუშავებული სითხე, რომელიც მონაწილეობას იღებს ცხიმების მონელების პროცესში და ასევე შეიცავს ღვიძლის მიერ გამოყოფილ ტოქსინებს. ეს სითხე ღვიძლიდან გამოიყოფა ნაღველის სადინარების საშუალებით და ჩადის ნაღვლის ბუშტში, სადაც ის ინახება.

დროთა განმავლობაში ნაღველი უფრო და უფრო კონცენტრირებული ხდება, რაც ზრდის მის ეფექტურობას ცხომების მოსანელებლად. ნაღვლის ბუშტი, საჭიროების მიხედვით, უშვებს ნაღველს საჭმლის მომნელებელ სისტემაში.

ნაღვლის ბუშტი საჭიროა, მაგრამ არ არის მთავარი ორგანო. მისი ამოკვეთა შეიძლება უსაფრთხოდ, საჭმლის მონელებაზე ეფექტის მოხდენის გარეშე.

ბოლო განხილვის თარიღი: 8/08/2014 შემდეგი განხილვის თარიღი: 8/08/2016