საკვების კალორიების ცხრილი

ქვემოთ მოყვანილია სხვადასხვა პროდუქტის ჩამონათვალი და მათი კალორიულობა 100 გრამ პროდუქტზე.

თუმცა ასევე უნდა გაითვალისწინოთ, რომ ზოგიერთი საკვები 100 გრამზე გაცილებით ნაკლები რაოდენობით მიიღება, ზოგიერთი კი გაცილებით მეტით. მაგალითად 100 გრამი ნიორი შეიცავს 100 კალორიას, თუმცა 100 გრამი ნიორის ჭამა თითქმის შეუძლებელია, მაშინ, როდესაც 100 მლ ლუდი, 2ჯერ ნაკლებ კალორიას შეიცავს, თუმცა 100 მლ ლუდზე არავინ ჩერდება. 1 კათხა ლუდი დაახლოებით 210 კალორიას შეიცავს.

ამიტომ კალორიების დათვლისას აუცილებელია პორციის ზომების გათვალისწინებაც, ანუ თუ 100 მლ რძე შეიცავს 50 კალორიას, ხოლო ჩვენ ვსვამთ 300მლ-ს, ე.ი. ვიღებთ 50x3=150 კალორიას.

გთხოვთ, ასევე გაითვალისწინოთ, რომ ქვემოთ მოცემული რაოდენობები შეიძლება განსხვავდებოდეს სხვადასხვა მწარმოებლის მიერ წარმოებულ პროდუქტში, ამიტომ ყოველთვის უმჯობესია კალორიების რაოდენობა გადაამოწმოთ კონკრეტული პროდუქტის კვებითი ღირებულებების ეტიკეტებზე, კალორიების შესამოწმებლად. გაიგეთ მეტი კალორიების შესახებ.

 

100 გრამ პროდუქტში კალორიების რაოდენობა:

რძე და რძის პროდუქტები

ძროხის რძე 2,5%-იანი – 50

არაჟანი- 160

მაწონი – 50

ხაჭო 6% იანი – 120

ნადუღი - 230

 

ყველი

იმერული – 250

ქარხნის – 270

გუდის - 390

სულგუნი - 260

 

კვერცხი

კვერცხი - 170

ერთი პატარა კვერცხი (მოხარშული) – 70

2 კვერცხის ერბოკვერცხი - 166

 

ხორცი

ძროხის ხორცი, უცხიმო - 140

ხბოს ხორცი, უცხიმო - 110

ღორის ხორცი, უცხიმო - 145

ცხვრის ხორცი, უცხიმო - 145

 

ქათმის ხორცი

თეთრი ხორცი, კანის გარეშე - 110

ბარკლის ძირი ან ბარკალი, კანის გარეშე - 120

ფრთა, კანის გარეშე - 125

 

თევზი:

კალმახი, უმი – 125

კალმახი გრილზე შემწვარი – 150

ორაგული, შებოლილი – 150

ორაგული, გრილზე შემწვარი – 215

ორაგული ორთქლზე მოთუშული - 194

სკუმბრია, შებოლილი - 354

სკუმბრია გრილზე შემწვარი - 220

ქაშაყი  - 190

 

ძეხვეული

ლორი - 280

სოსისი, რძიანი - 250

სოსისი, ივერია - 235

 

პურეული და ბურღულეული

ბრინჯი - 350

თონის პური - 300

მაკარონი - 350

სიმინდის ფქვილი - 370

შვრიის ფაფა - 370

წიწიბურა - 330

ხორბლის ფქვილი (თეთრი) - 335

ხორბლის ფქვილი (რუხი) - 325

 

ბოსტნეული

ბადრიჯანი - 25

ბარდა (დაკონსერვებული) – 80

ბროკოლი - 30

ბრიუსელის კომბოსტო - 43

ბულგარული წიწაკა – 20

ისპანახი - 25

კარტოფილი - 80

კიტრი - 15

კომბოსტო ან ყვავილოვანი კომბოსტო - 25

ლობიო მოხარშული - 150

ლობიო, მწვანე - 30

ნიორი - 100

პომიდორი - 20

სალათის ფოთლები - 20

სატაცური - 20

სოკო - 21

სტაფილო - 40

ჭარხალი - 50

ხახვი - 40

 

ხილი

ბანანი - 90

გარგარი - 50

გრეიფრუტი - 30

ვაშლი - 50

კივი - 70

კარალიოკი/ხურმა - 70

მანდარინი - 50

მარწყვი - 30

მსხალი - 60

საზამთრო - 25

ფორთოხალი - 45

ყურძენი - 70

 

ცხიმები

მზესუმზირის ზეთი -900

ზეითუნის ზეთი - 885

კარაქი - 900

მარგარინი - 720

მაიონეზი - 390

მაიონეზი სამარხვო - 520

 

თხილეული

მიწისთხილი - 587

თხილი - 607

კაკალი - 654

ნუში - 575

ფისტაშკა – 557

მზესუმზირა - 585

წაბლი - 170

 

ტკბილეული

შაქარი - 375

თაფლი - 310

ჩურჩხელა - 400

 

ალკოჰოლი

ლუდი - 45 კალ/100მლ (1 კათხა (500მლ)=210კალ)

ღვინო - 85 კალ/100მლ

არაყი - 230 კალ/100მლ

ჭაჭის არაყი - 280 კალ/100მლ

ვისკი 250 კალ/100მლ

ბოლო განხილვის თარიღი: 30/01/2016 შემდეგი განხილვის თარიღი: 30/01/2018