რა არის სხეულის მასის ინდექსი (BMI)?

სხეულის მასის ინდექსი (Body Mass Index - BMI) არის წონის სიჯანსაღის შემოწმების კარგი გზა. გამოიყენეთ ჩვენი წონის კალკუატორი (იხილეთ ქვემოთ), გაიგეთ თქვენი BMI და მიიღეთ სასარგებლო ინფორმაცია და რჩევები.

ზრდასრულებისთვის, BMI გიჩვეტენთ შეესაბამება თუ არა თქვენი წონა თქვენს სიმაღლეს.

2 წელზე უფროს ბავშვებში გამოიყენება BMI პროცენტილი (centile), რაც ასახავს რამდენად შეესაბამება ბავშვის წონა მის სიმაღლეს, ასაკსა და სქესს.

თუ თქვენი BMI აღემატება ნორმას, თქვენ იმყოფებით სერიოზული დაავადებების განვითარების რისკის ქვეშ, როგორიც არის მე-2 ტიპის დიაბეტი, გულის დაავადებები, ზოგიერთი კიბო. ბავშვებში, BMI პროცენტილი აღნიშნავს, არის თუ არა ბავშვი ჯანმრთელი წონის.

 შეგიძლიათ პირდაპირ გადახვიდეთ შემდეგ ინფორმაციაზე:

  • BMI ზრდასრულებისთვის
  • BMI ბავშვებისთვის

 

ვის შეუძილა BMI-სა და BMI პროცენტილის გამოყენება?

BMI არის ზრდასრული ადამიანის წონის შეფასების საუკეთესო საშუალება და BMI პროცენტილი არის ორ წელზე ზევით ბავშვების წონის შეფასების საუკეთესო საშუალება.

ზოგიერთ ზრდასრულ ადამიანს, რომელსაც აქვს დიდი რაოდენობის კუნთები შეიძლება ჰქონდეს საშუალოზე მაღალი BMI, მაგალითად პროფესიონალ რაგბის მოთამაშეების BMI იქნება “ჭარბწონიანის დონის” სხეულის ცხიმის მცირე რაოდენობის მიუხედავად. მაგრამ ეს არ ვრცელდება ადამიანთა უმრავლესობაზე.

 

BMI ზრდასრულებისთვის

BMI ითვალისწინებს იმას, რომ ადმიანებს აქვთ სხვადასხვა ზომა და ფორმა. ამიტომ BMI-ს გაკვეული შუალედი შეესაბამება ნებისმიერი სიმაღლის ზრდასრულ ადამიანს.

ქვემოთ მოცემული ინფორმაცია გათვლილია ზრდასრულებზე. ბავშვებში BMI სხვანაირად ითვლება.

  • BMI 18.5-ს ქვევით: ასეთი დაბალი მაჩვენებელი შეიძლება ნიშნავდეს, რომ თქვენ არასაკმარისი წონა გაქვთ, ამას მრავალი მიზეზი შეიძლება ჰქონდეს. განიხილეთ ეს საკითხები თქვენს ექიმთან და შეეცადეთ მიაღწიოთ ჯანსაღ წონას. შეგიძლიათ გაიგოთ მეტი და წაიკითხოთ “კვებითი ღირებულება და არასაკმარისი წონის მქონე ზრდასრულები
  • BMI 18.5-სა და 24.9-ს შორის არის ჯანსაღი მაჩვენებელი. ის მიუთითებს იმაზე, რომ თქვენი სიმაღლისთვის ჯანსაღი წონა გაქვთ. მაინც მნიშვნელოვანია ჯანსაღი და ბალანსირებული კვების შენარჩუნება და ფიზიკური აქტივობის შეტანა ყოველდღიურ ცხოვრებაში, რათა შეინარჩუნოთ ჯანსაღი წონა.
  • 25-ზე მაღალი BMI: ნიშნავს, რომ თქვენ ზედმეტი წონა გაქვთ. თქვენ იმაზე მეტს იწონით, ვიდრე თქვენი სიმაღლისთვის შესაბამისი ჯანსაღი ნორმა მიუთითებს. ზედმეტი წონა ზრდის გულის დაავადებების, მე-2 ტიპის დიაბეტისა და ინსულტის ჩამოყალიბების ალბათობას. დროა იმოქმედოთ. იხილეთ შემდეგი სექცია მომდევნო ნაბიჯების გასარკვევად და გაიგეთ მეტი სექციაში “წონის დაკლება”.
  • BMI-ს 30 ან მეტი მაჩვენებელი მიჩნეულია სიმსუქნედ. ეს ზრდის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების რისკს, როგორიცაა გულის დაავადებები, ინსულტი და მე-2 ტიპის დიაბეტის ჩამოყალიბების ალბათობა. წონის დაკლება დაგეხმარებათ მნიშვნელოვნად გაიუმჯობესოთ ჯანმრთელობის მდგომარეობა. თქვენს ექიმს ასევე შეუძლია დახმარება. იხილეთ ქვემოთ მოცემული სექცია და წაიკითხეთ “წონის დაკლება” დამატებითი ინფორმაციისთვის.

 

ეთნიკურობა, BMI და დიაბეტის განვითარების რისკი

2013 წლის ივლისში დიდი ბრიტანეთის ჯანმრთელობის და მზრუნველობის გაუმჯობესების ეროვნულმა ინსტიტუტმა (NICE - National Institute for Health and Care Exelance) გამოუშვა ახალი რჩევა BMI-სთან დაკავშრებით, რომლის მიხედვითაც სამხრეთ აზიისა და ჩინეთის ზრდასრულ ადამიანებს დიაბეტის განვითარების უფრო მეტი ალბათობა აქვთ ვიდრე თეთრკანიანებს. ამ ჯგუფებს ურჩიეს, რომ BMI სტანდარტულ 25-ზე ქვევით შეინარჩუნონ.

რჩევის თანახმად:

  • BMI-ს მაჩვენებელი 23: აზიელებს, რომლების BMI შეადგენს 23-ს ან მეტს იმყოფებიან მე-2 ტიპის დიაბეტის განვითარების გაზრდილი რისკის ქვეშ.
  • 27.5-ზე მაღალი BMI: 27.5 ან მეტი BMI-ს მქონე აზიელები იმყოფებიან მე-2 ტიპის დიაბეტის განვითარების დიდი რისკის ქვეშ.

თუმცა მტკიცებულება ნაკლებად დახვეწილია, შავკანიანებისთვის და სხვა ეთნიკური უმცირესობებისთვისაც უკეთესია BMI 25-ზე ქვემოთ შეინარჩუნონ, რათა შეამცირონ მე-2 ტიპის დიაბეტის განვითარებსი რისკი.

 

თუ ჭარბწონიანი ხართ

თუ თქვენი BMI მიუთითებს რომ ჭარბწონიანი ან მსუქანი ხართ დროა იმოქმედოთ. ჩვენს ვებ გვერდზე შეგიძლიათ იპოვოთ ბევრი ინფoრმაცია, რჩევა და მხარდაჭერა.

თქვენს ექიმს ან ექთანს ასევე შეუძლია მოგცეთ რჩევა ცხოვრების სტილის შეცვლასთან დაკავშირებით, შეიძლება გაგაგზავნოთ წონის დაკლების ჯგუფში ან შემოგთავაზოთ სხვა სახის მკურნალობა. გაიგეთ მეტი სტატიაში “როგორ შეიძლება დაგეხმაროთ ექიმი”.

მათ ასევე შეიძლება გაგიზომონ წელის გარშემოწერილობა, რათა მიიღონ დამატებითი ინფორმაცია თქვენს მიერ დაავადებების, როგორიც არის გულის დაავადებები და მე-2 ტიპის დიაბეტი, განვითარების რისკის შესახებ. შეგიძლიათ გაიგოთ მეტი და წაიკითხოთ “რატომ არის სხეულის ფორმა მნიშვნელოვანი?”

 

რატომ უნდა დაიკლოთ წონაში?

ჭარბწონიანი ან მსუქანი ზრდასრულებისთვის წონის მცირე რაოდენობის დაკლებაც კარგია ჯანმრთელობისთვის. თქვენ შეამცირებთ ისეთი სერიოზული დაავადებების განვითარების რისკს, როგორიც არის გულის დაავადებები, ინსულტი, მაღალი წნევა, მე-2 ტიპის დიაბეტი.

წონის დაკლებამ ასევე შეიძლება გააუმჯობესოს ზურგისა და სახსრების ტკივილი. ხალხის უმრავლესბოა წონის დაკლების შემდეგ თავს უკეთესად გრძნობს. ყველაზე მნიშვნელოვანია ცხოვრებაში, მცირე და ხანგრძლივი ცვლილებების შეტანა. თუ თქვენ ჭარბწომოანი ხართ ცხოვრების სტილის ისე შეცვლა, რომ მიიღოთ ნაკლები კალორიები, დაგეხმარებათ უფრო ჯანსაღი წონის მიღწევაში. ამ ცვლილებების შეთავსება გაზდრილ ფიზიკურ აქტივობასთან საუკეთესო მიდგომაა.

დასაწყისისთვის, შეგიძლიათ ზედმეტი კალორიების შემცირება კალორიული საკვების ჯანსაღი ალტერნატივებით შეცვლით. წაიკითხეთ “საკვების ჯანსაღი შეცვლა” დამატებითი ინფორმაციისთვის.

ფიზიკური აქტივობა წონის დაკლების მნიშვნელოვანი ასპექტია, თუ ის შეთანხმებულია ნაკლები კალორიების მიღებასთან. რეკომენდირებული ფიზიკური აქტივობის დონე დამოკიდებულია თქვენს ასაკზე. ზრდასრულმა ადამიანებმა 19-დან 64 წლამდე კვირაში საშუალოდ უნდა მიიღონ საშუალო ინტენსივობის დატვირთვის, მაგალითად ჩქარი სიარული ან ვეტოსიპედი, 150 წუთი. ჭარბწონიან ზრდასრულ ადამიანებს წონაში დასაკლებად ამაზე მეტი აქტივობა დასჭირდებათ. თუ ფიზიკური აქტივობით დიდ ხანს არ დაკავებულხართ, რეკომენდირებულ რაოდენობამდე ნელ-ნელა უნდა ახვიდეთ. გაიგეთ მეტი “ვარჯიშის სარგებელობის შესახებ”.

დამატებითი იდეებისთვის, რათა თქვენ და თქვენი ოჯახი გახდეს უფრო აქტიური წევიეთ Change4life-ს.

 

სიმაღლისა და წონის საზომები

ასევე შეგიძიათ გამოიყენოთ წონისა და სიმაღლის ცხრილი, რათა გაიგოთ ჯანსაღია თუ არა თქვენი წონა სიმაღლესთან შესაბამისობაში. საზომი გამოიყენება მხოლოდ ზრდასრული ქალებისა და მამაკაცებისთვის.

 

BMI ბავშვებისთვის

ბავშვებში BMI-ს შედეგები სხვანაირად ითვლება.

ბავშვბის BMI-ს შეწასებისას ყურადღება ექცევა მის წონას მის ასაკთან, სიმაღლესთან და სქესთან შეთანხმებაში. შედეგს ჰქვია BMI პროცენტილი. ეს არის კარგი საშუალება იმის გასაგებად, თუ რამდენად ჯანსაღია ბავშვის წონა. მას ჯანდაცვის პროფესიონალები იყენებენ.

ბავშვვის BMI პროცენტილის გამოყენებით ექიმი დაადგენს, თუ რამდენად სწორად ვითარდება ბავშვი. შესაძლებელია მსგავსი რამე გაგიკეთებიათ მაშინ, როდესაც თქვენი შვილი ჩვილი იყო ბავშვის ჯანმრთელობის პირად აღრიცხვაში არსებული ზრდის ტაბულის გამოყენებით.

იმის შემდეგ, რაც თქვენი შვილის BMI პროცენტილი გამოითვლება, მას მიაკუთვნებენ ერთს ამ კატეგორიებიდან:

არასაკმარისი წონა: BMIმე-2 პროცენტილის ქვემოთ

ჯანსაღი წონა: BMI მე-2 და 90-თე პროცენტილს შორის

ჭარბწონიანობა: BMI 91-ე დ 97-ე პროცენტილს შორის

obesety: BMI 98-ე პროცენტილს ზევით. ამ კატეგორიას ეწოდება “ძალიან ჭარბწონიანი” National Child Measurement Programme-ის მიერ გაგზავნილ წერილებში.

ბავშვების უმრავლესობა ჯანსაღ კატეგორიაში ჯდება. BMI 90-ე პროცენტილზე ზევით მიუთითებს, რომ თქვენ ბავშვს აქვს ჭარბწონიანობასთან დაკავშირებული პრობლემების ჩამოყალიბების გაზრდილი რისკი.

ზოგიერთი დიაგნოზის ან მკურნალობის სახეობის შემთხვევაში BMI შეიძლება არ აღნიშნავდეს ჯანსაღ წონას. განიხილეთ ეს საკითხი თქვენს ექიმთან.

 

თუ თქვვენი შვილი ჭარბწონიანია

კვლევები აჩვენებს, რომ ჭარბწონიან ან მსუქან ბავშვებს ბავშვობაში და შემდგომ ცხოვრებაში აქვთ დაავადებების ჩამოყალიბების გაზრდილი რისკი. თუ თქვენი შვილი ჭარბწონიანია, დროა იმოქმედოთ.

ექიმს ან ექთანს შეუძლია მოგცეთ რჩევა   და დაგეხმაროთ, რათა თქვენმა შვილმა ზრდასთან ერთად მიაღწიოს ჯანსაღ წონას. გაიგეთ მეტი სტატიაში “როდესაც ბავშვი ჭარბწონიანია

 

BMI კალკულატორი

 
content provided by NHS Choices

 

Image courtesy of Witthaya Phonsawat at FreeDigitalPhotos.net 

ბოლო განხილვის თარიღი: 7/03/2014 შემდეგი განხილვის თარიღი: 7/03/2016