რატომ არის მნიშვნელოვანი სხეულის ფორმა?

დღეს ბევრ ექიმს სჯერა, რომ როცა საქმე ეხება თქვენს ჯანმრთელობას წელის გარშემოწერილობა მნიშვნელოვანია.

იმის მიუხედავად, რომ BMI წონის სიჯანსაღის გარკვევის კარგი საშუალებაა, ის მთლიანად არ მოიცავს ამ საკითხს.

BMI ზომავს იმას, თუ რამდენად ჯანსაღია თქვენი წონა თქვენს სიმაღლესთან მიმართებაში. შეგიძლიათ გაიგოთ თქვენი მაჩვენებელი BMI ჯანსაღი წონის კალკულატორის გამოყენებით.

თუ თქვენი BMI აღემატება ჯანსაღ ზღვარს თქვენ ალბათ ზედმეტ ცხიმს ატარებთ. მაგრამ, იცოდით თუ არა, რომ თქვენი ჯანმრთელობა შეიძლება რისკის ქვეშ იყოს იმის მიხედვით, თუ სად ინახავთ ამ ზედმეტ ცხიმს?

ჩვენ ზედმეტ ცხიმს ვინახავთ კანის ქვეშ და სასიცოცხლო ორგანოების გარშემო, ჩვენს მუცლის ღრუში. ცხიმი მუცლის გარშემო იწვევს მეტ პრობლემებს, ვიდრე, დავუშვათ, ცხიმი ფეხებზე ან ტანის ქვედა ნაწილში.

მუცლის არეში დიდი რაოდენობით ცხიმის ქონა (ფეხებსა და ქვედატანთან შედარებით) ნიშნავს მე-2 ტიპის დიაბეტისა და გულის დაავადებების განვითარების მეტ რისკს.

თუ გაქვთ ზედმეტი ცხიმი მუცლის არეში შეგიძლიათ უყუროთ ამ გვერდის ბოლოს არსებულ ვიდეოს და მიიღოთ რჩევა მის მოშორებასთან დაკავშირებით.

 

გაზომეთ თქვენი წელი

წელის საპოვნელად იპოვეთ თეძოს ძვალი და მე-13 ნეკნი, წელი მათ შუაში არის მოთავსებული. ხალხის უმრავლესობისთვის ეს ადგილი არის ჭიპის გასწვრივ.

პირველ ჯერზე გამოიყენეთ სარკე, რათა დაინახოთ რას აკეთებთ და გაგიადვილდეთ გაზომვა.

 

ქალებისთვის:

იდეალური: 80 სანტიმეტრზე ნაკლები (32’’)

დიდი: 80-დან 88 სანტიმეტრამდე (32’’-35’’)

ძალიან დიდი: 88 სანტიმეტრს ზევით (35’’)

 

მამაკაცებისთვის:

იდეალური: 94 სანტიმეტრამდე (37’’)

დიდი: 94-დან 102 სანტიმეტრამდე (37’’-40’’)

ძალიან დიდი: 102 სანტიმეტრზე მეტი (40’’)

 

როგორ გავზომით წელისა და თეძოების შეფარდება?

ჯანმრთელობის რისკის გამოთვლა მარტივია. სანტიმეტრის გამოყენებით გაიარეთ შემდეგი საფეხურები:

  • გაზმოეთ თქვენი თეძოები
  • გაზომეთ თქვენი წელი
  • გაყავით წელის ზომა თეძოს ზომაზე

 

თქვენი სხეულის ფორმა

თუ მუცლის გარშემო ტარებთ ჭარბ წონას, ეს იმას ნიშნავს, რომ თქვენ “ვაშლის” ფორმა გაქვთ. ისინი ვინც ზედმეტ წონას უკანა ტანით ატარებს, ცნობილია, როგორც “მსხლის” ფორმის.

ნებისმიერი ადამიანისთის, რომელიც ნებისმიერ ადგილას ატარებს ზემდეტ წონას, უკეთესია ამ წონის მოშორება. მაგრამ თუ თქვენ “ვაშლის” ფორმის ხართ, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმოქმედოთ ჯანსაღი წონის მისაღწევად. ამის გაკეთება შეგიძიათ ცხოვრების სტილში ცვილიებების შეტანით, რათა გააუმჯობესოთ კვება და გაზარდოთ ფიზიკური აქტივობა.

ფიზიკური აქტივობა კარგია ჭარბი წონის მქონე ნებისმიერი ადამიანისთვის. ლაპარაკი არ არის მხოლოდ კალორიების დაწვაზე. ვარჯიშ ასევე სასარგებლოა გულისთვის, ფილტვებისთვისა და სისხლის მიმოქცევისთვის.

 

დამატებითი ინფორმაცია

დაიწყეთ წონის დაკლება NHS-ის წონის დაკლების 12 კვირიანი გეგმით.

წონის დაკლებაში” შეგხვდებათ მეტი ინფრომაცია ჯანსაღი წონის მიღწევის შესახებ.

გაიგეთ მეტი ჯანსაღი დიეტის შესახებ სტატიაში “საჭმელი და კვება”.

გაიგეთ იდეები, რომ გააქტიურდეთ “ფიტნესში

 

 

Image courtesy of Ambro at FreeDigitalPhotos.net

mage courtesy of Master isolated images at FreeDigitalPhotos.net

ბოლო განხილვის თარიღი: 24/08/2013 შემდეგი განხილვის თარიღი: 24/08/2015